...კულუარებში ითქვა, "ზესტაფონი" 3-4 მილიონ ლარს დახარჯავს ერთ სეზონზე და "დინამო თბილისის" კონკურენტი გახდებაო
წინა სეზონში მხოლოდ მუნიციპალიტეტებმა ქართულ ფეხბურთს 50 მილიონი ლარი დაახარჯაო. მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ორი ამდენიც რომ დაახარჯოს ფეხბურთს, ეს ჩვენს ქვეყანას არ დააქცევს.

აგერ "დინამო თბილისმა" მოსკოვის "დინამო" რომ ისტუმრა, არც ეს ღონისძიება გამოვიდოდა ხურდაში, მაგრამ ასეთი თამაში საჭირო იყო, რადგან თბილისურ "დინამოს" ასევე ტრადიციებით მდიდარი გუნდი ესტუმრა, ფეხბურთში კი ტრადიციები, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრს ნიშნავს.

მოსკოვური "დინამოს" გარდა თბილისურ "დინამოს" ანდრეი შევჩენკო და კრიშტიანო რონალდოც ესტუმრნენ.

იხილეთ ვიდეო

შევჩენკო ადრეც რამდენჯერმე გახლდათ თბილისში, რონალდოს და ტანკენარი ირინა შეიკის ჩამოსვლა კი ახალი ამბავი გამოდგა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ესეც საჭირო იყო, ასეთ რამეში ფულის ხარჯვა ყოველთვის გამართლებულია, ეს სტიმულია ყველასათვის, მათ შორის სიღარიბისგან დაბეჩავებული ხალხისთვის.

მოსკოვის "დინამო", სპორტი და პოლიტიკაო - ესეც ყბად იღო ჩვენმა მილეთმა. მე მაინც მგონია, რომ მოსკოვის "დინამოს" სტუმრობა წმინდა საფეხბურთო ამბავი იყო, რაც შეეხება რუსული დუმის დეპუტატის დასწრებას ამ მატჩზე, ეს უკვე პოლიტიკოსების სალაპარაკოა და არა საფეხბურთო სამყაროსი.

შეიკის სინარნარე ამშვენებდა ვიპ-ლოჟას, მოედანზე კი ამხანაგური თამაშიც იყო და შოუც. "დინამო თბილისმა" ამ ივენთით ერთხელაც აგრძნობინა ყველას, რომ დღეს დანარჩენ ქართულ კლუბებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ერთ-ერთ თავმომწონე ქართულ საიტზე ამოვიკითხე, დღეს თბილისური და მოსკოვური თანაკლუბელები თამაშობენო. არც ეგ არის დიდი პრობლემა, ამოდენა იმპერიაში იმდენ ხანს გვიცხოვრია, 23 წელი ყველაფერს ვერ წალეკავს. ეს "თანაკლუბელები" კი მაინც ცუდად მოხვდა ყურს.

საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის პირველი ეტაპი დაძლია, რაც სტუმრად გატანილი გოლით მოახერხა.

იხილეთ ვიდეო

"ჩიხურა" ევროსარბიელისთვის მაინცდამაინც კარგად ვერ მოემზადა, "ვადუცამდე" საკონტროლო მატჩების თამაშიც კი ვერ მოასწრო, მაგრამ ლუქსემბურგული გუნდი ასედაც ჩამოიცილა გზიდან.

"ჩიხურაში" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, საერთაშორისო გამოცდილება რომ აქვთ - დავით ოდიკაძე, რატი წინამძღვრიშვილი... ევროტურნირზე მანამდე სხვა ჩიხურელებსაც უთამაშიათ და ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე შვეიცარიულ "თუნთან" საჩხერული გუნდი თავიდანვე განწირული არ უნდა იყოს მარცხისთვის.

მოკლედ, ორი ქართული გუნდიდან ერთი მომდევნო ეტაპზე გავიდა და ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს.

გაახალგაზრდავებული ქუთაისის "ტორპედოსგან" სლოვაკური "ჟილინას" დამარცხება ძალიან ძნელი საქმე იყო და "ტორპედოც" ახლა ოდენ შინაურ ფრონტზე გაირჯება.

იხილეთ ვიდეო

"ჩიხურაზე" მეტი ევროშანსი გორის "დილას" უნდა ჰქონდეს. თურქულ შეკრებაზე "დილას" თამაში არ წაუგია, თუმცა ისიცაა, რომ ძლიერ გუნდებს ვერ ეთამაშა.

"დილას" თავკაცმა გიორგი დევდარიანმა იმაზე დაიჩივლა, საგოლე მომენტების რეალიზაციაში მოვისუსტებთო.

მეგოლე თავდამსხმელი მართლაც სანთლით საძებნელია ქართულ გუნდებში.

"ოლბორგი" "დილას" კბილა გუნდი უნდა იყოს, ასე ჩანს გარედან და არა მგონია, რომ ეს დანიური კლუბი ვარსკვლავებს ეთამაშებოდეს. ასე რომ, ქართულ გუნდებს აქვთ არცთუ ურიგო შანსი, ევროსარბიელზე ყოფნა მინიმუმ სექტემბრამდე გაიხანგრძლივონ.

