კანდიდატმა სპორტულ სამყაროს ის ძირითადი გეგმები გააცნო, რის გაკეთებასაც აპირებს სეოკ-ის ხელმძღვანელად მოსვლის შემთხვევაში
გუშინ, 19 დეკემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" პრეზენტაცია გამართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა, სადაც სპორტულ სამყაროს ის ძირითადი გეგმები გააცნო, რის გაკეთებასაც აპირებს სეოკ-ის ხელმძღვანელად მოსვლის შემთხვევაში.

თუმცა ამ გეგმებზე დაწვრილებით არ შევჩერდებით, რადგან ჩვენმა გაზეთმა გუშინ მეძმარიაშვილთან ინტერვიუ შემოგთავაზათ.

- უპრეცედენტო არჩევნები ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში - ინტერვიუ ირაკლი მეძმარიაშვილთან

მხოლოდ ზოგადად ვიტყვით, რომ მან ქართული ოლიმპიზმის წინსვლისთვის აუცილებლად მიიჩნია სპონსორთა მოზიდვა, მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადება, სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, ფედერაციებისთვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის მინიჭება, სპორტული მენეჯმენტის განვითარება, სკოლებში ოლიმპიზმის ისტორიის სწავლა, ზრუნვა პარასპორტზე და სხვა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტოა, რადგან არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი, ხოლო საზოგადოებას დაჰპირდა, რომ თანხების ხარჯვის შესახებ პერიოდულად მიაწვდის სრულ ინფორმაციას და ამას "ლელოს" მეშვეობით გააკეთებს.

მეძმარიაშვილმა ამჯერადაც ისაუბრა საერთაშორისო ოლიმპიურ სტრუქტურებში, საერთაშორისო ფედერაციებში, სამსაჯო კომიტეტებში ქართველთა წარმომადგენლობის გაზრდაზე, დიდი ადგილი კი ოლიმპიადაზე რომელიმე გუნდურ სათამაშო სახეობაში მოხვედრას დაუთმო.

მისი თქმით, როცა ზედიზედ ამდენი ოლიმპიადაა, 40-ეულში ხარ, იმის ამბიციაც უნდა გქონდეს, თამაშებზე გუნდურ სახეობაშიც იყო წარმოდგენილი.

თავისი არცთუ ხანგრძლივი გამოსვლის ბოლო ნაწილი პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი გუნდის წარდგენას დაუთმო. გენერალურ მდივნად მძლეოსნობაში სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი მაია აზარაშვილი წარადგინა, ვიცე-პრეზიდენტებად - რომან რურუა, მერაბ ჩიქობავა, ზაზა ხეჩუაშვილი და ლევან გაბრიჩიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ირაკლი მეძმარიაშვილთან დახურულ შეხვედრას ჟურნალისტი გამჭვირვალედ აფასებს
დაძაბული ყრილობა მშვიდი ფინალით - როგორ აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
რა მიზნით იყო ჩასული აფხაზეთში ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ოლიმპიური სასამართლო - სკანდალი, რომელმაც შეაზანზარა ქართული სპორტი
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის სარჩელის განხილვას 16 მარტს დაიწყებს
ლერი ხაბელოვი: ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი
თბილისის "დინამო" სპორტულმა დირექტორმა დატოვა
"დინამოს" სპორტული დირექტორი: საკმაოდ ძლიერ კლუბებთან მაქვს კონტაქტები
რომან ფიფია: დავიღალე გუნდის დაშლით
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
"იბერია სტარის" ქომაგებმა გუნდი გადაარჩინეს?
"დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი: შეცდომებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ
[დღის თემა] რა ხდება თბილისის "დინამოში"?
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
ვაღიარებ, რომ შევცდით! - რომან ფიფიას პრესკონფერენციის ვრცელი ვერსია
პროფესიონალური რჩევები დამწყებ მორბენალს მაია აზარაშვილისგან
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებები დაემატა
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
რომან რურუა: სტეფანეკი ბოლქვაძეზე ძლიერი არაა, უბრალოდ, სუსტი წერტილი უპოვა და მოუგო
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
რიო 2016: ერთადერთი, რაც შმაგი ბოლქვაძემ ვერ გააკეთა... [VIDEO]
საქართველო მზადაა კარატეში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად
სასამართლომ სეოკ-ის საარჩევნო ყრილობის შედეგები გააბათილა
საქალაქო სასამართლო სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროფესიონალური რჩევები დამწყებ მორბენალს