NBA-ს ფინალისტი "სან ანტონიო" ქართველი ცენტრით კიდევ ერთხელ დაინტერესდა
უკვე მოგახსენეთ, რომ ზაზა ფაჩულიას წარმომადგენლებს ტრანსფერთან დაკავშირებით "პორტლენდის" მენეჯერები დაუკავშირდნენ.

მას მერე გამოცემა SBNATION-მა დაწერა: ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონტრაქტსა და მის პირობებზე აუცილებლად დაილაპარაკებენ, თუმცა შეხვედრა ახლო მომავლისთვის გადაიდო.

ჩამოგითვალეთ რამდენიმე კლუბი, რომელიც ზაზა ფაჩულიასთან მიმართებაში ამერიკელმა ჟურნალისტებმა ახსენეს.

დღეს თემას განვაგრძობთ და სხვა ვარიანტებს დაგისახელებთ. სატრანსფერო ჭორ-მართალზე ყოველდღიურად წერა ვინმეს, შესაძლოა, ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისთან გვაქვს საქმე: აქამდე რომელ ქართველ სპორტსმენზე დაწერილა (თუნდაც ჭორის სახით), რომ მსოფლიო მასშტაბის სამ-ოთხ გუნდს სურს გადაბირება? თუ ამერიკელები იჩენენ ზაზასადმი ინტერესს, ქართველები ხომ არ მივაყურადებთ? მეტსაც გეტყვით, ზაზამ ორიოდე დღის წინათ "შეტყობინება გაუგზავნა" ამერიკულ კლუბებს - აუტსაიდერები ნუ გამომეხმაურებიან, პლეი ოფში თამაში მინდაო.

თბილისში, "ლელოს" რედაქციაში სტუმრობისას ზაზამ სურვილიც გაგვიმხილა - NBA-ს ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში სიამოვნებით ვითამაშებო. ისიც გავიხსენეთ, რომ ოთხი წლის წინათ ფაჩულიას "სან ანტონიო სპურსმა" შესთავაზა გამზადებული კონტრაქტი და ის იყო, ხელი უნდა მოეწერა, რომ "ატლანტამ" გაუმჯობესებული პირობებით გაჯერებული ხელშეკრულება გაუწოდა და 212 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრიც ჯორჯიაში დარჩა.

და აი, NBA-ს ფინალისტი "სან ანტონიო" კიდევ ერთხელ დაინტერესდა ფაჩულიათი. ეს 2 ივნისს ცნობილმა ანალიტიკოსმა დევიდ ოლდრიჯმა საკუთარ "ტვიტერზე" დააფიქსირა: "მილუოკი", "პორტლენდი" და "სან ანტონიო" შეუერთდნენ "ატლანტას", რომელსაც ზაზა ფაჩულიასთან კონტრაქტის გაფორმება სურს.

ქართველი აქილევსის მყესს მკურნალობს. რეაბილიტაცია გეგმაზომიერად მიმდინარეობს."

გამოცემა "პროჯექტ სპურსში" ვკითხულობთ: "სანანტონიოელები გასულ სეზონში ფარქვეშ ტიაგო სპლიტერის იმედად იყვნენ, რომელმაც კარგი სეზონი ჩაატარა.

თუმცა ფაჩულია უფრო მძიმეა, ძალისმიერი სტილი გამოარჩევს და არავისთან შებრძოლებას არ ერიდება. თუ არ გჯერათ, კევინ გარნეტს ჰკითხეთ."

ოლდრიჯის დაწერილიდან ვიგებთ, რომ ზაზასადმი ინტერესი "მილუოკი ბაქსსაც" აქვს. ამ გუნდზე აქამდე არაფერი გვითქვამს.

ინტერესი რეალური რომ არის, ამას საიტ "მედისონზეც" ვკითხულობთ: "მილუოკელთა მთავარ მწვრთნელად ახლახან დაინიშნა ექსატლანტელი ლარი დრიუ.

შესაბამისად, მისი ინტერესი ფაჩულიასადმი გასაგებია. შეგახსენებთ, რომ ზაზა ამ გუნდში კარიერის დასაწყისში თამაშობდა - 2004-05 წლების სეზონში."

არ გაგიკვირდეთ, ხვალ ახალი გუნდი რომ დასახელდეს, მაგრამ მწვრთნელის ფაქტორის (გრეგ პოპოვიჩი) და ამბიციების გათვალისწინებით, "სან ანტონიო" საუკეთესო ვარიანტთა შორის მოჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაზა ფაჩულიას ვარიანტები: "პორტლენდი", "ლეიკერსი" და "ჩიკაგო"?

ზაზა ფაჩულია: "ატლანტაში" დარჩენა მინდა, მაგრამ...

CNN: ზაზა ფაჩულიას "პორტლენდი" ელაპარაკება!

ზაზა ფაჩულია იგორ კოკოშკოვთან, "კლივლენდში"?

ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

nugzari
ოდალა. მაგარი ხურდაა წელიწადში 6-8 მილიონი (ფაჩულიას მინიმალური ხელფასი ეს იქნება). ხოკოეიზე წერე კომენტარები ეტყბა კალათბურთის აზრზე არ ხარ.
odala
სასაცილოდ ნუ იხდით თავს რა. ნბა-ს free agency სულ სხვა რამეა ვიდრე ვთქვათ ფეხბურთის ბაზარზე ვინმეს ყიდვა-გაყიდვა. 3-4 მსოფლიო კალიბრის გუნდი არა იხვი. ბოდიში და ხურდაში გააყოლებენ ზაზას ჯოშ სმიტს, ან სან ანტონიოში იქნება მესამე ცენტრი. სან ანტონიოს ტიაგო სპლიტერისთვის კონტრაქტის გაფორმება აქვს გადაწყვეტილი...
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენტონი დევისის შოუ - "ლეიკერსი" პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]
[VIDEO] "ლეიკერსმა" ედვარდსს ვერაფერი მოუხერხა - დონჩიჩი და ჯეიმსი გავარდნასთან ერთ ნაბიჯში არიან
"პორტლენდმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ლეიკერსი" პირველ მატჩში დაამარცხა [VIDEO]
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
[VIDEO] გინახავთ ამ სიმაღლის კაცი, ფეხბურთს ასე თამაშობდეს? - ვემბანიამა კოსტა რიკაში ერთობა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
"ისე, როგორც ეს "ლეიკერსის" თამაშებზე ხდება" - დე ლაურენტისი სერია A-ს მესვეურებს გამაოგნებელ იდეას სთავაზობს
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ლავინის 10 სამქულიანი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ბევერლი: "ლეიკერსში" ჩანგლის ფუნქციებს მანიჭებდნენ
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
დონჩიჩის სუპერმატჩი და იოკიჩის ანტირეკორდი - "ლეიკერსმა" "დენვერი" დაამარცხა [VIDEO]
გოგას 4 ქულა და 2 მოხსნა 6 წუთში - "ორლანდო" "პორტლენდთან" 3 ქულით დამარცხდა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]
საუკეთესოთა ჭიდილში კალათბურთმა იმარჯვა! [VIDEO]