უეფას შტაბბინაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

გუშინ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. უპირველეს ყოვლისა, ჯგუფების შემადგენლობებს გავეცნოთ.

A ჯგუფი: დანია, შვეიცარია, ბელარუსი, ისლანდია.

B ჯგუფი: უკრაინა, ჩეხეთი, ესპანეთი, ინგლისი.

წილისყრის ცერემონიალს 21-წლამდელთა წინა ჩემპიონის, გერმანიის თავკაცი ჰორსტ ჰრუბეში და დანიის "ოქროს თაობის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ფლემინგ პოულსენი უძღვებოდნენ. ეს უკანასკნელი ჩემპიონატის ელჩად აირჩიეს. ფინალური ეტაპი რვა გუნდის მონაწილეობით მომავალი წლის 11-25 ივნისს დანიაში გაიმართება. მატჩები ოლბორგში, ორჰუსში, ჰერნინგსა და ვიბორგში ჩატარდება.

ჰრუბეშმა დანიელთა წინააღმდეგ კომპლიმენტები არ დაიშურა. "ეს ნამდვილი საფეხბურთო ქვეყანაა, დარწმუნებული ვარ, დანია ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უმაღლესი დონის ფეხბურთს ველი", - თქვა მან.

ერთი შეხედვით და გუნდების სახელების მიხედვით, მეორე ჯგუფი პირველზე ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ ამის ხელაღებით მტკიცებაც არ შეიძლება - შვეიცარია ხომ ამ ასაკში ყოველთვის ძალიან ძლიერია, რაც საკუთარ თავზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმაც გამოსცადა. ფინალურ ეტაპზე დამაჯერებლად გავიდნენ ბელარუსი და ისლანდიაც.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა