"თემურს არ ჰქონდა იმხელა გამოცდილება, რაც ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად არის აუცილებელი. როცა ნაკრების ფეხბურთელებიც კი გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ჩანს, გუნდში არაჯანსაღი ვითარებაა"

შვეიცარიაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი გასული წლის ოქტომბერში დაბრუნდა საქართველოში.

ახლახან კავშირ "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გაზეთ "კვირის პალიტრას" ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ესაუბრა და ეროვნული ნაკრებისა და მისი მთავარი მწვრთნელის საკითხსაც შეეხო.

- საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგის 98-ე ადგილამდე დაქვეითდა... ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ეს გასაკვირი არც არის, მაგრამ როცა ქეცბაია მოვიდა, გუნდს წაუგებელი სერიაც ჰქონდა და რეიტინგშიც დაწინაურდა...

- ქეცბაია პროფესიონალი, შრომისმოყვარე და გულწრფელი ადამიანია, მაგრამ მთავრობის პიარზე გათვლილ მის დანიშვნას თავიდანვე არ ჰქონდა პერსპექტივა.

თემურს არ ჰქონდა იმხელა გამოცდილება, რაც ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად არის აუცილებელი. როცა ნაკრების ფეხბურთელებიც კი გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ჩანს, გუნდში არაჯანსაღი ვითარებაა.

დღეს ყველა ნაკრების მწვრთნელისკენ იშვერს ხელს, მაგრამ ის თუ იღებს პასუხისმგებლობას, ვინც ქეცბაია დანიშნა?

სფფ-ში ვერ აიღებენ, რადგან მათ არ დაუნიშნავთ ქეცბაია, მხოლოდ შუამავლის როლი იკისრეს. გაიხსენეთ, კონტრაქტის გაფორმების დროს ქეცბაიას გვერდით კულტურის მინისტრი იჯდა. თუ პასუხისმგებლობას ვერაფერზე იღებს, მაშინ რა როლი ეკისრება სფფ-ს?

- არ მიგაჩნიათ, რომ ამ კონტინგენტითაც შესაძლებელია, ნაკრები მხოლოდ დაცვაზე არ ფიქრობდეს?

- ფეხბურთელები არ გვყავსო, მაგრამ... ხომ იცოდა თემურმა, სადაც მოდიოდა?

როცა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები კოორდინირებულად არ მოქმედებენ, არ არის მიზანი, მიმართულება, ჯოხის მხოლოდ ქეცბაიაზე გადატეხა არასწორად მიმაჩნია.

ვინც მოიყვანა, პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება?

- ამ ნაკრებს მეტი არ შეუძლია თუ სელექცია ან ტაქტიკა არ უვარგა? დავუშვათ, წავიდა ქეცბაია, ახალი მწვრთნელი რას შეცვლის?

- ასეთ ვითარებაში ვერავინ გვიშველის. სისტემის, მიდგომის შეცვლაა საჭირო... ჩანს, თემურს იმდენი გამოცდილება არა აქვს, ამ კონტინგენტით მეტს მიაღწიოს. ხორვატიასთან მოგებული თამაშის შემდეგაც ვთქვი, რომ ასეთ ფეხბურთს მომავალი არა აქვს-მეთქი. ერთი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ მერე?

უკვე ფეხბურთელებმაც დაიწყეს ლაპარაკი, თქმა აღარც გვჭირდება, უკვე გამჯდარი გვაქვს სისხლში, სულ დაცვაზე ვიფიქროთო...

ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა წაუგებელი სერია გვიხაროდა, ხარისხზე, შექმნაზე კი არავინ ფიქრობდა... მთავარი გოლის არგაშვებაა, სხვა გუნდის თამაშზე უფრო ვართ დამოკიდებულნი, ვიდრე საკუთარზე...

(იხილეთ სტატია სრულად)

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:

მიხეილ ყაველაშვილი: ფედერაციამ ან ფაქტები დადოს, ან ბოდიში მოიხადოს

მიხეილ ყაველაშვილი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სიჭინავას არავინ ეკითხება

მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა

მიხეილ ყაველაშვილი: მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე, სამწუხარო ფაქტები...

Vik
murtalo 1)შენ ვის ზრდილობაზე ლაპარაკობ? 2)ამ კუანებს რო თამაში არ შეუძლიათ ეგ არც ჩემი ბრალია,არც შენი,არც turi-სი და არც ქეცბაიასი 3)ყოველთვის მწვრთნელს რო ბრალდება წარუმატებლობა და ნასკებივით რო უცვლიან ხოლმე მაგის ბრალია რო გ******ვეს თავზე,ელემენტარული ეთიკის და ქცევის წესები რო არ იცის ფეხბურთელმა სუ რო მარადონას ტექნიკა ქონდეს არ უნდა გამოიძახო,გამოვლენ ეს ლაწირაკი მაიმუნები და დაიწყებენ ინტერვიუებში ქეცბაიაზე ლაპარაკს,მერე უკვირთ რატო არ მიძახებენო.ნიკი ისეთი გაქ კაცი იფიქრებს გუბერსკის ციხეში 20 წელია ანჯდომიო და არ უსწავლებია არავის შენთვის "შიგნით" ნათქვამი და გაკეთებული ჟურნალისტებს რო არ უნდა მოუყვე?
murtalo
აუცილებლად წაიკითხეთ გეგუჩაძის ინტერნეტ-ინტერვიუ...საუკეთესოა საქართველოში დღესდღეობით ჩოდნით, სათეხბურთო ინტელექტითა თუ გამოცდილებით...დიდ დათოს ედგა გვერდში და შვიდი წელი მათი ერთად მუშაობა ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს...აბა ქეცბაია არის მწვრთნელი, ტაკტიკისა თუ სტრატეგიის კი არა საერთოდ ფეხბურთის შესახებ ერთი წიგნი მაინც აქვს წაკითხული...დროზეა ეს გასაკეთებელი, ბოლოს მაიც ასე მოხდება და დროს რაღატომ ვკარგავთ...წაიღოს ქეცბაიამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფული და მოგვშორდეს!...ღმერთის არა გწამთ ხალხო?
murtalo
turi-ს შენ შემოგზავნილი ხომ არა ხარ?...ან чудш მოისვი ცნობილ ადგილას, რამე ხომ არ გეჩოთირება, დღემდე რომ ქეცბაიას ულოკავ...ასეთი უნიჭო, უზრდელიб მხოლოდ საკუთარი აზრის სიმართლეში დარწმუნებული, უტაქტო, კაცი, რომელმაც ვერავისთან დაამყარა კონტაქტი,აუუუუუუუუ... რამდენი ჩამოვთვალო...და ამ ყოვლისმცოდნე მწვრთნელს უნდა შევაკლათ საქართველოს ნაკრები?!...შენი და შენისთანების გამოა დღესაც იგი ნაკრების სათავეში, ასე რომ თქვენი დანაშაულიცაა, რომ ასეთი ნაკრები გვყავს...ნუთუ ბოლო არ უნდა მოეღოს ქეცბაიას ერას ნაკრებში სასწრაფოდ?... რას ველოდებით ახალ ციკლს... ნაკრებს რამოდენიმე თამაში დარჩა ჩასატარებელი, და ახალი მწვრთნელი, (თავად ამოირჩიეთ, გეგუჩაძე, დევდარიანი, ცეცაძე...)დარჩენილ თამაშებში გამოცდის თავის შესაძლებლობასაც და თან დაგვვანახებს ველოდოთ თუ არა გზის ბოლოს ნათელს...
შოთი
ტოპმიულერი და სხვა გამოცდილები რომ იყვნენ მათზე რა უნდ ვთქვათ? გამოცდილება არ ეყოთ რომ ჩვენი ნაკრებისთვის ეშველათო? ქეცბაიაზე არ ვამბობ მე არაფერს მარა მთავარი ამ შედეგისა არიან ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები , ამჟამად აშკარად მასე არის , სამწუხაროდ. მაგრად მიყვარხარხართ ქართველებო მაგრამ სიმართლე ეს არის.
Vik
ამდენს რო ლაპარაკობს ეს "მსოფლიო დონის ფეხბურთელი" ერთი დანიშნეთ რა ქეცბაიას მაგივრად და ვნახოტ უკეთეს შედეგს თუ აჩვენებს,ლაპარაკზე ადვილი არაფერია
mateusa
ხოდა უყურეთ მაშინ ამ *** ფეხბურთს
turi
ბოლო-ბოლო დაანებეთ ქეცბაიას თავი. ყველა პროფესორი როგორ გამოვიდა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია