საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ბოლო პერიოდში კლუბის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ ამის შესახებ.

საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულმა კლუბმა "დინამომ" წერილით მომართა ჩვენს კლუბს, რომლის შინაარსსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მოკლედ აღვნიშნავთ, რომ საკითხი ეხება ამავე ორგანიზაციის მიერ ჩვენი კლუბისთვის მიყიდული "დინამოს" საფეხბურთო ბაზის თითქოსდა ძალდატანებით და იძულებით გასხვისებას. ამავდროულად, წერილის ავტორები (იხილეთ სია) ჩვენი კლუბისგან კეთილი ნების გამოხატვას მოელიან ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც თავისთავად გაუგებარია, რას გულისხმობს.

მით უმეტეს გაუგებარია ამ წერილის მოწერა ახლა, როცა ამავე ორგანიზაციამ დაახლოებით 10 დღის წინ სარჩელი უკვე შეიტანა ჩვენი კლუბის წინააღმდეგ და მოახდინა "დინამო თბილისის" ბაზის დაყადაღება, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც "დინამომ" გახსნა ბავშვთა აკადემია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.

რა თქმა უნდა, ამდაგვარი ქმედება იწვევს ჩვენი კლუბისთვის დამატებით მატერიალურ ზიანს, რომელიც არაფრის გამო უნდა იქნას გაღებული. ამჯერად ჩვენ ვაპირებთ, ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გავცეთ ამ ქმედებას, ვინაიდან, როგორც ჩანს, მომჩივანი მხარე ბოლომდე გათვითცნობიერებული არ არის ან არ უნდა, რომ იყოს იურიდიულ საკითხებში, ვინაიდან არსებობს სამართლებრივად გამართული დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდა ამ გარიგების განხორციელება და რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და გამგეობამ თავისი სურვილით და ნებით მოახდინა ამ გარიგების დადება (წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია განაცხადოს, თუ ვინ მოახდინა მისი იძულება).

ჩვენი მხრივ, გვინდა დავამატოთ, რომ კლუბი "დინამო თბილისი" იმ პერიოდში იყო უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში, კლუბი ვეღარ ახერხებდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ბიზნესმენმა რომან ფიფიამ, აეყვანა ეს კლუბი და უზრუნველყო მისი განვითარება, რაზეც მოწმობს მის მიერ კლუბში ჩადებული საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ინვესტიცია, რომლის დახმარებითაც გაკეთდა "დინამოს" ბაზა (გამორჩეული თავისი სილამაზით და ხარისხით), ბავშვთა აკადემია (ერთადერთი ამ ტიპის და ხარისხის აკადემია საქართველოში) და ასევე, "დინამო არენა", სადაც ასევე ჩაიდო დიდი ინვესტიცია და მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა.

ჯამში ამ ინვესტიციებმა 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ამგვარად განახლებული კლუბი, ბუნებრივია, რომ მუდმივად მოითხოვს დანახარჯებს, ანუ კლუბის ბიუჯეტს, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად მეპატრონის მხრიდან ფინანსდება, ვინაიდან სამწუხაროდ, საფეხბურთო კლუბების საკუთარი შემოსავლები საქართველოში დღესდღეობით მიზერულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია სპორტ-საზოგადოება "დინამოს" ამგვარი არამეგობრული და გაუგებარი ქმედება, რომელიც სხვების ხარჯზე, ვიღაცების მხრიდან ხელის მოთბობის იმედს წარმოადგენს, რასაც ჩვენ სამართლებრივ პასუხს გავცემთ, რომლითაც ასევე მთლიანი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ, რომელიც ჩვენ მოგვადგა.

P.S. სწორედ ამ დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის ღვაწლმოსილი ფეხბურთელები, რომლებიც ამ წერილს აწერდნენ ხელს, შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი და მათ მცდარი ინფორმაციის მიწოდებით მოაწერინეს ამ წერილზე ხელი, რასაც ადასტურებს ამ ფეხბურთელების მხრიდან გაკეთებული განმარტება (იხ. წერილი)".

fcdinamo.ge

giorgi
მოკლედ რა ხალხი ვართ, არაფრის შექმნა არ გვინდა სხვას ვუყურებთ ხელებში,ვის რა წავართვათ.
ნუგო
მაგრა ინანებთ თუ არ გაანებებთ თავს დინამოს.ვინ ხართ რა ჯიშის ხართ,ძლივს რაღაც იმედი გაჩნდა და ეხლა ესენი გამოძვრნენ,ინანებთ მაგრად
twist
საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულმა კლუბმა "დინამო"ს დოკუმენტზე ლ. კურტანიძის გასწვრივ ხელმოწერა არ არის
twist
საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტულმა კლუბმა "დინამო"ს დოკუმენტზე ლ. კურტანიძის გასწვრივ ხელმოწერა არ არის
გია
გაანებეთ ამ ხალხს თავი და აცადეთ საქმის კეთება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა