"ბორუსია" - არგუმენტები? რამდენიც გენებოთ!
რვა წელია, დორტმუნდში მაგიური სიტყვა Meisterschaft (ჩემპიონობა) ხმამაღლა არავის უხსენებია, სტადიონებზე სკანდირებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გასულ უქმეებზე კი, ჰანოვერში ჩასულმა 10 000-მა დორტმუნდელმა ფანმა მატჩის მიწურულს ვნებიანად შემოსძახეს: Mmmmmeisterschaaaaaft. ფეხბურთელებს გულები აუჩუყდათ, მწვრთნელ იურგენ კლოპს კი ამჯერად სულ სხვანაირად უბრწყინავდა თვალები. „ბორუსიამ“ 4:0 მოიგო, ლიდერობა კიდევ უფრო მეტად განიმტკიცა და მიუხედავად ამისა, მეორე დღეს გუნდში ყველა უარყოფდა იმას, რომ BVB -ს მიზანი ბოლოს და ბოლოს, რვა წლის შემდეგ, ისევ გერმანიის ჩემპონობაა.

„ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ ახლა მხოლოდ მომვდენო, „ჰამბურგთან“ მატჩზე ვიფიქრებთ და არაფრისდიდებით სხვა რამე-რუმეებზე, მით უმეტეს გერმანიის ჩემპიონობაზე, რადგან ჯერ მხოლოდ სეზონის ერთი მესამედია გასული,“ - თქვა ორშაბათს „დორტმუნდის“ მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ.

ცხადია, ბოსს ფეხბურთელებიც მაშინვე აჰყვნენ. მაგალითად, მეკარე რომან ვაიდენფელერმა თქვა, ამ სეზონს ჯერჯერობით „ძალიან მაგარ სეზონს“ ვუწოდებ, სხვა დანარჩენს კი დრო გვიჩვენებსო. „გერმანიის ჩემპიონობაზე მხოლოდ მაშინ და იმ შემთხვევაში ავლაპარაკდები, თუ ბოლო ტურის წინაც პირველ ადგილზე ვიქნებით და მეორე ადგილზე მყოფ გუნდთან მინიმუმ ოთხქულიანი უპირატესობა გვექნება,“ - აღნიშნა ვაიდენფელერმა.

„ბორუსია“ მოქმედ ჩემპიონ „ბაიერნს“ ახლა 12 ქულით უსწრებს და იმედია, არ გიკვირთ, საზომად ისევ რეკორდმაისტერი რომ ავიღეთ და არა მეორე ადგილზე მყოფი „მაინცი“. არც დორტმუნდელთა მიდგომაა გასაკვირი - გერმანიაში „ბაიერნის“ გარდა, ჩემპიონობაზე ხმამაღლა არცერთი გუნდის ფეხბურთელები და შეფები არ ლაპარაკობენ ხოლმე. „ვერცხლის სინზე“ საუბარი მხოლოდ მაშინ იწყება, თუ ამა თუ იმ გუნდის ჩემპიონობის პერსპექტივა ძალიან რეალური ხდება ხოლმე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დორტმუნდელები ვერსად გაექცევიან იმ ფაქტს, რომ „ბორუსია“ გერმანიაში დღესდღეობით საუკეთესო გუნდია. არგუმენტები? რამდენიც გინდათ: BVB -ს ბუნდესლიგაში ათმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (სულ კი 11 ტურია ჩატარებული); ცხრა მოგება, ერთი ფრე; „ბორუსიას“ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (27) და ყველაზე ცოტა გასვებული (7); დორტმუნდელებმა განვლილ თერთმეტ ტურში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი (103) შექმნეს; „ბორუსიას“ ყველაზე სახიფათო ნახევარმცველები ჰყავს (17 გოლი, 20 საგოლე პასი); სათადარიგო ფეხბურთელები ყველაზე ხარისხიანები არიან - მე-4 და მე-5 „ჯოკერ-გოლები“ „ჰანოვერთან“ (ლევანდოვსკი, ბლაშჩიკოვსკი).

გერმანიაში ახლა ყველა 21 წლის შინჯი კაგავაზე ლაპარაკოვს - იაპონელმა ჰანოვერში კიდევ ერთხელ „ჩართო ტურბო“ და 690-წუთიანი უგოლო სერიაც შეწყვიტა, რის გამოც, თურმე სულაც არ ნერვიულობდა. კლოპს უთქვამს, ნუ გეშინია, კარისკენ ურტყიო, იაპონელმაც დაარტყა და ისევ გაიტანა.

„ჰანოვერთან“ მატჩის შემდეგ უკმაყოფილო არც 22 წლის ნური შაჰინი იყო, რომელმაც „წითლების“ მეკარე ფლორიან ფრომლოვიტცს პენალტი ვერ გაუტანა. თურქს უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, რადგან ბოლო ორ კვირაში მეორე თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

მატჩის შემდეგ კი კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ დამტკიცდა, რომ „დორტმუნდს“ შესანიშნავი, ყველასგან განსხვავებული მწვრთნელი ჰყავს. იურგენ კლოპმა თქვა, სანამ „ბორუსიას“ მწვრთნელი ვარ, თერთმეტმეტრიანებს მხოლოდ ნური შაჰინი დაარტყამსო. შესაძლოა, იმიტომაც, რომ შაჰინის პოტენციურმა ალტერნატივებმა, ლუკას ბარიოსმა და რობერტ ლევანდოვსკიმ ბოლოს თურქზე უარესი ქნეს - „ოფენბახთან“ გერმანიის თასის მატჩის თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტები ორივე მათგანმა გააფუჭა, BVB -მ კი 2:4 წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის