პორტუგალიური კლასიკო არეულობით აღინიშნა

“პორტუსა” და “ბენფიკას” დაპირისპირება მხოლოდ გასული კი არა, მთლიანად პორტუგალიის ჩემპიონატის ცენტრალური სანახაობა იყო. სანახაობა კი მართლაც შედგა – პორტუელებმა ლისაბონელები 5:0 გაანადგურეს და ერთპიროვნული ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. ანგარიში ვარელამ გახსნა, რის შემდეგაც ფალკაომ და ჰალკმა დუბლები შეასრულეს.

“ბენფიკა” მეორე ადგილზე კი დარჩა, მაგრამ “დრაკონებს” უკვე მთელი ათი ქულით ჩამორჩება და იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ლიგის მესამედია განვლილი, “პორტუ” ოქროს მედლების ყველაზე რეალურ პრეტენდენტად მოსჩანს.

აღსანიშნავია, რომ "პორტუს" ქომაგებმა ნირწამხდარ მეტოქეთა დაცინვა გადაწყვიტეს და "ბენფიკას" მეკარის მოედანში ქათამი აფრინეს. სტადიონის თანამშრომლებს დამფრთხალი შინაური ფრინველის დაჭერა ერთობ გაუჭირდათ [იხილეთ ვიდეო]

ბუნებრივია, ამ მატჩის შემდეგ კარდინალურად განსხვავებული იყო მეტოქეთა გუნება განწყობილება.

ანდრე ვილაშ-ბოაში, “პორტუს” მთავარი მწვრთნელი: “ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ამ გამარჯვებას ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს. გადაჭარბების გარეშე ვიტყოდი, რომ ეს “პორტუსთვის” ისტორიული შედეგია. მეტოქეს თავიდანვე ვაჯობეთ, მისი ყველა კოზირი კარგად გავშიფრეთდა აქტიურობის ყველა მცდელობა ჩანასახშივე ჩავუხშეთ. ათქულიანი უპირატესობა რაღა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ ჩემპიონობაზე ფიქრი ჯერ ძალიან ნაადრევია”.

ჟორჟე ჟესუსი, “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი: “მომხდარით გაოგნებული ვარ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ დაგვემართებოდა. სამწუხაროდ, ახლა აღარაფრის შეცვლა შეგვიძლია, ისღა დაგვრჩენია, მომხდარი სასწრაფოდ დავივიწყოთ და მომდევნო მატჩებში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა