ქუთათურებმა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მწარე მარცხით დაიწყეს და დიდი ალბათობით, ამ ეტაპზევე დაასრულეს
ქუთაისის "ტორპედომ" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მწარე მარცხით დაიწყო და დიდი ალბათობით, ამ ეტაპზევე დაასრულა წლევანდელ ევროთასებზე გამოსვლა.

სლოვაკურ "ჟილინასთან" 4 ივლისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილებმა სამი უპასუხო გოლი გაუშვეს და საპასუხო, სტუმრად გასამართ მატჩს ინტრიგა დაუკარგეს.

თუმცა, შეხვედრის პირველი ნახევარი, მიუხედავად სტუმართა მცირე უპირატესობისა, "ტორპედოს" მშრალი ანგარიშით წაგებას თითქოს არ უქადდა.

თამაშში ანგარიშის გახსნის კარგი შანსი სტუმრებს კუთხურის გათამაშებს შემდეგ ჰქონდათ, თუმცა "ჟილინას" ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან ომარ მიგინეიშვილის კარის მიმართულებით ბურთის გაგზავნა ვერ მოახერხა.

ორ ეპიზოდში ითხოვდნენ ქუთათურები თერთმეტრიანს. პირველ ჯერზე ვაჟა ტაბატაძე დაეცა სტუმართა საჯარიმოში, თუმცა არბიტრმა "ტორპედოს" ფეხბურთელი სიმულაციისთვის გააფრთხილა.

მეორე ეპიზოდში კი, კარგ პოზიციაში მყოფ გიორგი გოროზიას სლოვაკთა მცველმა აშკარად ხელი კრა, თუმცა მსაჯმა არც ამ შემთხვევაში მიიღო მასპინძელთათვის სასურველი გადაწყვეტილება.

ამ ეპიზოდიდან მალევე გოროზიამ შორი მანძილიდან მოჭრილი დარტყმით სცადა "ჟილინას" კარის დალაშქვრა, თუმცა მეკარე მარტინ დუბრავკამ ეფექტურ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

შესვენების შემდეგ მალევე, ქუთათურებმა ორიგინალურად გათამაშებული საჯარიმო წარმოგვიდგინეს, ამის შემდეგ კი სტუმრების ჯერი დადგა. "ჟილინას" ფეხბურთელებმა ზედიზედ ორჯერ გაილაღეს შეტევის მარჯვენა ფლანგზე და ჯერ 58-ე წუთზე ტომაშ მაიტანმა დააგვირგვინა იერიში გოლით, შემდეგ კი რობერტ პიხმა - 76-ე წუთზე.

"ჟილინამ" მიგინეიშვილის კარის დალაშქვრა ერთხელაც შეძლო - მაიტანმა დუბლი 84-ე წუთზე მიითვალა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - სლოვაკთა დამრიგებლის ადრიან გულას თამაშისწინა მუქარა ახდა. "ჟილინამ" ქუთათურთა ახალგაზრდულ გუნდს იოლად აჯობა და წყვილის გამარჯვებულის საკითხი პრაქტიკულად პირველ თამაშშივე გადაწყვიტა.

beqa
miuxedavad wagebisa torpedo momewona. ase gaagrdzeled da mogebebic male iqneba. kargi bichebi izrdebian.
beqa
miuxedavad wagebisa torpedo momewona. ase gaagrdzeled da mogebebic male iqneba. kargi bichebi izrdebian.
asd
კიდე გაანახევრონ საპრიზო ფონდები რო ესენიც ვერ შეინახონ და გვეშველება მერე კიდე
Dinamo Fan
გასვლის იმედი მაინც უფრო არ მქონდა , ვიდრე მქონდა , როგორ ჩაატარებდნენ მატჩს ეს მაინტერესებდა, ჩემი აზრით მაღალ დონეზე ჩაატარეს, კარგ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ , სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში , და რასაც დავაკვირდი თითქმის ყველა ფეხბურთელს შეეძლო 2-3 კაცის მოტყუება...
RAMO
ვააა, ეს როგორ კაცო? არა მჯერაDDDD
გიორგი
სამწუხაროდ ისევ ჟურნალისტების უწიგნურობასა და უზრდელობაზე გვიწევს კომენტარის კეთება, სტატიაში ანგარიში საერთოდ არ არის მითითებული. როგორც წერთთ ისეთთივე ფეხბურთი გაქვთ, მეტს არც იმსახურებთ!
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დილა" "ჟილინასთან" სლოვაკეთში 1:5 განადგურდა [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
ჟილინა-ტორპედო 3:3 - სასარგებლო ტესტი და მცირე სარეიტინგო მონაგარი [VIDEO]
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს
"დილამ" გორში თამაში შემოატრიალა, ორრაუნდიანი ორთაბრძოლის ბედი - ვერა
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ქუთაისის "ტორპედო" კაპიტანმა დატოვა
თბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა
გიორგი გოროზია: საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა...
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გიორგი გოროზია ფინური "როპსიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
ომარ მიგინეიშვილი: პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
გიორგი გოროზია ფინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
კორონავირუსმა სლოვაკეთის შვიდგზის ჩემპიონი შეიწირა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა
"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა