ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]

ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]

ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
მოულოდნელი არაფერი მომხდარა: გუნდისგან, სადაც სეზონის წინ 20-მდე ფეხბურთელი იცვლება და ნახევრად ბავშვებით კომპლექტდება, ასეთი სამარცხვინო წაგება არ უნდა გაგვიკვირდეს.

საოცარი მხოლოდ "ტორპედოს" მწვრთნელებისა და ხელმძღვანელების ოპტიმიზმი იყო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ "ჟილინას" დამარცხება შეეძლოთ.

სამწუხაროდ, ჟილინურმა კლუბმა, რომელსაც ამ მატჩში " ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია", საკუთარი ადგილი მიგვიჩინა.

იმედია, "ტორპედოს" ფეხბურთელები სამომავლოდ დიდ ფეხბურთს ითამაშებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი საშუალოზე დაბალი დონის ევროპულ გუნდთან სათამაშოდაც არ აღმოჩნდნენ მზად. თანაც, 17-18 წლის ბიჭებისთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა სავსე ტრიბუნების ფონზე თამაში.

გუნდის წარუმატებლობა ძალიან მტკივნეულად განიცადეს ქუთაისელმა ფანებმა, რომლებიც ჯერ პირველი გოლისას შემოსწყრნენ გუნდის ხელმძღვანელობას, მატჩის დასრულების შემდეგ კი პოლიციამ და სპეცრაზმმა ძლივს მოახერხეს მათი დაშოშმინება, თუმცა ამაზე ქვემოთ...

იხილეთ ვიდეო

...გადახალისებული "ტორპედოს" მიმართ გულშემატკივართა არცთუ ოპტიმისტური დამოკიდებულების მიუხედავად, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე სლოვაკურ "ჟილინასთან" ქუთაისური გუნდის საქომაგოდ საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მივიდა. ფანებმა სტადიონზე მისვლა და საკუთარი გუნდის გამხნევება ორი საათით ადრე დაიწყეს.

შეხვედრას თან შესანიშნავი ამინდი დაერთო. გრილოდა და მინდორიც იდეალურ მდგომარეობაში იყო. მოკლედ, ყველა წინაპირობა იყო საინტერესო თამაშის გასაჩაღებლად.

მატჩის დაწყებასთან ერთად, ქუთაისელმა ფანებმა აღმოსავლეთ ტრიბუნაზე პედარტები დაანთეს და გუნდი შეძახილებითაც გაამხნევეს.

შეხვედრა ქუთაისელებმა აქტიურად დაიწყეს, საწყის წუთებში ისინი ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც შეტევებში კარგად ერთვებოდა ვაჟა ტაბატაძე.

მეტოქის კარისკენაც პირველად მასპინძლებმა დაარტყეს, მაგრამ გიორგი კუხიანიძის გასროლა კარს დიდი მანძილით ასცდა.

ქუთაისელთა მორიგი შეტევა კვლავ ტაბატაძემ გაამწვავა, იგი სისწრაფის ხარჯზე სლოვაკ მცველებს გასცდა და საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მორიგ მცველთან დუელისას წაიქცა. ქუთათურები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მატჩის ხორვატმა არბიტრმა ტაბატაძის წაქცევა სიმულაციად მიიჩნია და მას ყვითელი ბარათი აუფრიალა.

მალე სლოვაკებმაც გამოაჩინეს "კლანჭები": ქუთაისელთა დაბნეულობით მიხალიკმა ისარგებლა. მის ფლანგურ გარღვევას საჯარიმოს მისადგომებთან გადაცემა და რობერტ პიხის დარტყმა მოჰყვა, თუმცა ომარ მიგინეიშვილი უშეცდომოდ გაისარჯა.

უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. ისინი საკმაოდ მწვავედ უტევდნენ. ყველაზე სახიფათო მაბუკას ფლანგური გარღვევა იყო, როცა ის რევაზ ჩიტეიშვილს გასცდა და მეკარის ბაქანთან ტომაშ მაიტანს ჩაუწოდა, თუმცა მიგინეიშვილმა კარი დროულად დატოვა და სლოვაკთა მეგოლეს თავური დარტყმა არ დააცალა.

