საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი მომავალი სეზონისთვის პრაღის "სლავიასთან" ერთად ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი ლევან ყენია მომავალი სეზონისთვის პრაღის "სლავიასთან" ერთად ემზადება. ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში მან ტრავმა მიიღო. "სლავიას" დამრიგებელმა, დუშან უჰრინმა (უმცროსი) იმედი გამოთქვა, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნება და ქართველს ახალი კამპანიისთვის მზადებაში ხელს არ შეუშლის...

"ლელო" ყენიას შეეხმიანა და ინტერვიუ ჩაწერა...

- ახლა ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ორთაბრძოლა იყო და ჩამარტყეს. ორი დღე დავისვენე, ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩვეულებრივად, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. არც ტკივილს ვგრძნობ და ხელსაც არაფერი მიშლის.

- ცოტა უკან გავიხედოთ და სანამ საკლუბო ამბებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, საქართველოს ნაკრების ავსტრიული შეკრება შევაფასოთ...

- ძალიან კარგი და საჭირო შეკრება იყო. ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვეთამაშეთ და იქ ძალიან კარგად გამოჩნდა ჩვენი პლუ-მინუსები. გამოჩნდა, რომელ კომპონენტებზე უნდა ვიმუშაოთ. სამუშაო კი ჯერ კიდევ ბევრია.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს როგორი განწყობით ხვდებით? ფაქტია, ჩვენმა მეტოქეებმა კარგად ითამაშეს ევროპის პირველობაზე, თუნდაც უელსის ნახევარფინალში გასვლა რად ღირს...

- როგორ გითხრათ... რა თქმა უნდა, იმედიანად ვხვდები ახალ შესარჩევ ციკლს. ყველას ძალიან გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებმა შედეგს მიაღწიოს და გაახაროს გულშემატკივარი.

- "სლავიაში" დარჩენა გადაწყვიტეთ. საინტერესოა, როგორია თქვენი ახალი კონტრაქტი?

- ერთწლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. გუნდი ამბიციურია, თამაშობს ევროთასებზე და გარდა ამისა, ჩეხეთის ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასვლაც გვსურს. მინდა, "სლავიას" ამ მიზნების განხორციელებაში დავეხმარო, მით უმეტეს, ევროპის ლიგაზე ჯგუფში მოხვედრა იგეგმება.

- რუსულმა მედიამ ცოტა ხნის წინ დაწერა - ლევან ყენია აქაურ, პრემიერლიგურ გუნდებს სურთო...

- მხოლოდ ლაპარაკის დონეზე იყო ყველაფერი. ამის იქით საქმე აღარ წასულა. ამ ეტაპზე "სლავიაში" დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე. მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი.

- "სლავია" მნიშვნელოვნად გაძლიერდა?

- ბოლო დროს მართლაც მნიშვნელოვნად გავძლიერდით. 8 ფეხბურთელი მოვიდა გუნდში ზამთარში, ზაფხულში კიდევ 5 ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ. მოკლედ, შემადგენლობა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე იყო.

- როგორი იქნება თქვენთვის მომავალი სეზონი?

- წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, ყველაფერს ერთად ვნახავთ...

- ევროპის ჩემპიონატზე რომელ გუნდს ქომაგობთ?

- პორტუგალიას. ზოგადად, ევროპის ჩემპიონატი სიურპრიზებით სავსეა. ფეხბურთს უკვე ყველა კარგად თამაშობს და ისეთი გუნდებიც კი აღწევენ შედეგს, რომლებისგანაც ამას არავინ ელის. ყოველივე ეს მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის, საქართველოს ნაკრებისთვის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
ODALA შენი გასარჩევი არაა რას დავწერ და რო არ იცი ნუ ჭერმეტყველობ გეუბნები ამან ნაკრებიდან კაპუტ :D ნახავთ მალე რო მასეა !
odala
Ika, ნეტავ სისულელეებს არ წერდე რა. მგონი არავიზე არა აქვს გაჭედილი ვაისს. მან უბრალოდ გუნდი ააგდო, რაც სჭირდებოდა ჩვენებს. ამ კაცმა გოლი გაიტანა და თან ინდივიდუალური იმ მცირე პერიოდში რაც მოედანზე გაატარა. რატომ უნდა ემდუროდეს ვინმე საერთოდ.
9
ika რა გიხარია?
ika
ვაისს ამაზე აქ გაჭედილი და ნაკრებს კაი ხნით დაემშვიდობა)))
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
დუშან უჰრინი: ლევან ყენია მზად ერთ კვირაში იქნება
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია