გერმანული ფეხბურთის სიახლენი

გერმანიის საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომისიამ „ჰანოვერის“ მცველ ქარიმ ჰაგის ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ტუნისელმა ფეხბურთელმა კვირას, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩში, რომელიც „ჰანოვერმა“ 0:4 წააგო, დორტმუნდელ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის თავში ფეხი განგებ ჩაარტყა, რის გამოც მსაჯმა ფელიქს ბრიხმა მას მაშინვე წითელი ბარათი აუფრიალა. ამრიგად, ჰაგი „ჰანოვერს“ წელს მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაეხმარება: პირველი წრის ბოლო ტურში, „ნიურნბერგთან“.

მაინცი: ალაგუი და კალიჯური დაშავდნენ

„მაინცს“ ორი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა. ბუნდესლიგის მომდევნო ტურში კარნავალელები თავდამსხმელ სამი ალაგუისა და სავარაუდოდ, ნახევარმცველ მარკო კალიჯურისაც ვერ გამოიყენებენ. გერმანელ-ტუნისელი ალაგუი „ფრაიბურგთან“ მატჩში დაშავდა და მომავაკლ უქმეებზე, „ჰანოვერთან“ ნამდვილად ვერ იასპარეზებს. კალიჯურის კი ჯერ კიდევ აქვს შანსი, გამოჯანმრთელება მოასწროს.

მაკლარენმა და ბარძალიმ იჩხუბეს?

„ვოლფსბურგმა“ შაბათს „აინტრახტთან“ 1:3 წააგო და „კიკერის“ ინფორმაციით, შესვენებაზე „მგლების“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა და მცველმა ანდრეა ბარძალიმ იჩხუბეს. მეტიც: ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი და ინგლისელი მწვრთნელი ერთმანეთს ხელითაც კი შეეხნენ. შედეგი: მაკლარენმა ბარძალი გასახდელში დატოვა, მოედანზე კი ალექსანდერ მადლუნგი შეუშვა.

ჩხუბის მიზეზი ის შეცდომაა, რომელსაც კინაღამ ბარძალის ავტოგოლი მოჰყვა. იტალიელ უკანახაზელს „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. ანდრეას შეფებთან მოლაპარაკებები ჯერ არ გაუმართავს - მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება არავის შეუთავაზებია, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს ბარძალი თავისუფალი აგენტი გახდება.

კარიერის ბოლომდე დორტმუნდში

ბუნდესლიგის ლიდერ დორტმუნდის „ბორუსიას“ საქმეები იდეალურად მისდის, გუნდის მარჯვენა მცველ პატრიკ ოვომოიელას კი არცისე კარგად აქვს საქმე. 31 წლის ფლანგის მცველი ტრავმირებულია და თანაგუნდელებს ვერ ეხმარება. მოკლედ, ოვომოიელას საკმარისზე მეტი დრო აქვს იმისათვის, რომ მომავალზე დაფიქრდეს. მას „დორტმუნდთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოვომოიელამ განაცხადა, რომ მზადაა, დორტმუნდში კარიერის ბოლომდე დარჩეს, რადგან BVB-ში თავს შესანიშნავად გრძნობს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა