გვარდიოლამ რიბერი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშა
ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში მიუნხენის "ბაიერნი" პირველ ტესტ-მატჩს ყოველთვის თავის რომელიმე ფანკლუბის ნაკრებთან ატარებს ხოლმე და ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა:

რეკორდმაისტერი ამჯერად ვილდენაუს ფანკლუბის ნაკრებს შეხვდა - მატჩი 11 000 მაყურებლის თვალწინ ჩატარდა, რომელიც "ბაიერნმა", მოლოდინისამებრ, დიდი ანგარიშით, 15:1 მოიგო. ეს გახლდათ მიუნხენური გრანდის პირველი ამხანაგური შეხვედრა ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით.

პოლიციელებისგან, სტუდენტებისგან, მექანიკოსებისგან და სხვა პროფესიის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული მოყვარული ფანების გუნდი "ბაიერნის" ძალის საზომად რომ არ გამოდგება, ამას თქმაც არ უნდა, მაგრამ ამ მატჩშიც ბევრი რამ იყო საინტერესო. ხოსეპ გვარდიოლა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში რაღაც-რაღაცებს იწერდა, ფეხზე კი მხოლოდ ერთხელ წამოხტა. მეორე ტაიმში პეპმა ჟერომ ბოატენგი მიიხმო და დიდხანს ესაუბრებოდა. პეპის გვერდით, სათადარიგო ფეხბურთელებთან ერთად, მისი ასისტენტები დომენეკ ტორენტი და ჰერმან გერლანდი, ასევე, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ისხდნენ.

"ბაიერნმა" თამაში იუპ ჰაინკესის ფორმაციის ტაქტიკით, 4-2-3-1 დაიწყო, თუმცა პეპმა სქემა პირველივე ტაიმში რამდენჯერმე შეცვალა და გუნდი ხან 4-1-4-1-ზე, ხანაც 4-3-3-ზე გადააწყო. რამდენიმე ახალგაზრდა, მეორე გუნდის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "ბაიერნმა" პირველი ტაიმი 3:0 მოიგო, შესვენებაზე კი გვარდიოლამ თითქმის მთელი შემადგენლობა გამოცვალა.

ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ მეორე ნახევარში ფრანკ რიბერი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა - პეპმა ფრანგი გარემარბი ზუსტად იმ პოზიციაზე გაამწესა, რომელზეც "ბარსელონაში" ლიონელ მესის ათამაშებდა. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ რიბერი ცენტრალური თავდამსხმელის რანგში ოფიციალურ შეხვედრებშიც ვიხილოთ ხოლმე.

პირველი გოლი "ბაიერნის" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა ოლივერ მარკუტცმა გაიტანა, მერე კი მიულერმა, რანკოვიჩმა, ვაინრაუხმა (4-ჯერ), კროოსმა, გრინმა (3), ვაიზერმა (2) და რიბერიმ (2) იხეირეს. ფანკლუბის ნაკრებიდან კი პრესტიჟის გოლი ფიორსტერმა შეაგდო.

"გვარდიოლას ხელმძღვანელობით ვარჯიში და თამაში ძალიან სასიამოვნოა. პეპს უამრავი ახალი იდეა აქვს. ყველაფერთან ერთად, მას ისიც ეტყობა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, - განაცხადა მატჩის შემდეგ რიბერიმ და იქვე დასძინა, - ჰეთ-თრიკის გამეორება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის მაქსიმალური კონცენტრაცია იქნება საჭირო".

თავად გვარდიოლას ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის ისევ არაფერი უთქვამს - პეპმა მატჩის შემდეგ გუნდის ავტობუსს უკომენტაროდ მიაშურა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფილიპ ლამი: პეპს მალე შევეჩვევით!

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
სახალისო ფრაზები: რონალდო - დი სტეფანო სარკეში
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ბუნდესლიგა. XXXIV ტური: ჰამბურგში დრო გაჩერდა... [VIDEO]
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ᓛᓘᕣᕜᓮ
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ᓛᓐᓗᓘᓐს ᓖᓐᓛᓔᓠᓘ: ᓔᓘᓤᓝრᓘᓐ ᓐᓠ ᓒᓕᓭᓘᓠᓓᓔᓑᓐ!
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია
ᓮᕝᓡᕔᓞ ᓒᓕᓐᓠᓓᕘᕝᓚᕐ: ᓩᕔᓛᓘ ᓛᓝᓛᓐᓕᓐᓚᕘ? ᕠᓣᕛᓔᓜᕘᓒᕔᓡ ᓓᓐ ᕖᓐᕛᓔᓠᓡ ᕓᓐᕕᓔᓚᓐᓞᓐᓠᓐᓙᕔᓑᓘ
კარლ-ჰაინც რუმენიგე: გვარდიოლა გერმანელზე უფრო გერმანელია!
მიუნხენის "ბაიერნი" ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაელაპარაკება
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში