3:0 ბრეშასთან! გვარდიოლა: დრო გვჭირდება
"ბაიერნმა" პირველი შეკრება უკვე დაასრულა, "დორტმუნდიდან" 37 მილიონ ევროდ შეძენილ მარიო გიოტცეს კი ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჯერ ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია - "გიოტცინიო" ჯერაც ტრავმირებულია.

ამასობაში რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟურნალ "შპორტ ბილდს" საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც "ბაიერნის" ფანებს და ზოგადად, საფეხბურთო საზოგადოებას აუხსნა, რატომ ამჯობინა მიუნხენურმა გრანდმა ნეიმარს ("ბარსელონაში" გადავიდა) გიოტცე.

"ჩვენ ზუსტად ვიცოდით, როგორი ფეხბურთელი გვჭირდებოდა და პეპ გვარდიოლასთან საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსიაც გავმართეთ. პრინციპში, მხოლოდ ორი უმაღლესი კლასის ახალგაზრდა ფეხბურთელზე ვფიქრობდით და ცხადია, ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა გვეყიდა. ერთი ნეიმარი იყო, მეორე კი მარიო გიოტცე და ჩვენ ისიც ზუსტად ვიცოდით, რომ ორივე მათგანის ტრანსფერი შესაძლებელი იყო.

გიოტცეს შესახებ ყველაფერი ვიცოდით, ნეიმარზე კი ცნობები ჩვენი წყაროების მეშვეობით შევაგროვეთ და გვარდიოლას გავუზიარეთ, - იხსენებს რუმენიგე...

...და დასძენს: "ერთი სიტყვით, ნეიმარსა და გიოტცეს შორის არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ უფრო გიოტცეს ტრანსფერს ვემხრობოდით, გვარდიოლა კი მაინც ორჭოფობდა და არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ნეიმარის ყიდვას მარიოს ყიდვა სჯობდა.

ძალიან კარგად მახსოვს ის სიტუაცია, როცა პეპი გიოტცეს უპირატესობაში დავარწმუნე. ეს ციურიხში შეხვედრის დროს მოხდა. ერთად ვისხედით, გარეთ კი საშინელი, ამაზრზენი ამინდი იყო. პეპს ვუთხარი, ფანჯარაში გაიხედე-მეთქი. რატომო - მკითხა. მე კი ვუპასუხე: წარმოიდგინე, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი სამშობლოდან, ანუ 30-გრადუსიანი სიცხიდან გერმანიაში ჩამოიყვანო, სადაც მინუს ექვსი გრადუსია და გაითვალისწინე, რომ მან არც ენა იცის და მისთვის გერმანული კულტურა და მენტალიტეტი ძალიან უცხოა - ფაქტია, რომ გერმანიაში სამხრეთული სითბო (სითბო ყველა გაგებით) არ ელოდება. როცა საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეხება, ასეთ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს-მეთქი.

პეპი მაშინვე მიხვდა, რისი თქმაც მსურდა და დამეთანხმა".

უპირატესობა გერმანელს ენიჭება

რუმენიგეს თქმით, არჩევანის გაკეთებისას ფულს მნიშვნელობა არ ჰქონდა. კალეს აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა და ახალმა მწვრთნელმა კონსენსუსს ერთად მიაღწიეს. "საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ის, რომ როცა არჩევანი ორ ფეხბურთელს შორის კეთდება, რომელთაგან ერთი გერმანელია და ის მეორეს არაფრით ჩამოუვარდება, უპირატესობა გერმანელ ფეხბურთელს უნდა მიენიჭოს და ამაში გვარდიოლაც გვეთანხმება," - ამბობს რუმენიგე "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი ოდნავადაც არ ნანობს იმას, რომ რეკორდმაისტერმა გიოტცეში მართლაც ძალიან დიდი ფული, 37 მილიონი ევრო გადაიხადა: "მარიო შესანიშნავი მოთამაშეა, მე კი დარწმუნებული ვარ იმაში, რომ "ბაიერნში" უდიდეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. მისით პეპიც აღფრთოვანებულია - ამბობს, გიოტცეს უმთავრესი პლუსი ის არის, რომ წინა ხაზის 5 პოზიციაზე შეუძლია თამაშიო. ერთი სიტყვით, მარიო ისეთი ფეხბურთელია, რომლითაც გვარდიოლას მეტოქეების გაოცება შეეძლება".

შეგახსენებთ, რომ 21 წლის მარიო გიოტცეს გერმანიის ნაკრებში უკვე 22 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუნდესლიგის გასულ სეზონში კი 28 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

3:0 "ბრეშასთან"! გვარდიოლა: დრო გვჭირდება

რაც შეეხება "ბაიერნის" პირველ სერიოზულ ტესტ-მატჩს: რეკორდმაისტერმა იტალიური "ბრეშა" 3:0 დაამარცხა. მიუნხენელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, მაგრამ რამდენიმე ხეირიანი მომენტი ვერ გამოიყენეს. ამ შეხვედრაში ბასტიან შვაინშტაიგერისა და მარიო გიოტცეს გარდა, არც არიენ რობენს უთამაშია. ჰოლანდიელი, რომელიც გუნდს შაბათს შეუერთდა, მატჩის დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

გვარდიოლამ "ბაიერნს" თამაში ისევ 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით დააწყებინა. მანუელ ნოიერის წინ, დაცვის ხაზში ლამი, ვან ბუიტენი, ბოატენგი და ალაბა ირჯებოდნენ. პეპმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კვლავ ახალგაზრდა ჰოიბერგი გაამწესა, მის წინ კი შაჩირი, მიულერი, კროოსი და რიბერი მოქმედებდნენ. ერთადერთი ცენტრფორვარდი კი, მოლოდინისამებრ, მანჯუკიჩი გახლდათ.

პირველი გოლი თომას მიულერმა მანჯუკიჩის პასით გაიტანა, მერე კი თავად გაატანინა ტონი კროოსს. მესამე გოლი ახალწვეული კირხჰოფის ანგარიშზეა, რომელმაც კუთხურის დროს მეკარის შეცდომით ისარგებლა და ზუსტი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ბრეშა" ჩვენთვის პირველი სერიოზული მეტოქე იყო და ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. ვიცი, რომ ბევრი მეტს ელოდა, მაგრამ დასაწყისი ყოველთვის რთულია. დრო გვჭირდება და თანაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ გვყავს. ტაქტიკურ სქემას ამ ეტაპზე დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ," - განაცხადა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხოსეპ გვარდიოლას მეგობრული პანღური არიენ რობენს [VIDEO]

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მანჯუკიჩი "მილანში" ჩაირიცხა - იბრაჰიმოვიჩი მეტოქეებს ემუქრება
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს
ფრთხილად, ფრანკ! - რუმენიგემ რიბერის საფრთხეებზე მიანიშნა...
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია
ახალი ჩემპიონთა ლიგა: ევოლუცია თუ რევოლუცია?
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
მარიო მანჯუკიჩმა "მანჩესტერში" გადაბარგება გადაწყვიტა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
რუმენიგე: კოუტინიო ვარჯიშებზე, ზოგჯერ თამაშებშიც, აჩვენებს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია
რუმენიგე: რონალდოს 70 ბინძურ მილიონს უხდიან...
რუმენიგე: ლევანდოვსკი ადონისს ჰგავს, 35 წლისა რონალდოზე უკეთესი იქნება
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
მარიო მანჯუკიჩი ყატარის "ალ-დუჰაილში" გადაბარგდა
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ
რუმენიგეს განცხადებაზე მთელი გერმანია იცინის
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში