გააფორმებს თუ არა ბასტიან შვაინშტაიგერი „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტს
„ბაიერნის“ ქომაგებს დღეს მხოლოდ ორი კითხვა უტრიალებთ თავში. პირველი: როდის გამოასწორებს მიუნხენური კლუბი შედეგებს ბუნდესლიგაში? მეორე: გააფორმებს თუ არა ბასტიან შვაინშტაიგერი „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტს?

ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 26 წლის ნახევარმცველი, რომელსაც რეკორდმაისტერთან ხელშეკრულების ვადა 2012 წლის ზაფხულში უმთავრდება, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს მომავალი წლის პირველ თვეებში დაიწყებს. როგორც იცით, შვაინი ევროპის თითქმის ყველა სუპერგრანდის თვალთახედვის არეშია მოქცეული, განსაკუთრებით კი „რეალი“ და „ჩელსი“ აქტიურობენ.

„ბაიერნის“ ქომაგებს ძალიან არ მოეწონებათ გერმანიის ნაკრების კაპიტნის, მიხაელ ბალაკის განცხადებები, რაც მან „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში (ორშაბათის ნომერი) გააკეთა. 34 წლის მიხაელმა, რომელიც ახლა ტრავმირებულია, ჯერ ის თქვა, რომ შვაინშტაიგერის თამაშით აღფრთოვანებლია. ბალაკი: „მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად შვაინშტაიგერი მაოცებს. წელს შვაინი მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია. ბოლო წლებში ბასტიანმა უდიდესი პროგრესი განიცადა და ახლა უკვე ჩამოყალიბებული სუპერფეხბურთელია, რომელიც გერმანიის ნაკრებს კიდევ ძალიან დიდხანს და რაც მთავარია, უმაღლეს დონეზე მოემსახურება. მას ყველაფერი აქვს, რაც ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ შვაინშტაიგერი კარიერის პიკს უახლოვდება.“

კითხვაზე, რას ურჩევდა შვაინშტაიგერს სამომავლოდ, ბალაკმა ასეთი პასუხი გასცა: „ვერავის ვერაფერს ვურჩევ, ყველაფერი თვითონ ბასტიანის გადასაწყვეტია. მან თვითონ უნდა იცოდეს, რა უნდა და დარწმუნებული ვარ, რომ იცის კიდეც. ჩემი აზრით, შვაინშტაიგერი ძალიან მოუხდებოდა „რეალს“ ან „მანჩესტერს“...

გაგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ ქომაგები ბალაკს დიდი ხანია მაგრად ემდურიან იმის გამო, რომ თავის დროზე მიუნხენური კლუბი უფასოდ დატოვა და „ჩელსიში“ გადავიდა. ახლა კი უფრო მეტად გაუნაწყენდებიან, რადგან ფაქტობრივად მაინც რჩევა გამოუვიდა, თანაც „ბაიერნისთვის“ ნეგატიური.

თვითონ ბალაკს (მაშინ 25 წლის იყო) 2002 წელს შეეძლო მადრიდში გადასვლა. მაშინ მიხაელი „ლევერკუზენის“ ღირსებას იცავდა და გრანდიოზული სეზონის შემდეგ მადრიდში ეპატიჟებოდნენ, თუმცა ბალაკმა ცდუნებას გაუძლო და მერე „ბაიერნს“ მიაშურა.

„რეალში“ გადასვლა მეც შემეძლო, მაგრამ მაშინ მივიჩნიე, რომ ამისათვის მზად არ ვიყავი. „ბაიერნში“ გადასვლა კი არასდროს მინანია. თუმცა, გერმანიის საზღვრებს გარეთ უმაღლეს დონეზე თამაში მაინც მოვახერხე და მოვასწარი - ლონდონის „ჩელსიში“, - აცხადებს ბალაკი.

რას იზამს შვაინშტაიგერი?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა