საბურავების ტესტები იქნება
ბრიტანეთის გრანპრის დროს, სილვერსტოუნის ტრასაზე მომხდარ ამბებს გამოეხმაურა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია. შეგახსნებთ, რომ ფორმულა 1-ის ბოლო ეტაპის დროს, ერთბაშად ხუთ ბოლიდზე გამოვიდა მწყობრიდან უკანა მარცხენა საბურავი.

"უსაფრთხოება - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ფორმულა 1-ში, სილვერსტოუნში მომხდარი ინციდენტები კი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პილოტთა უსაფრთხოების მხრივ, - ამბობს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი. - ამიტომაც, მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ ახალგაზრდული ტესტების რეგლამენტი - გუნდებს უფლება ექნებათ გამოიყენონ ის პილოტები, რომლებიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად სჭირდებათ. ასევე მართებულად მიმაჩნია, რომ ეს ტესტები გაიმართოს იქ, სადაც აღნიშნული პრობლემა წარმოიშვა".

ტესტებზე, რომელიც 17-19 ივლისს, სილვერსტოუნში უნდა გაიმართოს, გუნდები გამოიყენებენ პილოტებს, რომლებსაც ფორმულა 1-ში ორ გრანპრიზე მეტი აქვთ ჩატარებული. ასეთი რამ აკრძალულია ახალგაზრდულ ტესტებში, მაგრამ, ამჟამად, გამოცდილ მრბოლელებს "პირელის" საბურავებთან მუშაობის საშუალება მიეცემათ. აუცილებლობის შემთხვევაში, ტესტების ხანგრძლივობა ერთი დღით გაგრძელდება - ეს გუნდებს ახალგაზრდა პილოტებთან მუშაობის საშუალებას მისცემს.

ყველას აინტერესებდა, მიიღებდა თუ არა ამ ვარჯიშში მონაწილეობას "მერსედესი". როგორც იცით, "პირელისთან" კერძო ტესტის ჩატარების გამო, გერმანული საჯინიბო ახალგაზრდული ტესტებიდან მოკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, "მერსედესმა" სპორტის ინტერესებიდან გამომდინარე, უარი განაცხადა სილვერსტოუნში ჩასვლაზე.

და კიდევ: ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ "პირელისგან" მოითხოვა გარანტიები იმაზე, რომ პრობლემები, რომელიც სილვესტოუნში წარმოიშვა, არ განმეორდება გერმანიის გრანპრის დროს. ეს ეტაპი უახლოეს უქმეებზე გაიმართება.

ამასობაში, იტალიის პროკურატურამ ორშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალი წაუყენა კომპანია "პირელის" პრეზიდენტს ტრონკეტი პროვერს. მას, შესაძლოა, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.

ბრალის წაყენება არ უკავშირდება პროვერის "პირელიში" მოღვაწეობას. ჯერ კიდევ ამ პოსტის მიღებამდე, 2001-06 წლებში, ის სათავეში ედგა კომპანია Telecom Italia-ს, რომელსაც ამჟამად ადანაშაულებენ იმაში, რომ უკანონოდ უსმენდა და იღებდა ვიდეოზე იტალიური ელიტის წარმომადგენლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1: სანამ ტრაგედია მომხდარა - პილოტებს უკვე ეშინიათ

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
"არსენალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ჩვენ დინასტიის შექმნა გვსურს" - მიკელ არტეტა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
გია გრიგალავათი გერმანული ბუნდესლიგის ორი კლუბი დაინტერესდა
"მისი ჩვენთან ყოფნა დიდი სიამოვნება იყო" - სერხიო პერესი
ჟან ტოდტი ისევ პრეზიდენტია
ფორმულა 1: როსბერგს გამარჯვებისთვის მეორეები სჭირდება
ბერნი ექლსტოუნმა არ იცის, რა არის ბედნიერება
"მერსედესი" რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად შავი ბოლიდით გამოვა [PHOTO]
მიხაელ შუმახერი სიკვდილს გადაურჩა
ᓐᓕ
ფორმულა 1: "მერსედესს" უფლება ჰქონია
ფორმულა 1-ში ხარჯები უნდა შემცირდეს
ფელიპე მასა თავისუფალია: ის ფერნანდო ალონსოს აღარ დაეხმარება
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
ფორმულა 1. გერმანიის გრანპრის წინ
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფორმულა 1-ის გუნდში მრბოლელების კორონავირუსით დაინფიცირება სურდათ
ფორმულა 1: დიდ ცირკში ახალი სკანდალია
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
"რედ ბულმა" ომი გამოაცხადა
ფორმულა 1 "ფერარის" გარეშე? იტალიურ გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს
"მერსედესი" დასაჯეს
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
კიმი რაიკონენი ბოიკოტს არ აპირებს