რაც შეეხებათ ქუთაისელებს, ისინი გადაცემების დროს ხშირად სცოდავდნენ, ზედიზედ სამი ზუსტი პასი იშვიათად თუ გამოსდიოდათ. შესაბამისად, მწვავედაც ვერ უტევდნენ, მაგრამ პირველი რეალური საგოლე მომენტი მაინც მასპინძლებმა შექმნეს.

გიორგი გოროზიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ოდნავ წინ გამოსული მარტინ დუბრავკას კარში ძლიერად დააქუხა და სლოვაკთა კიპერს ბურთის მოსაგერიებლად თავგანწირული სეივი დასჭირდა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბურთაობაში მიილია და ვერც ერთმა გუნდმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ დატოვა.

იხილეთ ვიდეო

შეხვედრის მეორე ნახევარი ტაბატაძის სახიფათო გარღვევით დაიწყო, მაგრამ ქუთაისელთა მარჯვენა მცველს კარში დარტყმა არ გამოუვიდა. მორიგი სახიფათო შეტევა ტორპედოელებმა "სტანდარტულიდან" შექმნეს, მათ შესანიშნავად გაითამაშეს ჯარიმა. ნიკა ჭანტურიამ სლოვაკებს მოაჩვენა, რომ ბურთს კარში ურტყამდა, თუმცა რევაზ ბარაბაძეს უპასა. ამან კი მერაბ გიგაური გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ამ უკანასკნელს მარტინ დუბრავკამ დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა.

ამ პერიოდში სათამაშო უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ. შეტევების გასაძლიერებლად ჟერარდ სარაგოსამ მოედანზე გიორგი ფანცულაია შეიყვანა.. გოლი კი სტუმრებმა გაიტანეს. კიდევ ერთხელ ჩავარდა ტორპედოელთა მარცხენა ფრთა, მაბუკა კვლავ უპრობლემოდ გასცდა ჩიტეიშვილს და ამჯერად მის ჩამოდებულს მაიტანმა ზუსტი თავური დარტყმა მიაყოლა.

ტრიბუნებზე შეკრებილი ფანები გუნდის თამაშით უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ და "ტორპედოს" სპონსორის მიმართ საკმაოდ უწმაწურ შეძახილებს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე განრისხებულმა ფანმა სკამებიც დაამტვრია და მათ დასაწყნარებლად აღმოსავლეთ ტრიბუნაზე პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზებაც გახდა საჭირო.

ამასობაში პიხის სახიფათო დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს და "ტორპედო" მეორე გოლს გადაურჩა.

ქუთაისელები თამაშის გამწვავებას შეეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, მეორე გოლი კი მალევე მიიღეს. მეკარესთან პირისპირ დარჩენილი მაიტანის დარტყმა მიგინეიშვილმა კი მოიგერია, მაგრამ გამოვარდნილ ბურთთან ყველაზე ახლოს პიხი აღმოჩნდა და "ჟილინას" გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს ცარიელ კარში ბურთის გატანა არ გასჭირვებია.

ქუთაისური გუნდი ბოლომდე მოიშალა. სლოვაკები, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. ბელლომ და ჩისეიმ კარგი კომბინაცია გაითამაშეს. ჩისეიმ მაიტანის მისამართით ჩააწოდა ბურთი, რომელმაც თითქმის პენალტის ნიშნულიდან მესამედ დალაშქრა მიგინეიშვილის კარი...

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ჟერარდ სარაგოსა: დღეს წავაგეთ, მაგრამ ხვალ ჩვენთვისაც ამოვა მზე

ადრიან გულა: კუხიანიძე და ტაბატაძე ყველაზე დიდ პრობლემებს გვიქმნიდნენ

თამაშის შემდეგ ვნებათაღელვამ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აგრესიული ფანები კლუბის ხელმძღვანელობის შეურაცხყოფას განაგრძობდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე ფანი დააკავეს და ვითარება ასე განმუხტეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

სირცხვილი 3:0 წაგება კი არ არის, სირცხვილი ის არის, ზესტაფონისნაირი გუნდი რომ თვალსა და ხელს შუა დაგეშლება და ბევრი სხვა კარგი გუნდიც. პირდაპირ ევროტურნირების წინ რო წავა გუნდებიდან საუკეთესო ფეხბურთელები, და ახალი გუნდები რომ იქმნება ფაქტიურად არსებული გუნდების გაძლიერებისა და შეთამაშების ნაცვლად... სანამ ასეთი პრობლემები იქნება, უბრალოდ მორალური უფლება არ გვექნება, რომ რამე სერიოზული წარმატების იმედი გვქონდეს!

• gio

ტესტ

• Ermile

გუშინ ვიყავი სტადიონზე და ყველა იმედით იყო მისულითქვა ვერ ვიტყვი მაგრამ ასეთ შედეგს არ ელოდა. სიმართლე ვთქვათ ბიჭები მოზარდები არიან და ვერ გაუმკლავდნენ გამოცდილ მეტოქეს და ფიზიკურადაც ჩამორჩნენ საქმე იმაშია რომ გუნდი პრაქტიკულად შეუთამაშებელია და თანდათან შეთამაშდებიან პატარ ბიჭები არან და კარგი გუნდი დადგება რაც შეეძლოთ არ დაიშურეს მაგრამ კლასმა და გამოცდილებამ თავის ქნა საქმე სხვა რამეში იყო ხელმძღვანელობამ დაშალა ძველი გუნდი 100% ით შეცვალა და ამიტომ ამ ბავშვებისთვის ამხელა ბრძოლა ცოტა ნაადრევი იყო დაეტოვებიათ ძველი გუნდი და ევრო ლიგის თამაშის შემდეგ გაეშვათ ასევე გულსაწყვეტი იყო გეგუჩაძის გაშვება ასევე სხვა ადმინისტრაციის უხუცესი თანამშროლების უმადურად გაყრა არის გულშემტკივრების გულის წყდომის მიზეზი. მე მგონია და ვიმედოვნებ რომ ეს ბიჭები იტყვიან სათქმელს მათ შეთამაშება და სწორი გაზრდა ჭირდება მე ამ ბავშვებს მადლობას ვეტყვი იმ თავდავდადებული თამაშისთვის რაც ითამაშაეს მათ უბრალოდ კლასი და გამოცდილება ასევე შეთამაშებულობა არ ეყოთ ახალგაზრდული ენერგიული გუნდია და დადგება კიდეც კარგი გუნდი

• levani

vgmobt dzaladobaso roidzaxit dagmet exla

• levani

ვგმობთ ძალადობასო რო იძახიტ დაგმეთ ეხლა და პასუხგებაში აიყვანეთ ეგ მილიციელი

• levani

რო იძAხიან ვგმობთ ძალადობასო...ამაზე შს მინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი და მოთხოვოს იმ მილიციელსპასუხი რატო ურტყამს 16წლის ბავშვს... ეგ შეილება ამხელა კაცი როგორ გამეტებიტ ურტყამს. ამოიგეთ ეხლა ხმა ყველამ

• თეიმურაზ

ძალიან ნიჭიერი,ტეცნიკური ბიჭებით დაკომპლეცტებული გუნდია,ერთად ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ერთ ქართულ გუნდში არც მინახავს. საქმეს მიხედეთ.ნუ წივიხართ და კივიხართ.

• temuri

ძალიან ნიჭიერი,ტექნიკური,ბიჭები არიან.ძალიან სიმპატიური გუნდია და მიხედეთ,ნუ წივიხართ და კივიხართ.

• RAMO

ეს რა ბიზნესია? სამი წელი ფულს დებდი გუნდში და ერთ დღეს ჩაანაცვლე მეორე ლიგის გუნდით. ვისოლი ვინ ჭკვიანმა მოგაწოდათ ეს ბიზნესგეგმა? გასაგებია ფული გაგიჭირდათ, მაგრამ ხომ შეიძლება პარტნიორების მონახვა? ან რაღაც წილის ვინმეზე შეთავაზება, გუნდის გადარჩენის ფასად. ხომ მისცეს უფასოდ ფიფიას დინამო პატარკაციშვილის ოჯახმა? დაგეთმოთ ვინმესთვის თუნდაც წილის ნახევარი. თქვენ გგონიათ ახალგაზრდები გაიზრდებიან და ფულს იშოვით? ესე ვერ გაიზრდებიან. უცებ მეორე ლიგის დონიდ გუნდი გახდა ევროსაგზურის მფლობელი. მაგარი კონკურენციაა, მაგარი "სტიმული".

• dato

როგორც ჩანს ტორპედოში გადაწყვიტეს, სარფიანი გახადონ ფეხბურთი და ნაკრების ბავშვები ცოტა ხანში გაყიდონ და ფული იშოვონ... ვაი თქვენს პატრონს უბედურს, გახსენით თქვენი სკოლა ისეთი რომ თვითონ გაზარდოთ პატრიოტი ნიჭიერი ტორპედოელები, ახალი ასათიანები, იმედაძეები, ახალკაცები და ასე შემდეგ რომ მერე ფულიც იშოვოთ, თავმოყვარეობაც შეინარჩუნოთ და გულშემატკივარსაც პატივი სცეთ. მანამდე კი რაც გყავდათ იმისთვის მიგეხედათ, რომ სტიმული ყოფილიყო გუნდი ქალაქის ცხოვრებაში...

• PARFIUMER

მაგ ბიჭებს ყველა პატივს ვცემთ და ვაფასებთ, ფეხბურთელებზე არ არი საქმე... საქმე ასეა ვისოლმა რომ დაიწყო ტორპედოს დაფინანსება თქვეს რომ ააშენებდენ გუნდს, დასახეს ხუთ წლიანი გეგმა, მოიყვანეს მწვრთნელი, ფეხბურთელები და დაიწყეს... მერე? ორ წელში დაიშალა ის ხუთწლიანი გეგმა და დაისახა ახალი... აცალეთო, ვინ უშლის ხელს ან ვინ არ აცლის, პროსტა თუ დაიწყებენ დაამთავრონ, თუ არა და თქვან რომ იქნება ისე როგორც სხვაგან, დავიშლებით და ავიწყობით ყოველ წელს და არ მოთხოვს არავინ არაფერს..

• Gogita

რა ვისოლის წასვლა ეს ღლაპები არიან თავში რომ უქრით რა იციან ფეხბურთის საერთოდ ან ამ ცხოვრებაში რა ხდება? სპონსორს ეუბნები წადიო და მოკვდეს გუნდიო?

• iorkezi

კაი რა ძამა თქვენ ნამდვილად არ გაქვთ სალაპარაკო სტაბილურად მოთამაშე გუნდი გყავთ სპონსორიანი და ნუ დაიჩემებთ რო ფულს არ ხარჯავენო რა ფულს არ ხარჯავენ აბა ვინ ხარჯავს ფულს რიგითი გულშემატკივარი? ჩვენი გუნდი გურია გადავიდა უმაგლეში და უფულობის და უსპონსორობის გამო 5 ივლისია დგეს და არც შეკრებილან თქვენთან ეგრე კაი ხანია არ ხტება.აცადეთ მაგ ბავშვებს ზოგი შეიდზლება ხვდება და ზოგი ვერა ძალიან მაგარი ბიწები გყავთ ქართული ფეხბურთის მომავლები არიან ზალიან მაგარი ინდივიდვალისტები და ტექნიკურები უბრალოდ გამოცდილება სჭირდებატ ბავსჰვები არიან.თქვენიც მესმის 100% ით

• lado

ასეთ დაფინანსებას და ასეთი გუნდის ყოლას ჯობია მეორე ლიგაში იყვნენ და გვეცოდინება მაინც რო ქუთაიში მოკვდა ფეღბურთი რაც თქვენ იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ რაის ფულს ხარჯავენ ტლიკინის მეტს არაფერს არ აკეთებენ ფეხებზე კიდიათ ხალხიც ქუთაისიც და ფეღბურთიც

• otari

ese dzan rom gindat visolis casvla ra eshveleba mere torpedos ???ikneba rigiti gundi kovel cels daelodeba dafinansebas egre gindat???acadet ra am xalxs stabiluri gundi mainc gkavt!!!stadioni gaaketes baza gaaketes zogs magisi anxevaric araak mere ijekit da ilocet umagleshi adgili sheinarchunot!!! afinanseben da gachumdit kai bijebi gkavt gundshi didi momavali akvt !!

[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან

[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას

დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]

"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია

თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება

ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ქუთაისის "ტორპედო" კაპიტანმა დატოვა

თბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა

გიორგი გოროზია: საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა...

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

გიორგი გოროზია ფინური "როპსიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა

ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

ომარ მიგინეიშვილი: პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი

ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

გიორგი გოროზია ფინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა

გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!

ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე

მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ

10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა

"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა