მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი
ჰოლანდიის გრანპრის სტარტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოტოგრანპრიში კვალიფიკაციას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება: პოულის მფლობელი კელ კრატჩლოუ ერთბაშად მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, დანი პედროსა კი, რომელმაც მეხუთე ადგილიდან აიღო სტარტი, ლიდერი გახდა. პელოტონმა შემდეგი სახე მიიღო: პედროსა, მარკესი, როსი, კრატჩლოუ, ლორენსო (გარღვევა მე-12 ადგილიდან), ბრადლი...

ამის შემდეგ, სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი ვალენტინო როსიმ. ლეგენდარულმა იტალიელმა გვერდი აუარა მარკ მარკესსა და პედროსას და სათავეში ჩაუდგა რბოლას. კარგი იყო ხორხე ლორენსო, რომელსაც თავისუფალ პრაქტიკაზე განცდილი სერიოზული ავარიის შემდეგ, წესით, რბოლაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, მაგრამ ესპანელმა გარისკა, ტრასაზე გავიდა და ეტაპის მსვლელობისას კრატჩლოუს გაუსწრო, რამაც საკმაოდ პერსპექტიული მეოთხე პოზიცია მოუტანა (თუმცა რბოლის შუაში კრატჩლოუმ გაუსწრო ხორხეს, რის შემდეგაც, მსოფლიოს ჩემპიონი ჩამორჩა).

როსი დამაჯერებლად მოძრაობდა, მაგრამ მის უკან მყოფ ესპანელებს შორ მანძილზე ვერ დაშორდა. რბოლის მეორე ნახევარში მარკესმა წარმატებული შეტევა მიიტანა პედროსაზე და მეორე ადგილზე გადავიდა, იაქტიურა კრატჩლოუმაც, რომელმაც სამეულიდან გამოაგდო გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი. დარჩენილ წრეებზე მნიშვნელოვანი გადაადგილებები არ მომხდარა და როსიმ, "იამაჰაში" დაბრუნების შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა. სხვათა შორის, ეს იყო იტალიელის პირველი მოგებაა მოტოგრანპრიში 2010 წლის მალაიზიის ეტაპის შემდეგ. ამ ორ ტრიუმფს ერთმანეთთან 993 დღე აშორებს.

ჰოლანდიის გრანპრი

1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 26 წრე; 2. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - +2,170; 3. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +4,073; 4. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +7,832; 5. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +15,510; 6. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +27,519; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +31,598; 8. ალეშ ესპარგარო (ესპ, ART) - +32,405...

საერთო ჩათვლა

1. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 136 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 127; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 113; 4. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 87; 5. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 85; 6. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 65; 7. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 51; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, Ducati) - 50...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხორხე ლორენსოს ზედიზედ მეორე გამარჯვება

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი მესამედ გაჩემპიონდა
ვალენტინო როსისთვის სეზონი დასრულდა
მოტოგრაპრი: მარკესმა მოიგო, ლეგენდა ლიდერია
მოტოგრანპრი.: უცნაური ეტაპი და აღდგენილი ინტრიგა
მოტოგრანპრი: ლორენსოს ზედიზედ მესამე ტრიუმფი
ვალენტინო როსი ბრუნდება
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ლორენსოს ვერ აჩერებენ
მოტოგრანპრი: ხორხე ლორენსო სამგზის ჩემპიონია
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ჩემპიონი მარკ მარკესი ცუდ ფორმაშია
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი ჟურნალისტებს დაერია
ᓛᓝᓢᕝᕒᓠᓐᓜᓞᓠᓘ: ᕛᓐᓠᕙᓔᓡᓘᕡ ᓝᓗᓮᓘᓓ
მოტოგრანპრი: ტაქტიკოსი მარკ მარკესი
მოტოგრანპრი: საუკეთესო რბოლა სეზონში
არის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი!
მოტოსპორტი: როსის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი წინ გაიჭრა
საშინელი ავარია 310 კმ/სთ-ზე MOTO GP-ში - ლეგენდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა [VIDEO]
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სან მარინო მარკესმა მოიგო
მოტოგრანპრი: ორბორბლიანებმაც დაიწყეს
"ᓰᕝᓜᕓᓐ"