"ზესტაფონს" კი, როგორც იქნა, საშველი დაადგა. ამბობენ, ფეროელთა მწვრთნელად სერბი რატკო დოსტანიჩი დაინიშნებაო. ილია კოკაიამ გია გეგუჩაძის დაბრუნებას უცხოელი მწვრთნელი არჩია - ასე ჩანს და ალბათ ასეც იქნება.

სერბებს უყვართ მოხეტიალე მწვრთნელობა, ოღონდაც უცხოელი მწვრთნელი მხოლოდ ამით არ ფასობს. ზესტაფონი სპეციფიური რეგიონია და უცხოელისთვის სულერთი ვერ იქნება, თბილისურ გუნდს გაწვრთნის თუ პერიფერიულს.

კარგია, კოკაია ისევ ქართულ ფეხბურთში და "ზესტაფონში" რომ საქმიანობს, თუმცა ეს მაინც ზოგადი ლაპარაკია, კონკრეტული ის იქნება, თუ რა გეზს აირჩევს "ზესტაფონი" - გუნდი მხოლოდ მწვრთნელი და ფეხბურთელი არ არის, გუნდს კლუბი აყალიბებს.

კულუარებში ითქვა, "ზესტაფონი" 3-4 მილიონ ლარს დახარჯავს ერთ სეზონზე და "დინამო თბილისის" კონკურენტი გახდებაო.

ვნახოთ, ასეთი არაოფიციალური ცნობაც კი სასიამივნო მოსასმენია და იქნებ ეს ყოველივე სიმართლეც იყოს.

ქართულ სატრანსფერო მიდი-მოდიში ასეთი რამეც მოხდა - ბოლნისის "სიონში" "დინამო თბილისიდან" იჯარით ლაშა პარუნაშვილი გადავიდა.

არ ვიცი, როგორი იქნება "სიონი" დამდეგ სეზონში, პარუნაშვილის შესაძლებლობებს კი ძალიან კარგად იცნობენ სპეციალისტები. ასეთი მონაცემების ახალგაზრდა დაგენანება ისეთი გუნდისთვის, რომელსაც არ აქვს კარგი სავარჯიშო პირობები, რომელსაც არ მოსდგამს ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოზრდის ტრადიციები.

პარუნაშვილისთვის მხოლოდ ის არ არის მთავარი, რომ უმაღლეს ლიგაში ითამაშოს - ერთი შეხედვით ეს სუბიექტური აზრია, მაგრამ ისიცაა, რომ გუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი საინტერესო ფეხბურთელის წინსვლისთვის.

პარუნაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია. ალექსანდერ ჩივაძემ ძალიან კარგად იცის ნიჭიერი ფეხბურთელის ფასი და ცხადია, ერჩივნა, რომ პარუნაშვილს სულ სხვა გუნდში ეთამაშა.

ბოლნისის "სიონი" საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა და ბევრი კარგი თამაშიც უჩუქებია გულშემატკივრისთვის. პარუნაშვილის გარდა "დინამომ" ამ გუნდში არჩილ ტვილდიანიც გაანათხოვრა, ვინც ასევე გახლავთ ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი.

"სიონი" ის გუნდია, დიდ პატივისცემას რომ იმსახურებს, რადგან ბოლნისში წლობით დადიოდა ბევრი ხალხი სტადიონზე. მაგრამ როცა პერსპექტიული ფეხბურთელი "დინამოს" ბაზიდან ბოლნისში მიდის, არის კი ეს მისთვის წინგადადგმული ნაბიჯი?

ცხადია, ასეთ დროს ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზეც, თუ ვინ არის გუნდის მწვრთნელი. "სიონის" ახალი დამრიგებელი გიორგი კიკნაძე 37 წლის გახლავთ, თუმცა გამოუცდელი ნამდვილად არ ეთქმის, "სიონში" მისვლამდე ზაზა ზამთარაძესთან ერთად უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი გაუწვრთნია.

მწვრთნელის სამუშაო მხოლოდ იმით არ იზომება, თუ გუნდს რომელ ადგილზე გაიყვანს, ახალგაზრდა ფეხბურთელის დაწინაურებაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია და კიკნაძესაც ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

