კლაუდიო პისარომ მიუნხენელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რა ეშველება მარიო გომესს?
ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში, შეკრებაზე წასვლა ყველაზე მეტად ახალგაზრდა ფეხბურთელებს უხარიათ ხოლმე - არა მარტო იმიტომ, რომ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება ეძლევათ, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ მწვრთნელისთვის თავის მოწონებისა და პირველ გუნდში დამკვიდრების შანსი უჩნდებათ.

"ბაიერნი" ახლა ტრენტინოში ემზადება, სადაც რეკორდმაისტერის ახალმა თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ ათი "პატარა ბიჭი" იახლა.

აი, ისინიც:

პიერ-ემილ ჰოიბერგი (17 წლის): ჰოიბერგი ძალიან პერსპექტიული ცენტრალური ნახევარმცველია. "ბაიერნში" მასზე უდიდეს იმედებს ამყარებენ, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მის გვარს პირველად არ ვახსენებთ. ჰოიბერგმა გასულ სეზონში პირველ ბუნდესლიგაში ორი მატჩი ჩაატარა.

პატრიკ ვაირაუხი (19): ნიჭიერი თავდამსხმელი, რომელმაც პირველ ორ ტესტ-მატჩში 6 გოლი გაიტანა - ფან-კლუბის ნაკრებთან პოკერი შეასრულა, "რეგენთან" დუბლი.

იულიან გრინი (18): ამერიკული წარმოშობის მქონე გერმანელი თავდამსხმელი, რომელიც გასულ სეზონში ბავშვთა გუნდში წარმატებით ასპარეზობდა. მას მერე, რაც "ბაიერნს" გვარდიოლა ავარჯიშებს, ყველაზე კარგად სწორედ ეს ნიჭიერი ფორვარდი გამოიყურება და როგორც ჩანს, გრინი პეპსაც ძალიან მოსწონს.

მიტჩელ ვაიზერი (19): ნახევარმცველი, რომელიც ბავარიელებმა "კაიზერსლაუტერნიდან" დაიბრუნეს. ვაიზერმა იქ 15 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა. ვაიზერი საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელია და მოედნის კარგი ხედვა აქვს.

ალესანდრო შიოპფი (19): ავსტრიელი ნახევარმცველი, რომელმაც გასულ სეზონში "ბაიერნის" მეორე გუნდის მაისურით რეგიონალლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

დანიელ ვაინი (19): ნიჭიერი ცენტრალური მცველი, რომელიც ტესტ-მატჩებში სოლიდურად გამოიყურებოდა, თუმცა არა იმდენად, რომ პირველ გუნდში სერიოზულ ალტერნატივად იქნას მიჩნეული.

ვლადიმირ რანკოვიჩი (20): სწრაფი და ტექნიკური მარჯვენა მცველი, რომელიც გვარდიოლამ ამხანაგურ მატჩებში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გამოსცადა.

ოლივერ მარკუტცი (18): ავსტრიელი თავდამსხმელი ბავშვთა გუნდიდან მიიწვიეს.

რიკო შტრიდერი (20): კლასიკური საყრდენი, ჩამშლელი ნახევარმცველი, რომელიც უკვე ორი წელია, რაც "ბაიერნის" მეორე გუნდში თამაშობს.

ბენო შმიტცი (18): მარჯვენა მცველი, რომელიც ბავშვთა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

რას უპირებს გვარდიოლა გომესს?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარიო გომესი დღესდღეობით ერთადერთი ბაიერნელია, რომელიც ცუდ ხასიათზეა. როგორც იცით, 27 წლის თავდამსხმელს მიუნხენიდან წასვლა უნდა, რადგან გვარდიოლა ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ აძლევს.

ცნობილია ისიც, რომ გომესი ფლორენციის "ფიორენტინას" 4-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, მაგრამ ტრანსფერი ჯერაც არ განხორციელებულა, რადგან იტალიური კლუბი "ბაიერნის" მიერ მოთხოვნილ 20 მილიონ ევროს ვერ იხდის. შესაბამისად, გომესი ჯერ კიდევ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

ამრიგად, გომესი დღესდღეობით პეპისთვის მხოლოდ და მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორია. ფაქტია, რომ მარიო გვარდიოლას გეგმებში არ მოიაზრება - პირველ ტესტ-მატჩებში გომესს არ უთამაშია. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, მარიო ვარჯიშებზე ძალიან უხასიათოდ ირჯებაო. სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა გომესს პროფესიონალიზმისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, გომესი აბსოლუტურად კორექტულად იქცევაო.

გვარდიოლას მიზანი არა მარტო ტაქტიკური და ტექნიკური მომზადება, არამედ გუნდურ სულისკვეთებაზე მუშაობაცაა. პეპმა შეკრებაზე ამიტომაც წაიყვანა ტრავმირებული ფეხბურთელები მარიო გიოტცე, ჰოლგერ ბადშტუბერი და ბასტიან შვაინშტაიგერი. არიენ რობენს, რომელიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდება, შვებულება იმის გამო გაუხანგრძლივდა, რომ ივნისის დასაწყისში ჰოლანდიის ნაკრებში იყო გამოძახებული; დანტე, ლუის გუსტავო და ხავი მარტინესი კი კონფედერაციათა თასზე თამაშობდნენ და ტრენტინოში საერთოდ არ ჩავლენ.

პისარო: ამაზე უკეთესი რა უნდა მომხდარიყო?

კლაუდიო პისარო "ბაიერნში" კიდევ ერთ სეზონს დაჰყოფს - ეს ინფორმაცია 4 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა. შვებულებიდან დაბრუნებულმა 34 წლის თავდამსხმელმა რეკორდმაისტერთან ახალ, ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"უკვე 34 წლის ვარ და "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო? დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სეზონიც შესანიშნავი იქნება," - უთხრა პისარომ "ბაიერნის" ოფიციალურ ვებგვერდს. შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერი ვეტერან ცენტრფორვარდს ორიოდე კვირის წინ შეუთანხმდა, ახლა კი კონტრაქტი ოფიციალურადაც გაფორმდა.

პისაროსთვის "ბაიერნში" ეს რიგით მერვე სეზონი იქნება. კლაუდიო რეკორდმაისტერის ღირსებას ჯერ 2001-დან 2007 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც მიუნხენი დატოვა, მაგრამ წინა სეზონში "ვერდერიდან" ისევ "ბაიერნში" დაბრუნდა და "ბაიერნთან" ერთად მოიგო როგორც ბუნდესლიგა, ისე ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასიც.

გასულ სეზონში პისარომ ბუნდესლიგაში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა - მის ანგარიშზე 6 გოლი და 7 საგოლე პასია.

კლაუდიო პისაროს "ვერდერისა" და "ბაიერნის" ფორმებით ბუნდესლიგაში 353 მატჩი აქვს ჩატარებული და 166 გოლი აქვს გატანილი. ამ მონაცემებით, ის ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერია როგორც მატჩების, ისე გოლების რაოდენობითაც.

აღსანიშნავია, რომ პისარო უკვე ესაუბრა გვარდიოლას: "პეპს ძალიან გაუხარდა, ესპანურად რომ დაველაპარაკე. მიუხედავად ასაკისა, ძალიან კარგ ფორმაში ვარ და მინდა, რომ ფეხბურთი რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო," - აცხადებს პისარო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბაიერნი": ხოსეპ გვარდიოლა ახალ ველოსიპედს იგონებს?

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
GAME OVER - მწვრთნელების ხუშტურებს შეწირული ვარსკვლავები
არიენ რობენმა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
"ფსიქოლოგიური პრობლემები გერმანიაში მქონდა. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს"
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
Marca: "ბარსელონას" მთავარი სამიზნე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცნობილია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
მიუნხენის "ბაიერნი" ჩინეთში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე მიდის
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"მოურინიო შთამბეჭდავია, მაგრამ გვარდიოლა..." - კლაუდიო პისარო
"პრესა სასტიკად მოექცა" - მარტინესმა ხავი დაიცვა
"ვერდერი" ბუნდესლიგაში დარჩა - 41 წლის პისარო პენსიაზე გავიდა
ფრანც ბეკენბაუერი: დანტე ისე თამაშობს, თითქოს სათხილამურო ფეხსაცმელი აცვია
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-20 სეზონში გაიტანა გოლი
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ხავი მარტინესი: სანშეშს საექსპონატო პენისი აქვს
ესპანეთს იტალიასთან მატჩში ხავი მარტინესი დააკლდა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ყველაზე ძვირად ღირებულ ესპანელ ფეხბურთელთა ნაკრები პოზიციების მიხედვით
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
38 წლის კლაუდიო პისარო "კიოლნში" ჩაირიცხა
პსჟ-მ "ნიცა" ნეიმარის გარეშეც გაანადგურა [VIDEO]
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
დანტეს პიკი - უბრალოდ არ შემიძლია ნაკრებს ვუთხრა, არა...
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: მომავალი "დორტმუნდისაა"
დანტე: მარიო ბალოტელი მუდამ რაღაცით უკმაყოფილოა