უკრაინული ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლი" ამტკიცებს, რომ ლვოველებმა ქართველის სანაცვლოდ "ფორტუნასგან" 500 ათასი დოლარი მიიღეს
უკვე ცნობილია, რომ ლევან ყენია გერმანიაში დაბრუნდა - უკრაინის პრემიერლიგის ლვოვის "კარპატიში" ჩატარებული სეზონის შემდეგ (19 მატჩი, 3 გოლი), 29 ივნისს, 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რა საფასური მიიღო უკრაინულმა კლუბმა ამ ტრანსფერში? თავიდან ცნობილი იყო, რომ გერმანელები "კარპატის" 250 ათას ევროს სთავაზობდნენ, რაზეც უარი მიიღეს.

უკრაინული ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლი" ამტკიცებს, რომ ლვოველებმა ლევან ყენიას სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი მიიღეს. "კარპატი" ამასაც არ დასჯერდება - გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველის სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, "ფორტუნა" ლვოველებს სატრანსფერო თანხის 30 პროცენტსაც გადაუხდის.

ამ დროს "ტრანსფერმარკეტი" სხვა თანხას ასახელებს - გერმანული სამენეჯერო სააგენტოს ვებგვერდი ამტკიცებს, რომ რეალურად უკრაინელებმა ყენია ოდნავ ნაკლებ თანხად, 350 ათას ევროდ გაყიდეს, რაც დაახლოებით 455 340 დოლარს უდრის.

აქვე გეტყვით, რომ ახლა "კარპატი" ტრანსფერზე დაყენებული 19 მოთამაშის გაყიდვით 16 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს. გუნდს ბუბა დაუშვილის გასხვისებაც სურს - მის სატრანსფერო ფასად 800 ათასიდან მილიონ ევრომდე დაასახელეს.

"ქართველის სახით, ლვოველებმა ნაკრების მოთამაშე და მოედნის ცენტრში ნამდვილი "ბულდოგი" შეიძინეს", - ასე ახასიათებს დაუშვილს რუსული გამოცემა "ჩემპიონატი" და მიიჩნევს, რომ ლვოველები მას იოლად ვერ შეეგუებიან.

მაგრამ რუსული ინტერნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული ქართველის სატრანსფერო ციფრი "ტრანსფერმარკტის" მონაცემებს ეყრდნობა და ვერ ვიტყვით, რომ დაუშვილის შემთხვევაში, ლვოველებს ამ თანხის იმედი უნდა ჰქონდეთ. ამას ლევან ყენიას თაობაზე შეთანხმება გვაფიქრებინებს - 22 წლის ქართველი შემტევის ფასიც დაახლოებით იგივე იყო (875 ათასი ევროდან მილიონამდე მერყეობდა), რეალურად კი "კარპატიმ" 352 ათასი ევრო მიიღო.

იხილეთ ფოტოგალერეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყენიამ "ფორტუნაში" დებიუტი გოლით აღნიშნა [VIDEO]

ლევან ყენია: ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყო

ლევან ყენიამ "ფორტუნასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

როგორ დავჩაგროთ ფეხბურთელი - ნაცნობი სიუჟეტის უკრაინული მოდელი

guja_kakhadze
როდის დადგება ის დრო ქართველი ფეხბურთელის ფასი მილიონი ევროდან რომ დაიწყება?
win
ძამ ძნელია აქ კომენტარის გაკეთება, რა იყო ვერ გამოასწორებთ???
win
გამიჩდა კითხვები სტატიის ავტორთან, ანუ თქვენ გინდათ თქვა რაც ტრანსფერმარკეტზე წერია იმის ნახევარსაც არ იხდიან?! ყენიას მაგალითი მოიყვანეთ კიდე, და ლოგიკურადაც ვერ აზროვნებთ რა მომგებიანი ტრანსფერი იყო "კარპატისთვის", სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, "ფორტუნა" ლვოველებს სატრანსფერო თანხის 30 პროცენტს გადაუხდის. ანუ, იაზროვნეთ =)
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
"კარპატი" ნიკა სანდოხაძეს იჯარით ლატვიის "რიგასში" გაუშვებს
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
ანდრო გიორგაძე უკრაინაში დაბრუნდა
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
"ბაიერნმა" მიუნხენში "ფორტუნა" ვერ დაამარცხა და "დორტმუნდს" 9 ქულით ჩამორჩა [VIDEO]
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
გერმანელმა მეკარემ ბურთი სასქესო ორგანოთი მოიგერია
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
"ბაიერნმა" ლიდერობა დაიბრუნა - მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
ნიკა სანდოხაძე "კარპატიში" დაბრუნდა და "სეპტემვრისთან" ითამაშა
"ტორპედო" ნიკა სანდოხაძის "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
"დორტმუნდი" ბუნდესლიგაზე პირველად დამარცხდა - თანაც "ფორტუნასთან" [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები