საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დაასრულა და საკვალიფიკაციო ჯგუფში გადაინაცვლა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დაასრულა და საკვალიფიკაციო ჯგუფში გადაინაცვლა, სადაც 13-20 ადგილებისთვის იბრძოლებს.

დავით უსტიაშვილის გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონატის 17 გუნდში მოხვედრა იქნება, რადგან ბოლო 3 გუნდი B დივიზიონში ვარდება.

საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს მეტოქეები მოგვიანებით გამოვლინდებიან, როცა მატჩები ყველა ჯგუფში დამთავრდება.

რაც შეეხება ბოლო ტურის მატჩს, ქართველები სერბეთს შეხვდნენ. სატურნირო თვალსაზრისით მატჩს მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა, რადგან ჯგუფიდან ვერც ერთი ნაკრები ვერ გადიოდა.

სერბებმა პირველი მეოთხედი 21:16 მოიგეს, მეორე მეოთხედში კი ლიდერობა გაიმყარეს და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ - 48:31. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. სერბებმა მატჩი ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანეს და საბოლოოდ 89:52 იმარჯვეს.

ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარს ვერავინ მიაღწია. სამმა კალათბურთელმა კი 8-8 ქულა შეაგროვა - ნიკა რამიშვილმა, შოთა გელაზონიამ და ლერი კვანტალიანმა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ბერძნებმა დაძაბულ ბრძოლაში - 77:74 დაამარცხეს ლიტვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ამ 2 გუნდთან ერთად ჯგუფიდან გერმანია გავიდა, რომელმაც წინა ტურში სერბეთი დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 13 ივნისი

საქართველო 52:89 სერბეთი

16-21, 15-27, 7-20, 14-21

სატურნირო მდგომარეობა

1. საბერძნეთი 4 4/0 296/264 8

2. ლიტვა 4 3/1 323/252 7

3. გერმანია 4 2/2 273/270 6

4. სერბეთი 4 1/3 282/265 5

5. საქართველო 4 0/4 237/360 4

gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა