სოსო ფრუიძის შეგირდები შვეიცარიულ გუნდთან პირველ შეხვედრას 18 ივლისს სტუმრად გამართავენ, საპასუხო კი 25 ივლისს ელით
ლიხტენშტეინური ბარიერის გადალახვის შემდეგ საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქმეს შვეიცარიულ "თუნთან" დაიჭერს.
მასთან პირველ შეხვედრას სოსო ფრუიძის გუნდი 18 ივლისს სტუმრად გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი "ჩიხურას" 25 ივლისს ელის.
იმის მიუხედავად, რომ "თუნის" ისტორია უკვე 115 წელიწადს ითვლის, ამ კლუბის მატიანეს წარმატებული ნამდვილად არ ეთქმის. "თუნი" არაერთხელ გავარდნილა რანგით პირველი შვეიცარიული ლიგიდან.
ევროასპარეზზე დებიუტი "თუნს" 21-ე საუკუნეში ჰქონდა და საკმაო წარმატებებსაც მიაღწია. უპირველესად, 2005-06 წლების სეზონი უნდა გავიხსენოთ, როცა "ჩიხურას" ამჟამინდელმა მეტოქემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და თავი არც იქ შეურცხვენია – ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა.
ბოლოს "თუნი" ევროტურნირებზე 2011-12 წლების სეზონში გამოდიოდა, როცა ევროპის ლიგაზე პლეი ოფის სტადიამდე მიაღწია. არსებობის ისტორიაში "ჩიხურას" მეტოქეს ევროასპარეზზე მხოლოდ 18 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 6 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.
"თუნში" ერთი სეზონი აქვს გატარებული თბილისის "დინამოს" ყოფილ თავდამსხმელ სანდრო იაშვილს, რომლის შვეიცარიული კარიერაც წარუმატებელი გამოდგა.
გასულ სეზონში "თუნმა" შვეიცარიის ათგუნდიან სუპერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 13 გოლით შვეიცარიელი ფორვარდი მარკო შნუვლი გახდა.
"თუნს" ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე არ უთამაშია, "ჩიხურას" მოწინააღმდეგე ბრძოლაში პირდაპირ მეორე რაუნდიდან ჩაერთვება.
დაარსდა 1898 წელს
ფერები: წითელი, თეთრი
პრეზიდენტი: მარკუს შტელი
მთავარი მწვრთნელი: ურს ფიშერი
სტადიონი: არენა თუნი (ტევადობა 10 300)
მეკარეები: 1. გიომ ფავრი, 18. ფრანჩესკო რუბერტო, 22. დავიდ მოსერი;
მცველები: 3. ლუკას შენკელი, 5. ფულვიო სულმონი, 14. ნიკოლას შინედლორცი, 20. დავიდ ფრეი, 26. თომას რაინმანი, 27. ენრიკო სკირინცი (იტალია), 33. ბენიამინ ლუტი;
ნახევარმცველები: 6. როლანდ ბეტიგი, 7. ლუკა ძუფი, 8. მიხაელ ზიგფრიდი, 10. მილოშ კრსტიჩი (სერბეთი), 17. დენის ჰედიგერი, 21. ნელსონ ფერეირა (პორტუგალია), 25. კევინ ბიგლერი, 28. ანდრეას ვიტვერი, 32. მატიო სალამანი (საფრანგეთი), 35. სეკუ სანოგო (კოტდივუარი);
თავდამსხმელები: 9. ბერატ სადიკი (ფინეთი), 11. იოზეფ მარტინესი (ვენესუელა), 15. მარკო შნუვლი, 16. კასიო (ბრაზილია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვადუცი-ჩიხურა 1:1 - სოსო ფრუიძე მართალს ამბობდა... [VIDEO]
ჩიხურა-ვადუცი 0:0 - ერთი დონის მეტოქეები
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი არაბა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
გიორგი ქვილითაია: არც ვიცი, დავიჯერო თუ არა?..
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
სპორტრეტი. ლევან ყენია - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...