მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატი "ზახსენრინგის" ტრასაზე გერმანიის გრანპრით გაგრძელდა.

რბოლას წინ უძღოდა საინტერესო მოვლენები, რამაც, საბოლოოდ, ძალიან გააღარიბა ეს ეტაპი. საქმე ისაა, რომ მეორე და მესამე თავისუფალი პრაქტიკების დროს ავარიაში მოყვნენ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ხორხე ლორენსო და წლევანდელი გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი დანი პედროსა. შედეგად, ლორენსოს ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლავიწის ძვლის მოტეხილობის სამკურნალოდ მეორე ოპერაცია დასჭირდა და შემდეგ ეტაპზე - აშშ-ის გრანპრიზე აპირებს დაბრუნებას. რაც შეეხება პედროსას, დაცემისას მანაც ლავიწის ძვალი დაიზიანა, მაგრამ ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა რბოლაში გამოსვლას, თუმცა ტრასაზე გასვლა ვერ შეძლო.

პედროსასა და ლორენსოს არყოფნაში პოული მარკ მარკესმა მოიგო, მეორე კი კელ კრატჩლოუ იყო. თუმცა მათ ჩააგდეს 14 ივლისის სტარტი, რითაც კარგად ისარგებლეს ვალენტინო როსიმ და შტეფან ბრადლმა. ამ უკანასკნელმა პირველი წრის შუაში გაუსწრო როსის და პელოტონის წინა ნაწილმა ასეთი სახე მიიღო: ბრადლი, როსი, ესპარგარო, მარკესი, კრატჩლოუ, ბაუტისტა...

ობიექტურად, ესპარგარო თავისი მოტოთი ვერ შეძლებდა ლიდერთა ტემპით მოძრაობას და ის თანდათან პელოტონის შუაში მოექცა. მარკესმა კი შესანიშნავი კონტრშეტევით გვერდი აუარა ჯერ როსის, შემდეგ ბრადლს და პირველ პოზიციაზე გადავიდა. ახალგაზრდა ესპანელისთვის ხელი არავის შეუშლია და 30 წრის გასვლის შემდეგ გამარჯვება იზეიმა, რითაც ჩემპიონატის ახალი ლიდერი გახდა.

როსიმ და კრატჩლოუმ ერთობლივი მონდომებით ამოაგდეს ბრადლი პოდიუმის პრეტენდენტთა სიიდან. რაც შეეხება მათ პირად დუელს, აქ ინგლისელი იყო უფრო ძლიერი. ბოლოსკენ კრატჩლოუ კომფორტული მანძილით დაშორდა როსის და მარკესსაც დაეწია, მაგრამ შეტევაზე გადასვლა ვერ მოასწრო. ასე რომ, პოდიუმზე ის მრბოლელები ავიდნენ, რომლებმაც ორი კვირის წინ ჰოლანდიაში გამოიჩინეს თავი, ოღონდ სხვა თანმიმდევრობით.

გერმანიის გრანპრი

1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 30 წრე; 2. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +1,559; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +9,620; 4. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +13,992; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +21,775; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +25,080...

საერთო ჩათვლა

1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 138 ქულა; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 136; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 127; 4. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 107; 5. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 101; 6. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 74

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვალენტინო როსის 993 დღე

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი მესამედ გაჩემპიონდა
ვალენტინო როსისთვის სეზონი დასრულდა
მოტოგრაპრი: მარკესმა მოიგო, ლეგენდა ლიდერია
მოტოგრანპრი.: უცნაური ეტაპი და აღდგენილი ინტრიგა
მოტოგრანპრი: ლორენსოს ზედიზედ მესამე ტრიუმფი
ვალენტინო როსი ბრუნდება
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ლორენსოს ვერ აჩერებენ
მოტოგრანპრი: ხორხე ლორენსო სამგზის ჩემპიონია
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ჩემპიონი მარკ მარკესი ცუდ ფორმაშია
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი ჟურნალისტებს დაერია
ᓛᓝᓢᕝᕒᓠᓐᓜᓞᓠᓘ: ᕛᓐᓠᕙᓔᓡᓘᕡ ᓝᓗᓮᓘᓓ
მოტოგრანპრი: ტაქტიკოსი მარკ მარკესი
მოტოგრანპრი: საუკეთესო რბოლა სეზონში
არის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი!
მოტოსპორტი: როსის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი წინ გაიჭრა
საშინელი ავარია 310 კმ/სთ-ზე MOTO GP-ში - ლეგენდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა [VIDEO]
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სან მარინო მარკესმა მოიგო
მოტოგრანპრი: ორბორბლიანებმაც დაიწყეს
"ᓰᕝᓜᕓᓐ"