ქუთაისის "ტორპედოს" პირველმა მეტოქემ, სლოვაკურმა "ჟილინამ", ახალი სეზონისთვის მზადება კარგა ხანია დაიწყო
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე სლოვაკური "ჟილინა" იქნება, რომელიც ახალი სეზონისთვის უკვე საკმაო ხანია, ემზადება და რამდენიმე საკონტროლო მატჩის გამართვაც მოასწრო.

მატჩი 4 ივლისს, ქუთაისის სტადიონზე გაიმართება, ბილეთების ფასი კი ორი კატეგორიისაა: 5-ლარიანი და 10-ლარიანი.

ბოლო შეხვედრა "ჟილინამ" ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ გამართა და ფრედ, 0:0 ითამაშა. ამ შეხვედრაში სლოვაკებმა ასეთი შემადგენლობა გამოიყვანეს: დუბრავკა - მაბოუკა, პიაჩეკი (64. ვავრო), აკაკპო, კესაი - პეჩოვსკი - ბელო (83. კაჩერი), სკვარკა (46. პაური), მიჰალიკი - მაიტანი (46. იელიჩი), პიხი (46. ჟილაკი).

თუკი წინა მატჩებში "ჟილინას" რიგებში ბევრად მეტი ფეხბურთელი ჩნდებოდა, ამჯერად ავსტრიელთა წინააღმდეგ გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა გამოიყვანა.

"რაპიდამდე" "ტორპედოს" მეტოქე ამხანაგურად ლადო დვალიშვილის "ლეგიას" შეხვდა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. მანამდე კი ორ ჩეხურ კლუბს გაეჯიბრა - "ბუდეიოვიცეს" 1:1 დაუზავდა; "სიგმას" კი ორჯერ შეხვდა, საიდანაც ერთი 2:0 მოიგო, მეორეში კი 0:4 დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ გასული სეზონის შემდეგ "ჟილინას" მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. სტეფან ტარკოვიჩის ადგილი ადრიან გულამ დაიკავა, რომელმაც "ტორპედოსთან" მოახლოებული დაპირისპირების წინ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ჩემი გუნდის მიერ გამართული საკონტროლო მატჩებით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მიზანია როგორც ევროპის ლიგისთვის, ასევე სლოვაკეთის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადება და შეკრებაზე ამ ორი მიმართულებით ვიმუშავეთ.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 4 ივლისისთვის ყველა სრულ მზადყოფნაში იქნება.

"ტორპედო" არცთუ იოლი მეტოქეა, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ბარიერსაც გადავლახავთ და უფრო მეტ ეტაპსაც გავივლით".

მისივე თქმით, ჯერ არ შეურჩევია ის 11 ფეხბურთელი, რომლებსაც ქუთაისში სასტარტო შემადგენლობაში გაამწესებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია

ლევან ფხაკაძე: "ტორპედოსა" და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის სხვა არჩევანი არ გვქონდა

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკურ გუნდს სპარინგ-მატჩში უგოლოდ დაშორდა

ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილმა "ტორპედომ" შეკრებაზე მეორე მატჩიც წააგო [VIDEO]

ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილი ქუთაისის "ტორპედო" პირველივე ტესტში განადგურდა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა