წარმოგიდგენთ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელმაც ახლახან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მიანიჭა
დოსიე

თემურ მარკოზაშვილი

დაიბადა: 1994 წლის 9 აგვისტოს მატაანში, ახმეტის რაიონში

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

სიმაღლე: 177 სმ

წონა: 67 კგ

საკლუბო კარიერა

2010-2011 - თბილისის "მერანი"

2011 - ქუთაისის "ტორპედო"

სანაკრებო კარიერა

U17. 7 მატჩი

U19. 5 მატჩი

სანაკრებო დებიუტი: ევროპის U-17 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

18.10.10 საქართველო 2:1 პოლონეთი

ვისაც ქუთაისის "ტორპედოს" დუბლშემადგენლობის, ან 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების თამაშები უნახავს, აუცილებლად დაამახსოვრდებოდა ეს ტექნიკური, ვერ1ცხლისწყალივით მოძრავი და ძალიან საინტერესო ნახევარმცველი.

თემურ მარკოზაშვილმა 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატამდე ლამის ყველა შეხვედრა ჩაატარა, ელიტ რაუნდზე ბელგიასთან ბოლო დაპირისპირების გარდა - ისიც ორი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვა.

მატაანიდან დაწყებული გზა

ახმეტის რაიონის სოფელ მატაანში დავიბადე და ფეხბურთზეც 7 წლის ასაკში იქ შევედი. პირველი მწვრთნელი ლევან ნონიაშვილი იყო.

ერთი წლის შემდეგ ახმეტაში გადავედი. სხვადასხვა პერიოდში იქ რამდენიმე მწვრთნელი მავარჯიშებდა - გია ვალაშვილი, გელა ობოლაშვილი, ნიკა ფედოტოვი. ბოლოს, მამამ ამჯობინა, რომ 4 წლით უფროსებში ბადრი ბეწუკელთან გადავსულიყავი, ასე უფრო გაიზრდებიო.

13 წლისა თბილისში წამომიყვანეს - აქეთ მაინც ბევრად უკეთესი პირობები იყო და კარიერის აწყობის შანსი მქონდა. "მერანის" საფეხბურთო სკოლაში გურამ ბარამიამ გამსინჯა და დამტოვა.

მამის ვარჯიშები

ასე მგონია, ფეხბურთელის ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდ გავლენას მაინც მამა ახდენს. ასე იყო ჩემს შემთხვევაში - მამა, ზაზა მარკოზაშვილი ყოფილი მეკარეა და რა თქმა უნდა, ფეხბურთი უზომოდ უყვარდა. ჩემი დაინტერესება რომ შენიშნა, თავისუფალ დროს სულ სტადიონზე დამატარებდა და მავარჯიშებდა.

ახლაც, როდესაც ერთად ვართ, სულ შეცდომებზე მითითებს და მიხსნის, რა და როგორ სჯობია.

ნაკრებში შეცვლილი პოზიცია

თავიდან თავდამსხმელი ვიყავი. კარგად მახსოვს, "მერანი" ელიტ ლიგაში გამოდიოდა, როდესაც 20 შეხვედრაში 52 გოლი გავიტანე და ბომბარდირი გავხდი. მერე რეგიონული ლიგის გუნდში გადამიყვანეს - ნაკრებში სწორედ იმ პერიოდში მიმიწვიეს.

"მერანის" შეხვედრას კობა ჟორჟიკაშვილი დაესწრო, რომელიც მაშინ 17-წლამდელებისთვის ფეხბურთელებს არჩევდა. შეკრებაზე მიმიწვია, მერე სინჯებიც წარმატებით გავიარე, გუნდში ამიყვანა და შესარჩევ ციკლშიც მათამაშა და ელიტ რაუნდშიც.

თუმცა, იქ ბევრი კარგი თავდამსხმელი იყო, მე ნახევარდაცვაში დამხია და მას შემდეგ ნაკრებებში სულ შემტევ ნახევარმცველად მათამაშებდნენ.

საკლუბო კარიერა

"მერანმა" ბევრი რამ შემძინა. გუნდი რეგიონულ ლიგაში გამოდიოდა და დიდების ფეხბურთში პირველად 15 წლის ასაკში ვითამაშე. იქ ისეთი გამოცდილება მივიღე, რომლის შეფასებაც შეუძლებელია.

ქუთაისის "ტორპედოში" 2011 წელს ამიყვანეს და თავიდან დუბლებში გიორგი სუხიაშვილთან ვვარჯიშობდი. მთავარი მწვრთნელები გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე იყვნენ, რომლებმაც ძირითადში გადამიყვანეს, მთავარ გუნდში კი საბოლოოდ გია გეგუჩაძემ დამტოვა.

ახლა ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგაზე თამაშობს და დიდი სურვილი მაქვს, რომ ადგილი დავიმკვიდრო.

ევროპა და საქართველო

ჩვენ ნაკრებში ნიჭიერი ფეხბურთელების თაობაა. ბიჭებს თავიდან ეტყობოდათ, ბევრის მიღწევა რომ შეეძლოთ. ასეც მოხდა, ორჯერ გავედით ელიტრაუნდში.

მაგრამ გია ცეცაძემ გუნდს სხვა სული ჩაბერა, შემტევი ფეხბურთი გვათამაშა და უფრო თავდაჯერებულებიც გაგვხადა. ცეცაძე ჯერ კიდევ გორის "დილაში" მუშაობდა, როდესაც ასეთი ფეხბურთის სიყვარული გამოავლინა. ეს სტილი საჩვენო გამოდგა და მეტოქეებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - ეტყობა, ფრთხილ და შეშინებულ ქართველებს ელოდნენ და აბსოლუტურად საპირისპირო გუნდი რომ ნახეს, ამან მათზე ცუდად იმოქმედა.

შევეცდებით, ევროპის ჩემპიონატზეც კარგი ფეხბურთი და ქვეყნის ნამდვილი სახე ვაჩვენოთ. მეორე სტიმული კი ისა, რომ თითეულმა ჩვენგანმა თავი კარგად წარმოაჩინოს და იქნებ, ცნობილი კლუბები დავაინტერესოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!

[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ

[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ

[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა

[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?

[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი

[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება

[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?

[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ

[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!

გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია

16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
სამტრედია-ზირე 3:1 - გამარჯვება აზერბაიჯანელებთან
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
საბურთალო-სამტრედია 1:2 - რიგითზე უფრო ფასეული გამარჯვება [VIDEO]
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: სენსაცია მესამელიგელისგან! [VIDEO]
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე გამარჯვებული გაემგზავრა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ლაშა ჯაკობია: ამიტომაც მგონია, რომ "კოლხეთი" ქულებს იოლად არავის დაუთმობს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს