სკოპიეში ამ უქმეებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირით დასრულდება ევროპის პირველობა ახალგაზრდებს შორის
სკოპიეში ამ უქმეებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირით დასრულდება ევროპის პირველობა ახალგაზრდებს შორის.

6 ივლისს 50, 60, 74 და 96 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ ანუ ჩვენგან ნიკა ტატუაშვილი (50), შოთა ფარტენაძე (60), ლაშა გიგაშვილი (74) და როლანდ ანდრიაძე იასპარეზებენ.

ამ გუნდში ოთხივე მათგანი დებიუტანტია, თუმცა ჭაბუკებშიც ამ რანგის შეჯიბრებებში მხოლოდ ფარტენაძეს და გიგაშვილს უჭიდავიათ, რომლებიც ევროპულ ბრინჯაოსაც ფლობენ.

არ ვამტკიცებთ, რომ ამ კვარტეტიდან მედლებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩვენი მთავარი "დამრტყმელი ძალა" 7 ივლისს იჭიდავებს: ბექა ბუჯიაშვილი (55), დავით ბუზიაშვილი (66), ლევან გოგრიჭიანი (84) და გენო პეტრიაშვილი (120).

ამათგან ბუზიაშვილი და გოგრიჭიანი ჭაბუკებში ევროპის ბრინჯაოს მედალოსნები არიან, ბუჯიაშვილმა და გოგრიჭიანმა შარშან ახალგაზრდულ გუნდშიც იასპარეზეს, მაგრამ გუნდის უდავო ლიდერი მაინც პეტრიაშვილია - ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებულ მედლებს თავი რომ დავანებოთ, ის მარტში უფროსებში გახდა ევროპის მესამე პრიზიორი, ხოლო ახალგაზრდებში, დიდი ხანია, ყველას უგებს და წინ ვერავინ უდგება.

დიდი ხანია, სპორტული დაოსტატების მხრივ ახალგაზრდული შეჯიბრებები მისთვის არაფრისმომცემ ტურნირებად იქცა, იმდენად დიდი უპირატესობით ამარცხებს ყველას.

იმედია, ეშმაკი მაინცდამაინც ახლა არ გააქტიურდება (მოგეხსენებათ ანდაზა - ეშმაკს არ სძინავს) და პეტრიაშვილი მორიგ ტიტულს მოიპოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ბექა ბუჯიაშვილმა ბულგარეთის ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]
ჭიდაობა. გერმანული ბუნდესლიგა: ქართველები აქაც იგებენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ირაკლი მწითურმა ვერცხლის, ნიკა კენჭაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ბექა ბუჯიაშვილი ფინალში გავიდა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]