versia
ფილოსოფოსობა რომ უყვარს, იმ ვითომ ჟურნალისტმა იქნებ შუა ევროპის რუკას ჩახედო და "ვადუცი" რომელი ქვეყნის გუნდია ის უფრო ზუსტად უთხრა საზოგადოებას. თუმცა, შენნაირ ტვინიკოსებს რუკა და რვეულში ჩახედვა რაში გჭირდებათ - შენ ხომ იქ ჩაუხედავადაც ყველაფერი იცი!
badagoni
ამას მთლად გაურეკია, რა სიონი, რის სიონი გაბოლებ თუ ძმა ხარ თუ ის გინდა შენ თქVა, რომ "მხედრიონის" და მათი ძმების დახმარებით რომ მოიპოე ჩემპიონობა, კარგით რა ხალხო, მთლად დაყ....ით
alex
ფიფიამ ჩამოიყვანა რონალდუ და შევჩენკო,კოკაიამ კი დოსტანიჩი და მოაყოლებს თავის ფანებისთვის დოზანას.
guga
ნამდვილად არ არის სიონი ის გუნდი სადაც პერსპექტიულმა ახალგაზრდა ფეხბურტელამ წინ გადადგას ნაბიჯები, სიონი იცით რა გუნდია? ის გუნდია სადაც თამაში უცევს ან ძალიან ხანშისესულ და გამოცდილ მოთამაშეს ანდა ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მომუშავე ადამიანების შვილებს, ძმისშვილებს და ანდა კიდევ მაგათი მეგობრის შვილებს, რა შუაშია იქ პარუნაშვილის იჯარით გაშვება, გუპავთ ამ ახალგაზრდას? ცოტა დაფიქრდით, ბოლნისში ყავთ ისეთი უვარგისი ფეხბურთელები რომელთა მამების ცინაშე ვალდებული არიან ათამაშონ ეს ჩამოცერილი ფეხბურთელები რადგან სახლებში ვერ უშვებენ, რა უნდა იქ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურტელებს ერთი გამაგებინეთ
ramo
სიონი და რუსთავი ცდილობენ გუნდების შეკოწიწებას. რასაც მივესალმები. ოღონდ კიკნაძე რა შუაშია? რა გაუკეთებია? რუსთავის ტრენერი ვინაა?
asd
კლავიატურასთან ჯდომა და კრიტიკა კაია კიი
Walkabout
მე პერსპექტიული ფეხბურთელის ბოლნისში, მარტვილში ან სამტრედიაში წასვლას ვარჩევდი, ვიდრე კრივოი როგში, მარიუპოლში, ნალჩიკში ან ხაბაროვსკში...
წიე
ტრალალა ლა ტრალალა რა კარგია ცოხვრება მთელი ბიუჯეტი ამ *** ფეხბურთელებს ვახარჯოთ და როცა მოგვშივდება დაბეჩავება ვის გახსენდება კაცოოო?! *** ხართ თქვენ ჟურნალისტები კი არა!
ioio
და რა არ მოგეწონა აბა
maqsime mesxi
ხოოო... თბილისის და მოსკოვის დინამოელების თამაში მაგარი შოუ იყო მააგარი..................
lasha
ვადუცი ლიხტენშტაინის დედაქალაქია და გუნდიც ლიხტენშტაინურია და არა ლუქსემბურგული ;)
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ლევან სალუქვაძე: "დინამოსი" რა ბრალია, ივანიშვილს თუ საჩხერეში გაჩერება არ სურს?
კვირის 1000 წვრილმანი: ანდორა და სან მარინო: საფიქრალი, აი, ეს არის!
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: სიურპრიზების მოლოდინი
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1 - მარკოს თავი [VIDEO]
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
უმაღლესი ლიგა. XXII ტური: თბილისის "დინამომ" და "სამტრედიამ" მოიგეს
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
ᓐᓛᓑᓘცᓘუᓠᓘ "ᓡᓐᓡᓙᓝ" ᓡᓐᓥᓐრᓗᓕეᓚᓝᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓧᓝᓤიᓚ ᓛᓝᓗᓐᓛᓐᓨᓔᓔᓑᓡ ᓘᓛᓐᓢᓔᓑᓡ
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
კვირის 1000 წვრილმანი: სივრცე, რომელსაც ფული ვეღარ მართავს
ლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
რატი წინამძღვრიშვილი: გამოდის, რომ ფეხბურთს უნდა შევეშვა
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2 - ის, რაც გულშემატკივარს უყვარს [VIDEO]
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0 - დამძიმებული "ლოკომოტივი"
კვირის 1000 წვრილმანი: გულახდილი შუსტერი
Tipsbladet: პარუნაშვილს, სავარაუდოდ, გაყიდიან, მისი ფასი 2-4 მილიონ კრონას შორის მერყეობს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
მირიან გეწაძე: ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც თამაშებს არ ყიდულობს და არც ყიდის!
მალხაზ მახარაძე: "იაგელონიას" შარშან 1:0 მოვუგეთ...
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
კვირის 1000 წვრილმანი: კონტრაქტი თუ ჯენტლმენობა?
ლაშა პარუნაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს
კვირის 1000 წვრილმანი: გასტრონომიის ჟამი - ოლიგარქი, ღარიბი და გარდანქეშანი
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ბექა გოცირიძე მარტვილის "მერანში" ერთ თვეა ვარჯიშობს და უკვე 14 კგ დაიკლო
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
დავით ოდიკაძე "შევარდენში" ითამაშებს - მეორე ლიგაში უმაღლესის შემადგენლობით
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
კვირის 1000 წვრილმანი: ლოდინსაც აქვს ზღვარი
ლაშა პარუნაშვილი კარიერას ყაზახეთში განაგრძობს
სიურპრიზი, სახელად "საპოვნელა" - I ლიგა. B ჯგუფი. I ეტაპის შეჯამება
შუქურა-დინამო(ბთ) 2:4 - შაშიაშვილი უშველის? [VIDEO]
უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...