"მერსედესისა" და "პირელის" საიდუმლო ტესტებმა ფორმულა 1-ში დიდი აურზაური გამოიწვია
მონაკის გრანპრის დღეებში გაჟონა ინფორმაციამ, რომელმაც მთელი ფორმულა 1-ის სამყარო ფეხზე დააყენა:

კონკურენტებმა შეიტყვეს, რომ "მერსედესმა" საბურავების მონოპოლურ მიმწოდებელ "პირელისთან" ერთად ბარსელონაში "საიდუმლო" ტესტები ჩაატარა. ეს ესპანეთის გრანპრის დასრულების შემდეგ მოხდა. ეს არ ყოფილა 100-კილომეტრიანი დისტანციის გავლა, რომელიც ნებადართულია სარეკლამო მასალის გადაღებისთვის. ტესტებზე "მერსედესმა" 1000 კილომეტრი დაფარა და ვარჯიში უამინდობის გამო სამი დღე გაიწელა - 15, 16 და 17 მაისს.

ტესტებში მონაწილეობა მიიღეს გერმანული საჯინიბოს პილოტებმა - ლუის ჰემილტონმა და ნიკო როსბერგმა. მთელი უქმეების განმავლობაში ლაპარაკი სწორედ ამ ტესტებზე იყო - მეორე პლანზე გადავიდა მონაკოში როსბერგის შთამბეჭდავი ტრიუმფი.

ჰქონდათ თუ არა "პირელისა" და "მერსედესს" ტესტების ჩატარების უფლება? იმ კონტრაქტის თანახმად, რომელიც იტალიურ ბრენდს აქვს გაფორმებული, "პირელის" საბურავების გამოსაცდელად შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ნებისმიერ გუნდს და კომპანიამ ასეთი თხოვნით "მერსედესს" მიმართა - სწორედ იმ გუნდს, რომელსაც ყველაზე მეტი პრობლემა შეექმნა განვლილ რბოლებში საბურავების ცვეთასთან დაკავშირებით. ეს საჯინიბო ბევრს გაიღებდა იმისთვის, რომ ასეთი ტესტები ჩაეტარებინა და გაეუმჯობესებინა საბურავებთან მუშაობა.

ტესტები ჩატარდა ესპანეთის გრანპრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ეტაპი საბურავების ძლიერი ცვეთით აღინიშნა და პილოტებს ოთხ-ოთხი პიტსტოპის ჩატარება მოუწიათ. სწორედ ამ რბოლის შემდეგ მოექცა "პირელი" ყველაზე სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში. თუმცა "მერსედესთან" ტესტები კრიტიკის ამ ტალღას არ უკავშირდება.

როგორც გუნდში ამბობენ და როგორც ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებიდან ვიგებთ, ტესტები ესპანეთის გრანპრიმდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი - ჯერ კიდევ ბაჰრეინის რბოლის შემდეგ, სადაც საბურავი ძალიან მალე გამოდიოდა მწყობრიდან.

"პირელიმ" და "მერსედესმა" მიმართეს ფედერაციას დასაზუსტებლად - შეეძლოთ თუ არა ასეთი გამოცდის ჩატარება. გერმანული საჯინიბოს წარმომადგენელი ნიკი ლაუდა მონტე კარლოში ყველას არწმუნებდა, რომ FIA-მ ასეთ ტესტებზე სანქცია გასცა, თუმცა ორი დღის წინ ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ახსნა შექმნილი სიტუაცია.

მან დაადასტურა, რომ მართლაც მიიღო თხოვნის წერილი და ასე უპასუხა მას: ტესტები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას "პირელი" გაუწევს ორგანიზებას. სინამდვილეში კი ტესტები "მერსედესმა" ჩაატარა თავისი პერსონალითა და მოწყობილობებით. ამასთან, FIA-მ აღნიშნა, რომ ტესტებზე მიწვევა უნდა მიეღოთ დანარჩენ გუნდებსაც.

ლაუდა ჯიუტად ამტკიცებს, რომ ტესტები ლეგიტიმური იყო, რადგან როს ბრაუნმა პირადად დაურეკა ჩარლი უაიტინგს და ამ უკანასკნელმა იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ საცდელ რბოლებს მწვანე შუქი აუნთო.

სხვათა შორის, ლაუდამ ისიც თქვა, რომ ტესტების ჩატარება "რედ ბულსაც" შესთავაზეს. კრისტიან ჰორნერმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ გუნდმა უარი უთხრა "პირელის", რადგან მიაჩნდა, რომ ეს ტესტები არ შეესაბამებოდა რეგლამენტს. საბოლოოდ, "რედ ბულმა" სავსებით სწორი და თანმიმდევრული პოზიცია დაიკავა - თავად უარი თქვა ტესტებზე და პროტესტი შეიტანა "მერსედესზე".

ფედერაციის პრესრელიზის შემდეგ ცხადი გახდა, რომ "მერსედესს" რთული დღეები ელის. "რედ ბულის" ოფიციალურ პროტესტს შეუერთდა "ფერარი" და საქმე, შესაძლოა, საერთაშორისო ტრიბუნალს გადაეცეს. სპორტული რეგლამენტის დარღვევა მკაცრად ისჯება - როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე კონსტრუქტორთა თასზე ქულების ჩამოკლებით.

სავარაუდოდ, საქმე არ მივა 100-მილიონიან ჯარიმამდე და კონსტრუქტორთა თასიდან გარიცხვამდე, როგორც 2007 წელს, "მაკლარენის" შემთხვევაში იყო, თუმცა ფედერაცია არც თითის დაქნევით შემოიფარგლება.

საინტერესოა ის, რომ "მერსედესი" ამტკიცებს: ტესტები საიდუმლო არ ყოფილა - ბარსელონაში გუნდის სატვირთო მანქანები ყველას დასანახად იდგა ავტოდრომთან და საერთოდ, "პირელის" უნდა გამოეცხადებინა ამ ვარჯიშის შესახებ. მაგრამ, როცა როს ბრაუნს პირდაპირი კითხვა დაუსვეს - რა სამუშაო ჩაატარა გუნდმა საბურავებზე ესპანეთის გრანპრის შემდეგ, მას ტესტებზე სიტყვაც არ დასცდენია (მაშინ ჯერ არ იყო გავრცელებული ინფორმაცია ტესტების შესახებ). გამოდის, ჰქონდა რაღაც დასამალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1 მკაცრდება

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
კომპანი პსჟ-სთან მატჩზე: სიკვდილიც რომ მოგვიწიოს - ვალდებული ვართ მიუნხენში გავიმარჯვოთ
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დემბელეს რეკორდი დაამხო
"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
ფორმულა 1: როსბერგს გამარჯვებისთვის მეორეები სჭირდება
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
"მერსედესი" რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად შავი ბოლიდით გამოვა [PHOTO]
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
ფორმულა 1: "მერსედესს" უფლება ჰქონია
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1. გერმანიის გრანპრის წინ
ფორმულა 1: ფედერაციამ წესი შეცვალა
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
"რედ ბულმა" ომი გამოაცხადა
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
"მერსედესი" დასაჯეს
კიმი რაიკონენი ბოიკოტს არ აპირებს