ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი დისკვალიფიკაციის გამო თვითმკვლელობას აპირებდა
ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა მოციგურავემ კლაუდია პეხშტაინმა აღიარა, რომ თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი მას შემდეგ, რაც დოპინგის მიღებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამის შესახებ სახელოვანმა სპორტსმენმა ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომლის სახელწოდებაა - "ოქროსგან და სისხლისგან. ჩემი ცხოვრება ოლიმპსა და ჯოჯოხეთს" შორის. წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

პეხშტაინი წერს, რომ ის და მისი მეუღლე 2009 წლის მარტში ავტოსაგზაო ხიდიდან გადახტომას აპირებდნენ. ასეთი იყო პირველი რეაქცია საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოტანილი ორწლიანი სასჯელის შემდეგ. მოციგურავემ თავის მენეჯერს გაუმხილა საკუთარი გეგმები და სწორედ მან გადააფიქრებინა პეხშტაინს თვითმკვლელობა.

მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა გერმანელი ორი წლით დასაჯა ე. წ. "სისხლის დოპინგის" გამო. კლაუდიას არც ერთ სინჯში არ აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი, მაგრამ ანტისადოპინგო ორგანოებმა დისკვალიფიკაციისთვის საკმარის საბაბად მიიჩნიეს სისხლის ანალიზში სხვადასხვა კომპონენტის გაზრდილი დონე.

პეხშტაინმა სპორტულ სასამართლოში გაასაჩივრა საკუთარი დისკვალიფიკაცია, მაგრამ ლოზანაში უარყვეს სპორტმენის აპელაცია და გერმანელს ვანკუვერის ოლიმპიადის გამოტოვება მოუწია.

38 წლის მოციგურავე 2011 წლის თებერვალში აპირებს დიდ სპორტში დაბრუნებას. სწორედ ამ დროს ეწურება ვადა მის დისკვალიფიკაციას.

პეხშტაინს კარიერაში ცხრა ოლიმპიური ჯილდო აქვს მოგებული - ხუთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. გერმანელი ოთხ ოლიმპიადაზე გახდა ჩემპიონი: 1994 წელს ლილეჰამერაში, 1998 წელს ნაგანოში, 2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტიში და 2006 წელს - ტურინში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა