ფაბიო კაპელოს „ნიუკასლის“ ახალგაზრდა ფორვარდის სკანდალები არ აფრთხობს და ნაკრებში იძახებს
ის, რომ „ნიუკასლის“ ახალგაზრდა ფორვარდი ენდი ქეროლი სკანდალისტია და დღე ისა არ გავა, რაიმე შარის გამო ტაბლოიდების პირველ გვერდზე არ მოხვდეს, ინგლისის ნაკრების თავკაცს ფაბიო კაპელოს ხელ-ფეხს არ უკრავს - იტალიელი ქეროლს უახლოეს შეხვედრაში უპირებს გამოძახებას.

მოგეხსენებათ, ბოლო ტურში „ნიუკასლმა“ ქეროლის გოლით „არსენალს“ 1:0 მოუგო და პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზე გადავიდა, მაგრამ გოლი და შარი ერთმანეთს არ გამორიცხავს - ფორვარდზე წერენ, რომ ნიუკასლელთა კაპიტნის კევინ ნოლანის სახლში (აქ ცხოვრება მისი თავდების პირობაში შედის) 21 წლამდელთა ვარსკვლავმა დიდი ღრეობა მოაწყო. შეგახსენებთ, რომ ქეროლი იანვარში სასამართლოშიც უნდა გამოცხადდეს. მას ბრალად ყოფილი მეგობარი გოგონას ცემას უყენებენ.

დავუბრუნდეთ ნოლნის სახლში მოწყობილ ღრეობას: წერენ, რომ ხსენებულ ქეიფში ქეროლი არა მარტო გამოთვრა, არამედ კოკაინსაც ყნოსავდა, რაც თითქოს, ფოტოებზეც კარგად ჩანს. ამბობენ იმასაც, რომ ამის გამო თავდამსხმელს შეიძლება ნაკრებში მოხვედრაზე პრობლემები შეექმნას. რა იქნება ჯერ კაცმა არ იცის, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, კაპელოს საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრაში ქეროლის შემოწმება სურს, ოღონდ დიდი შანსია სასამართლოს ამბავი ბარიერად აღიმართოს. ერთი სიტყვით, იტალიელს ფეხბურთის ასოციაციასთან ჯერ კიდევ მართებს საქმის გარკვევა. როგორ არის წესი? აქვს, ნაკრების თავკაცს ასეთ მდგომარეობაში მყოფი კაცის გამოძახების ნება?

გაზეთები იგონებენ, რომ შარშან სასამართლოში ჰქონდა საქმე სტივენ ჯერარდსაც, მაგრამ ამის გამო მისთვის ეროვნულ გუნდში თამაში არავის აუკრძალავს.

ამასობაში კი „არსენალის“ მწვრთნელი არსენ ვენგერი რომელიც ბოლო დღეებში თავად გახდა ტაბლოიდების საკბილო - აღმოჩნდა, რომ ორი წელიწადია მავან ფრანგ ოფიციანტ ქალბატონთან რომანი აქვს - შეშფოთდა, რადგან მისმა გუნდმა პრემიერლიგის ბოლო ოთხ ტურში უკვე მეორე თამაში წააგო. გარდა ამისა, სტატისტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ „მეთოფეებმა“ სექტემბერში „ვესტ ბრომვიჩთანაც“ წაიტეხეს ცხვირი, ანუ რაც პრემიერლიგა არსებობს ჩრდილო ლონდონელებმა ორ დებიუტანტთან პირველად წააგეს. ვენგერმა თქვა:

„არ მომწონს როგორ ვთამაშობთ შინ. „ბირმინგემსა“ და „ვესტ ჰემთან“ ძლივს მოვიგეთ. ლაღად ვერც ერთ შეხვედრაში ვითამაშეთ და ვერც მეორეში. აქ, „ემირეით სთედიუმზე“ ყველა თავს იკლავს და თუ ჩვენ საუკეთესო ფორმაში არ დავხვდით, პრობლემები წარმოიშობა“.

კიდევ ერთი პრობლემა „არსენალის“ კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის ფორმაა. ესპანელი ორთავა კუნთის ტრავმამ უკან დასწია. ვენგერმა თქვა:

„მართალია, მას ტკივილი აღარ აწუხებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ტრავმის კვალი სესკის ფორმაზე ჯერ კიდევ მოქმედებს“.

ქეროლმა „არსენალს“ გოლი რომ გაუტანა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიზე მაღლა ახტა, რამაც „არსენალის“ თავკაცი ცუდ გუნებაზე დააყენა.

„ფაბიანსკი ბურთზე გამოსვლისას ვალდებულია უფრო თავდაჯერებული იყოს. ჩვენს მეკარეს ტექნიკური შეცდომა არ დაუშვია, მან, უბრალოდ, გამოსვლის მომენტი ვერ შეარჩია სწორედ“.

თამაშის მიწურულს მსაჯმა „არსენალს“ ლორან კოშელნი გაუძევა მოედნიდან. ეს კოშელნის მეორე გაძევება გახლდათ მიმდინარე სეზონში, სულ კი ჩრდილო ლონდონელებს ოთხი „გაწითლებული“ დაუგროვდათ. სხვა საქმეა, რომ ვენგერი კოშელნის ეპიზოდში მსაჯს ადანაშაულებს, რადგან მიაჩნია, რომ ის იმ ეპიზოდში ბოლო კაცი არ იყო და შესაბამისად, გაძევებასაც არ იმსახურებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის