სერია A. XI ტურის წინასამატჩო მიმოხილვა

მომდევნო უქმეებზე მილანური დერბი შედგება და ამ მართლაც დიდ მატჩზე იტალიურ საფეხბურთო სამყაროში აქედანვე საუბრობენ. თუმცა, იქამდე ერთი სრული ტურია გასამართი და ჯერ, უმჯობესია სწორედ ამ მატჩების წინასიტყვაობა ვთქვათ. ტურის ცხრა შეხვედრა დღეს შედგება, ერთი კი ხვალ და აბსოლუტურად ყველა თამაში თბილისის დროით გვიან ღამით დაიწყება. ამ ტურში გრანდთა დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ, თუმცა რამდენიმე მეტად საინტერესო შეხვედრა გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს “მილანი” - “პალერმოს” ჯახი იწვევს, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, იქამდე კი “იუვენტუსის” მატჩზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

ბრეშა-იუვენტუსი

“ვეკია სენიორამ” სერია A-ში ბოლო ორი თამაში მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა. თანაც, ეს ყველაფერი რამდენიმე დავაშებული ფეხბურთელის და მილოშ კრასიჩის დისკვალიფიკაციის ფონზე მოხდა. “იუვე” “ბრეშას” შეეტოქება, გუნდს, რომელმაც წინა ტურში ყველასათვის მოულოდნელად “ინტერს” დააკარგვინა ქულები. ვნახოთ, მოახერხებენ თუ არა იგივეს “იუვესთან” პაექრობაში, თანაც ტურინელებს კვლავაც სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ: მართალია, კრასიჩმა დისკვალიფიკაცია მოიხადა, მაგრამ ვარჯიშისას დაშავდა და ვერც “ბრეშას” წინააღმდეგ ითამაშებს - ისევე როგორც ფელიპე მელო და პაოლო დე ჩელიე. სამაგიეროდ, სრულ მზადყოფნაში არიან ალესანდრო დელ პიერო და ფაბიო კვალიარელა - ლუიჯი დელ ნერი ამჯერადაც მათზე გააკეთებს აქცენტს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბრეშა (4-3-2-1): არკარი - ბერარდი, ძებინა, მარტინესი, დალამანო - ჰეტემაი, კორდოვა, ვასი - დიამანტი, ედერი - კარაჩოლო.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, ბონუჩი, კიელინი, გროსო - პეპე, აკვილანი, სისოკო, მარკიზიო - დელ პიერო, კვალიარელა.

ლეჩე-ინტერი

“ინტერს” კრიზისი აქვსო - წერენ იტალიელი ჟურნალისტები და აქვთ კიდეც ასეთი მოსაზრების დაფიქსირების საბაბი. რაფაელ ბენიტესის გუნდმა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე შეირცხვინა თავი, შემდეგ კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვერც “ბრეშას” მოუხერხა ვერაფერი. ბოლო წლებში, ასეთ რამეს “ნერაძურის” გულშემატკივრები ჩვეულნი არ არიან და ბუნებრივია, ესპანელი მწვრთნელი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. კრიტიკოსთა გასაჩუმებლად “ლეჩეს” დამარცხებაა საჭირო, გუნდის, რომელიც ტრადიციულად შემტევ, ღია და შეიძლება ითქვას, არაიტალიურ ფეხბურთს თამაშობს. ეს ტრადიცია თავის დროზე ზდენეკ ზემანმა დაამკვიდრა და მას შემდეგ, “ლეჩე” თითქოს არ იცვლება. მიმდინარე სეზონში არაერთხელ წააგო დიდი ანგარიშით და გაშვებული გოლების რაოდენობით “ბარის” შემდეგ, ბოლოს წინა ადგილზეა. თუმცა, სამი მატჩი აქვს მოგებული და ჯერჯერობით, გასავარდნ ზონაში არ არის. მოკლედ, “ლეჩე” ისეთი გუნდია, შეიძლება შერცხვეს და ნურც ის გაგვიკვირდება თუ სენსაციას გამოაცხობს. ერთი სიტყვით, წინ საინტერესო თამაში გველის, მითუმეტეს, “ინტერს” ნელნელა უბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები, რაც რაფაელ ბენიტესს კარგ გუნებაზე აყენებს. ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ დიეგო მილიტო, ვისაც უკნიდან გორან პანდევი, ვესლი სნეიდერი და სამუელ ეტოო დაეხმარებიან. ეს უკვე ის კვარტეტია, რომელმაც გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო და ალბათ, ასეთი ფორმაციის “ნერაძურის” წარმატებით ასპარეზობის მეტი შანსი აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ლეჩე (4-3-2-1): როზატი - რისპოლი, ფერარიო, ჯულიატო, მესბაჰი - მუნარი, ჯაკომაცი, ვივესი - ოლივეირა, პიატი - კორვია.

ინტერი (4-2-3-1): კასტელაცი - სანტონი, ლუსიო, კორდობა, კივუ - ძანეტი, სტანკოვიჩი - პანდევი, სნეიდერი, ეტოო - მილიტო.

ჩეზენა-ლაციო

ფანტასტიკური სეზონი “ლაციომ” დერბიში მარცხით შებღალა, რასაც კლუბის მწვრთნელ-ფეხბურთელთა არც თუ ღირსეული განცხადებები მოჰყვა. გუშინდელ ნომერში გამცნეთ თუ როგორ გადააბრალა წაგება ედუარდო რეიამ მთავარ მსაჯს და ფაქტობრივად, ამით პასუხისმგებლობა აიცილა თავიდან. მწვრთნელს ფეხბურთელებმაც აუბეს მხარი და ამ ყველაფერმა იტალიური საფეხბურთო სამყაროს გაღიზიანება გამოიწვია. დიახ, ბოლო დღეებში რეიას და ფეხბურთელების მისამართით არაერთი სალანძღავი სიტყვა გაისმა და არა იმიტომ, რომ “ბიანკოცელესტემ” დერბი წააგო, არამედ იმიტომ რომ ამ გუნდს მარცხის ღირსეულად მიღება არ სცოდნია - ეს აპენინელი ჟურნალისტების სიტყვებია.

მოკლედ, “ლაციოს” სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე და ამისთვის “ჩეზენას” დამაჯერებელი დამარცხებაა საჭირო. დიახ, “ლაციალეს” “ჩეზენასთან” მოუწევს შეტოქება, გუნდთან რომელმაც სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა დღეს სატურნირო ცხრილის ფსკერზე განისვენებს. “ჩეზენელებს” დიდი ხანია აღარ მოუგიათ და შეეცდებიან ნავსი ჩემპიონატის ლიდერთან გატეხონ. მისია ურთულესია, თუმცა თუ გუნდის მთავარ მწვრთნელს დავუჯერებთ, “ბიანკოჩელესტეს” დამარცხება სავსებით რეალურია. მოტივაცია მართლაც დიდი აქვთ და ვნახოთ, წესით ფიცხელი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

თუ “გაძეტა დელო სპორტს” დავუჯერებთ, ედუარდო რეია 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე სერჯო ფლოკარის გაამწესებს. მის უკან შემდეგი სამეული გაირჯება: სტეფანო მაური, მაურო სარატე და პასკუალე ფოჯა. ძალიან საინტერესო ამბავია, რადგან მაური აქამდე საყრდენად თამაშობდა, სარატე რეზერვში იყო და მხოლოდ ანტრაქტის შემდეგ თუ ერთვებოდა თამაშებში, ფოჯა კი საერთოდ ღრმა თადარიგში გახლდათ. ანუ, რეია ცვლილებებს ამზადებს და ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ეს ყველაფერი.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩეზენა (4-3-2-1); ანტონიოლი - ჩეკარელი, ფონ ბერგენი, ბენალოუანე, ლაურო - შელოტო, აპია, პაროლო - ჯაკერინი, ხიმენესი - ბოგდანი.

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ - ლედესმა, მათუზალემი - სარატე, მაური, ფოჯა - ფლოკარი.

მილანი-პალერმო

“მილანს” დაცვაში უჭირს, რადგან ერთბაშად რამდენიმე უკანახაზელია დაშავებული. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდეც მათი გვარები: მასიმო ოდო, დანიელე ბონერა, ტიაგო სილვა, მარეკ იანკულოვსკი, ოგუჩი ონიევუ. გამომდინარე აქედან, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ “პალერმოსთან” პაექრობისთვის ძირითად შემადგენლობაში მარიო იეპესი მოიაზრება. ვეტერანი მცველი ალესანდრო ნესტას შეუწყვილდება, ფლანგებზე კი სავარაუდოდ ინაციო აბატე და ჯანლუკა ძამბროტა გაირჯებიან. დისკვალიფიცირებულია ჯენარო გატუზო და მის ნაცვლად ძირითადში კევინ პრინც ბოატენგი იასპარეზებს. რაც შეეხება შეტევის ხაზს, “გაძეტამ” კვლავ თადარიგისთვის გაიმეტა რონალდინიო, სასტარტოში კი ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ალეშანდრე პატოს ვიხილავთ. გამთამაშებელი კლარენს ზეედორფი იქნებაო წერენ და ვნახოთ, გამართლდება თუ არა ეს პროგნოზი. გასულ ტურში “მილანი” მეორე ადგილზე გადავიდა და გარდა იმისა, რომ უპირველეს კონკურენტს, “ინტერს” გადაასწრო, ლიდერ “ლაციოსაც” ერთი ფეხის ნაბიჯზე მიუახლოვდა. მილანელები გალიდერების მოლოდინში არიან, ამისთვის კი “ლაციოს” წაფორხილებასთან ერთად, “პალერმოს” ძლევაა საჭირო.

სიცილიელებს ფაბრიციო მიკოლი დაუბრუნდათ და ეს უკვე დიდი ამბავია. მის გარეშე “პალერმო” დაობლებულ გუნდს გავდა და ვფიქრობთ, რომ ფაბრიციოსთან ერთად კუნძულელები გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ითამაშებენ. სწორედ ამის შესახებ გააკეთა განცხადება გუნდის თავკაცმა დელიო როსიმ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკოლი ძირითად შემადგენლობაში იქნება. მართალია, ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ახლადგამოჯანმრთელებულიც კი ალბათ ყველაზე სახიფათო მოთამაშეა მილანელი მცველებისთვის. ვნახოთ, წინ მართლაც საინტერესო ჯახი გველის.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, იეპესი, ძამბროტა - ბოატენგი, პირლო, ამბროზინი - ზეედორფი - პატო, იბრაჰიმოვიჩი.

პალერმო (4-3-1-2): სირიგუ - კასანი, მუნოზი, ბოვო, ბალცარეტი - მილიაჩო, ბასინოვიჩი, ნოჩერინო - პასტორე - მიკოლი, პინილია.

რომა-ფიორენტინა

ორიოდე სიტყვა “რომა”-“ფიორენტინას” დაპირისპირებაზეც ვთქვათ. “ჯალოროსიმ” ბოლო ორ პაექრობაში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა და სატურნიროსთან ერთად, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გაიუმჯობესა. დღეს ყველა იმაზე საუბრობს, რომ რომაელებმა კრიზისი დაძლიეს და აღმავლობის გზას დაადგნენ. ბოლო დროს, პროგრესი აქვთ ფლორენციელებსაც, რაც სატურნირო ცხრილზეც შესაბამისად აისახა. ერთ დროს გასავარდნ ზონაში მყოფი “ვიოლა” უკვე მეთერთმეტე ადგილზეა და თანაც, ეს ყველაფერი უამრავი დაშავებული ფეხბურთელის ფონზე მოხერხდა. “ფიორენტინას” გულშემატკივრებისთვის ერთი ძალიან კარგი ამბავი გვაქვს - ადრიან მუტუ ბრუნდება და თუ “გაძეტა დელო სპორტს” დავუჯერებთ, ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს. ვერ გეტყვით, როგორ ფორმაშია რუმინელი, თუმცა მისი კლასი “ვიოლას’ ნამდვილად წაადგება.

სანამ “რომასა” და “ფიორენტინას” სავარაუდო შემადგენლობებს გადახედავთ, გამცნობთ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით “ჯენოა” თავის პირველ შეხვედრას “ბოლონიასთან” გამართავს, კახა კალაძე კი სასტარტო თერთმეტყეულში მოიაზრება.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - სისინიო, ნ. ბურდისო, მექსე, რიისე - დე როსი, პისარო, პეროტა - სიმპილისიო - ტოტი, ვუჩინიჩი.

ფიორენტინა (4-2-3-1): ბორუცი - კომოტო, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - სანტანა, დონადელი - მარკიონი, მუტუ, ვარგასი - ჯილარდინო.

სერია A. XI ტურის წინ

დღეს:

მილანი-პალერმო 23.45

რომა-ფიორენტინა 23.45

ბრეშა-იუვენტუსი 23.45

კალიარი-ნაპოლი 23.45

კატანია-უდინეზე 23.45

ჩეზენა-ლაციო 23.45

კიევო-ბარი 23.45

ჯენოა-ბოლონია 23.45

ლეჩე-ინტერი 23.45

ხვალ:

პარმა-სამპდორია 23.45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლაციო 10 7 1 2 13-8 22

2. მილანი 10 6 2 2 17-10 20

3. ინტერი 10 5 4 1 12-5 19

4. იუვენტუსი 10 5 3 2 21-11 18

5. ნაპოლი 10 5 3 2 17-11 18

6. სამპდორია 10 3 6 1 11-8 15

7. რომა 10 4 3 3 11-12 15

8. პალერმო 10 4 2 4 16-13 14

9. კიევო 10 4 2 4 11-10 14

10. უდინეზე 10 4 2 4 9-11 14

11. ფიორენტინა 10 3 3 4 10-10 12

12. კალიარი 10 2 5 3 11-9 11

13. კატანია 10 2 5 3 11-9 11

14. ჯენოა 10 3 2 5 8-11 11

15. ბოლონია 10 2 5 3 10-14 11

16. ლეჩე 10 3 2 5 7-17 11

17. ბრეშა 10 3 1 6 9-12 10

18. პარმა 10 1 5 4 6-10 8

19. ჩეზენა 10 2 2 6 7-14 8

20. ბარი 10 2 2 6 9-18 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!