დუშან უჰრინის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციომდე ბოლო საკონტროლო მატჩი "გაგრასთან" ჩაატარა და მეტოქე არ დაინდო
საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თბილისის "დინამომ" 10 ივლისს ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრამდე.

დუშან უჰრინის გუნდის მეტოქე იყო პირველი ლიგის წარმომადგენელი "გაგრა".

აღსანიშნავია, რომ 10 ივლისამდე "დინამომ" 6 საკონტროლო მატჩი გამართა და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა; თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, თუ რა გუნდებთან მოუწია სპარინგშეხვედრების ჩატარება ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს - კიევის "დინამოსთან", დონეცკის "შახტართან", რუმინულ "კლუჟთან", "კრასნოდართან", მოსკოვის "დინამოსთან" და სომხეთის ჩემპიონ "შირაქთან".

და, აი, გოლთაცვენა შედგა: "დინამომ" მეტოქე "არ დაინდო" და დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. არადა, პირველი ტაიმი ფრედ (1:1) დამთავრდა.

ანგარიში დინამოელთა ახალწვეულმა ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა, თუმცა სულ მალე "გაგრას" ნიგერიელმა თავდამსხმელმა ჯონ ჯერემიამ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში "დინამოს" უპირატესობა აშკარა იყო და ეს ანგარიშშიც აისახა: მასპინძლებმა (მატჩი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა) მეტოქის კარში 5 გოლი გაიტანეს. დინამოელთაგან "დუბლი" შეასრულეს ახალგაზრდა ფორვარდმა დათა ხოჭოლავამ და გამოცდილმა მარცხენაფლანგელმა დავით კვირკველიამ. ერთი გოლიც ლევან ხმალაძემ გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

"დინამომ" ამ საკონტროლო მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

გ. ლორია (46. ზარქუა) - ხურცილავა (57. სეთურიძე), გ. კვარაცხელია (46. შაშიაშვილი), გველესიანი (57. უსტარიცი), გლიშიჩი (81. კაკაბაძე) - ე. გრიგალაშვილი (57. ლექვთაძე), ძარია (46. ხმალაძე), პაპავა (65. შინდაგორიძე), მერებაშვილი (46. კვირკველია) - ჩისკო (46. დვალი), ხოჭოლავა (65. მიქაბერიძე).

"დინამოს" მომდევნო მატჩი კი უკვე ოფიციალური იქნება: 16 ივლისს "დინამო-არენაზე" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ფარერების ჩემპიონ "სტრეიმურს" უნდა ვუმასპინძლოთ. თუმცა, სულ მალე (შესაძლოა, 11 ივლისსაც) "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულის (უცხოელის) გამოჩენასაც უნდა ველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგას "სტრეიმურით" იწყებს

დინამო (თბ)-დინამო (მ) 1:1 - საფეხბურთო მშვიდობა [VIDEO]

თბილისის "დინამო" და ევრორეალობა - ავსტრიული შეკრების შეჯამება

თბილისის "დინამოს" საევროპო სამზადისი - ავსტრიული ფრაგმენტები [VIDEO]

თბილისის "დინამო" და საკონტროლო მატჩები - სიახლეების მოლოდინი

დინამო-შახტარი 1:0 - კარგი განწყობა ჩემპიონთა ლიგის წინ [VIDEO]

დინამო (თბილისი)-დინამო (კიევი) 0:1 - პირველი სპარინგი ავსტრიაში [VIDEO]

დინამო-შირაქი 1:1 - ახალი გუნდის კონტურები [VIDEO]

dato
ჯონი ჯერემია კარგად შეეწყო "გაგრას"!!!მერე რა,რომ შავკანიანია???:)))"ზატო" მეგრული გვარი აქვს :D
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლეგიონი გუშინ: გიორგი მაკარიძე იგებს, თემურ ქეცბაია ნახევარფინალშია
ლეგიონი გუშინ: ქართველების "ვიტესი" აუტსაიდერთან შინ დამარცხდა
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძე და გოგიტა გოგუა ყაზახეთის თასის 1/4-ფინალში
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურია მხოლოდ სამი წუთით...
ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
კიდევ ერთი ქართველი Ibrox-ზე და ხოჭოლავა "სევილიას" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პრევიუ
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლეგიონის უქმეები: ჰეთ-თრიკი, დუბლი და 3 საგოლე პასი [VIDEO]
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ასე იყო, არის და იქნება მანამ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა" - დათას განცხადება
"დათა "სევილიასთან" ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ცნობილი გამოცემა ხოჭოლავას თამაშს აფასებს
ტრანსფერები: გიორგი ჩელებაძე კვიპროსში მიდის, დათა ხოჭოლავა - უკრაინაში
"შუქურა": ხოჭოლავა "ამკარში", კომახიძე "რუბინში"... ბრაზილიელები და პუკანიჩი ჯერ საეჭვოა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
გელა სანაია: "დინამო" ფავორიტია, მაგრამ ჩვენ მაინც საომრად ვემზადებით
ლეგიონი: თურქეთის სუპერლიგაში ოქრიაშვილის დებიუტი შედგა [VIDEO]
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლეგიონი გუშინ: დვალიშვილის გოლი, კანკავას მოგება, მჭედლიძის ფრე [VIDEO]
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს