ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მოურინიო: ხედირა და კარვალიო ჩემი ვარსკვლავები არიან

მოურინიო: ხედირა და კარვალიო ჩემი ვარსკვლავები არიან

”ატლეტიკო” კი არდანიშნულ პენალტს მისტირის
წლევანდელი მადრიდული დერბი ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო - "სამეფო კლუბმა" კვლავ არ გაახარა თანაქალაქელი "ატლეტიკო". შედეგი ძველებური იყო, მაგრამ გოლის ავტორები "რეალიდან" "ახლები"... რიკარდო კარვალიო და მესუთ იოზილი.

ჟოზე მოურინიო თავისი ბიჭების თამაშით უზომოდ კმაყოფილი დარჩა. "კარვალიო და ხედირა, ფეხბურთელები, რომლებიც იშვიათად არიან ყურადღების ცენტრში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ჩვენგან საუკეთესოები იყვნენ. "ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვაკონტროლოთ თამაშის მსვლელობა. ჩვენ მარტო არ ვთამაშობთ, ფეხბურთი ორ გუნდს შორის თამაშია. ჩვენმა მეტოქემ გადაწყვიტა, ბურთი დაეთმო, მაგრამ დაცვითი რედუტები გადაეკეტა. მეორე ტაიმში იერიშების ინტენსივობა შევამცირეთ, რადგან ანგარიში ხელს გვაძლევდა და შევეცადეთ თამაში გვეკონტროლებინა. ბოლოსკენ ერთად დიარა, ალონსო და ხედირა ვათამაშე, ფეხბურთელები, რომელთაც ტემპი "მოკლეს" და სივრცეების გაკონტროლება დაიწყეს.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ვინც შეგვხვდა, მათგან ყველაზე მეტი ხიფათი "ატლეტიკომ" შეგვამთხვია. ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგალითად, "მილანთან", მაგრამ რეიესის, სიმაოს, "კუნის" და ფორლანის წინააღმდეგ თამაში მაინც ძალიან ძნელია. ეს ოთხეული ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა. ეს კვარტეტი დიდებულ კომბინაციებს ათამაშებს, ძალიან დინამიკურად უტევს და ერთმანეთს უსიტყვოდ უგებს. "ატლეტიკო" კარგი ფეხბურთელებისა და კარგი მწვრთნელის გუნდია. ასე რომ, თავიდან რომ ეგონათ, მათაც 6-7 გოლით მოვუგებდით, მცდარი აზრია, "ატლეტიკოს" დარ გუნდებს ასე ვერ დაჩაგრავ.

სულაც არ ვარ შეწუხებული, რომ ბოლომდე არ შევუტიეთ, ჩვენ ვიმოქმედეთ სიტუაციისდა მიხედვით. კარგია, როცა 3-4 გოლი გაგაქვს, მაგრამ ყოველთვის ეს ხომ არ არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ უნდა გვეფრთხილა, "ატლეტიკოს" თავისუფლად შეეძლო პრობლემების შექმნა. იკერმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა, ერთხელ კი ძელმაც გვიხსნა. 2:0? ბრწყინვალე შედეგია, მე უზომოდ კმაყოფილი ვარ. ისე კი, ეს ანგარიში ძალზე სახიფათოა, ფეხბურთის ისტორიამ ეს ბევრჯერ გვიჩვენა. გუნდი, რომელიც შეძლებს ჩარხის შემობრუნებას, მეტოქეზე ფსიქოლოგიურ უპირატესობას იღებს. ჩვენდა სასახელოდ, ანგარიშიც შევინარჩუნეთ და გატანასთან ისევე ახლოს ვიყავით, როგორც - მეტოქე.

მცველებსაც ხშირად გააქვთ გოლები. კარგი მცველი სეზონში 3-5 გოლს მაინც გაიტანს, სტანდარტული მდგომარეობიდან, ან კონტრშეტევებზე. სწრაფი შეტევისას კარვალიომ თავისი ინსტიქტი გამოამჟღავნა, ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ როცა კარვალიო უტევს, მისი შეჩერება ძალიან ძნელია. კარვალიო და ხედირა, მადრიდული დერბის საუკეთესო ვარსკვლავები იყვნენ. ადრე თუ გვიან, ჩვენც წავაგებთ. შეიძლება "მურსიასთან" დავმარცხდეთ, ან ხიხონში. არასოდეს იცი, როდის მოხდება ეს.

ითქვა, თითქოს, კრიშტიანო რონალდომ სათანადოდ ვერ ითამაშა. აი, მე კი მისი გარჯით კმაყოფილი ვარ. კრიშტიანო გუნდური სულისკვეთების ფეხბურთელია. ის ყოველ მატჩში ვერ გაიტანს. ის ძალიან ბევრს მუშაობს, მოხარული ვარ, რომ რონალდო ჩემ გუნდში თამაშობს.

რიკარდო კარვალიო: "ჩემი გოლი მნიშვნელოვანი იყო, მე კი გამიმართლა. გუნდი კარგად თამაშობს, ჩვენ "ბერნაბეუზე ქულები საერთოდ არ უნდა დავკარგოთ".

ანხელ დი მარია: "ამ მატჩამდე ძალიან ბევრი დაიწერა. ბევრი დებატი გაიმართა. ვიცოდით, რა დონის მეტოქე გვყავდა. ამიტომაც დამატებითი ენერგიის დახარჯვა დაგვჭირდა. ყველაფერი კარგად წარიმართა ჩვენთვის - გოლები ადრე გავიტანეთ, შემდეგ კი თამაში ვაკონტროლეთ".

სერხიო რამოსი: "დერბიში გამარჯვება საამაყოა, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, წინ კიდევ გრძელი სეზონია. გოლები ადვილად გავიტანეთ, მაგრამ შეგვეძლო თამაში მაშინვე "დაგვემთავრებინა". კიდევ უნდა მოვუმატოთ ყველა ასპექტში და ერთიან ორგანიზმად ჩამოვყალიბდეთ".

"ატლეტიკოს" ბანაკი კი რეფერის მოქმედებით აღშფოთებულია - ისინი მიიჩნევენ, რომ მსაჯმა მათ ნაღდი პენალტი "მოპარა". "ბოლო სამი თამაშია, "ატლეტიკოს" სასარგებლოდ აშკარა პენალტი უნდა დანიშნულიყო. ბოლო სამი მატჩია, მსაჯების სასტვენი დუმს. არ ვიცი რას მივაწერო ეს, ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა", - განაცხადა სიმაო საბროსამ.

ერთ-ერთ ეპიზოდში სერხიო აგუერო ახლო მანძილიდან ურტყამდა იკერ კასილიასის კარში, მაგრამ ბურთს ჩაბი ალონსო გადაეღობა. როგორც ვიდეოგამეორებამ აჩვენა, ბასკი მართლაც ხელით გადაეღობა ბურთს. დიეგო ფორლანი და ხოსე ანტონიო რეიესი კი მარცხის მიზეზად მეტისმეტად ნაადრევად გაშვებულ გოლებს აბრალებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება

ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს