აქციის შემდეგ თბილისის მერიამ "ქართული სპორტის ქომაგებს" დამაიმედებელი წერილი გაუგზავნა
ცნობილია, რომ ფუტსალში საქართველოს ჩემპიონის, "იბერიას" გადასარჩენად "ქართული სპორტის ქომაგებმა" თბილისის მერიასთან აქცია გამართეს.

მაშინ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მერაბ ჩიქობავამ გულშემატკივრებს უთხრა, რომ წლის მეორე ნახევარში "იბერიასთვის" ფინანსური დახმარების გამოყოფა შეუძლებელი იყო.

"ეს საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელია, რადგან ყველამ იცის, "იბერიას" არსებობას ქვეყნისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ კლუბის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ, რომ მინიმალური თანხა დაესახელებინა, 30-დან 50 ათასი ლარის ფარგლებში. ამ ეტაპზე ასეთ დახმარებას გავუწევდით.

მაგრამ "იბერიას" მთლიანი ბიუჯეტი 1,65 მილიონ ლარს შეადგენს, ამ ეტაპზე კი კლუბი 800 ათასს ითხოვდა.

თუმცა, ახლა წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტში დამატებითი თანხის მობილიზება შეუძლებელია. ჩვენ ხომ კიდევ ბევრ ფედერაციას ვაფინანსებთ და მათზე გათვალისწინებულ თანხებს სხვას ვერ მოვახმართ", - განაცხადა ჩიქობავამ.

მაგრამ აქციის შემდეგ თბილისის მერიამ "ქართული სპორტის ქომაგებს" ოფიციალური პასუხი გაუგზავნა, რომელიც უფრო დამაიმედებელი ჩანდა.

"როგორც თბილისის მერიის სპორტის ხელმძღვანელსა და რიგით გულშემატკივარს, ზოგადად მიმაჩნია, რომ ფუტზალის კლუბი "იბერია სტარი" იმსახურებს ფინანსურ ხელშეწყობას, მონაწილეობა რომ მიიღოს ევროპის ლიგის ნახევარფინალში.

მომავალ კვირას, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის მერის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ლევან ყიფიანთან შეხვედრა იგეგმება. იქ "იბერიას" დაფინანსების საკითხიც განიხილება.

ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს ვიზამ, საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. გადაწყვეტილებას კი პირადად გაცნობებთ", - ამბობს ჩიქობავა.

ქომაგები გახარებულები არიან და თვლიან, რომ ეს პირველი გამარჯვებაა, რადგან მერიამ "იბერიას" თანადგომა გადაწყვიტა.

"ერთად დგომით ყველაფერი შესაძლებელია! ჩვენ არ გავჩერდებით სანამ საბოლოოდ არ გავიმარჯვებთ!" - გვითხრა გუნდის მხარდამჭერმა ბექა ნოზაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Georgi
სახელმწიფო კერძო კომპანიებისაგან იღებს თანხებს, რომ დააფინანსოს სპორტული კლუბები.. და პირდაპირ კერძო კომპანიებმა რომ დააფინანსოს, მათ რომ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ქონდეთ ასე უფრო უმჯობესი არ იქნება?? კერძო კომპანიებს ფინანსური ინტერესებიც ექნებათ და შეღავათების მიღების მოტივაციაც..
puri
იბერია სტარი - პური ჩვენი არსობისა! თბილისის მერია: თბილისი იბერია სტარის გარეშე წარმოუდგენელია! სსრკ...კ...კ!!!
zigmund78
ვერ ვხვდები რატომ უნდა დააფინანსოს მერიამ ან კიდევ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურამ ნებისმიერი სპორტული გუნდი. რატომ არის საჭირო იბერია სტაქსი. რუსეთმა მოახერხა და კლუბები კერძო ადამიანების ან კიდევ ორგანიზაციების ხელშია(რა მნიშვნელობა აქვს როგორ). რომ ვაბობ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ მეთქი და არაფერი შეცვლილა სპორტში ამას ვერავინ ხვდება ან კიდევ არ იხვედრებს. სახელწიფო ნაკრებს უნდა დაეხმაროს და არა რომელიმე კლუბს, სულ ერთია ეს იქნება დიდი თუ პატარა კლუბი. კლუბები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ და თავისუფალი ყოველგვარი სახელმწიფო ინსტანციებისგან.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"არეულობა პოლიციამ გამოიწვია, რომელიც გვაგინებდა და გვემუქრებოდა" [VIDEO]
ვახტანგ წერეთელი: უნგრეთში კი არა, საქართველოში დავმარცხდით
"იბერია სტარი" უეფას ფუტსალის თასის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა
TimeLine: ჰო თუ არა სოჭის ზამთრის ოლიმპიადას?
"დევის თასის" გათამაშებაში "იბერია სტარმა" გაიმარჯვა
სხვებისთვის სამაგალითო: "დვანი და დიცი საქართველოა!"
სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა
საქართველო მზადაა კარატეში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად
[მოედანს მიღმა] მიზანმიმართული, ერთგული და რისკიანი რონინიო