<p>ქეცბაიას ნაკრების შეკრება 11 ნოემბერს თბილისში დაიწყება <br> 17 ნოემბრის სლოვენიასთან გასვლითი ამხანაგური მატჩისთვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობა უკვე გაგაცანით. შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ ეროვნულში 30 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრების შეკრება ხვალ, 11 ოემბერს თბილისში დაიწყება. ეროვნული გუნდი სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეიკრიბება და 5 დღის განმავლობაში ივარჯიშებს. თბილისურ შეკრებაზე ნაკრების თავკაცი 30 ფეხბურთელიდან სავარაუდოდ 22 მოთამაშეს შეარჩევს და სლოვენიაში მათ წაიყვანს.</p><p>სლოვენიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი არა დედაქალაქ ლუბლიანაში, არამედ ქალქ კოპერში, "ბონიფიკას" სტადიონზე" გაიმართება. ეს არენა 4 ათას გულშემატკივარს იტევს და მასზე საშინაო მატჩებს სლოვენიის მოქმედი ჩემპიონი "კოპერი" ატარებს. იმასაც აღვნიშნავთ, რომ ამ სტადიონზე სლოვენიის ნაკრებს აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. სლოვენიელებმა ამ არენაზე ურუგვაისთან ამხანაგურ მატჩში 0:2 დამარცხდნენ.</p><p>სლოვენია-საქართველოს ამხანაგური მატჩი 17 ნოემბერს ადგილობრივი დროით 20:45 სთ-ზე (თბილისის დროით 23:45 სთ) დაიწყება. სლოვენიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მატიას კეკს გუნდში გამოძახებულთა შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია. თუმცა უცხოური ვებგვერდებზე ყურადსაღები ინფორმაცია მოვიპოვეთ. როგორც ირკვევა, ამ სლოვენიაში ჩვენი მეტოქე დაგვზევარავს. მატჩს ხორვატიის ნაკრების თავკაც სლავენ ბილიჩის ერთ-ერთი თანაშემწე ნიკოლა იურჩევიჩი დაესწრება. ცნობისათვის, ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო მატჩი სწორედ ხორვატებთან გვაქვს. გაისად, 26 მარტს ჩვენი ნაკრები სლავენ ბილიჩის გუნდს თბილისში ეთამაშება.</p>
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა