საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთში 13 და 14 ივლისს 2 საკონტროლო მატჩი გამართა და მასპინძელ თანატოლთა ნაკრებს მოგება-წაგებით გაეყარა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთში 13 და 14 ივლისს 2 საკონტროლო მატჩი გამართა და მასპინძელ თანატოლთა ნაკრებს მოგება-წაგებით გაეყარა.

პირველი შეხვედრა გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 20 ქულით - 56:76 წააგო, თუმცა, როგორც მატჩის მსვლელობას ეტყობოდა, ქართველებს მოგება შეეძლოთ.

ნაკრების მენეჯერის, შოთა ბენდელიანის თქმით, ესტონელებმა მეორე მეოთხედში ქართველების ინერტულობით ისარგებლეს და მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.

რადიკალურად განსხვავებული გამოდგა მეორე შეხვედრა, რომელშიც ქართველმა 16-წლამდელებმა 18-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს.

ორივე მატჩის სასტარტო ხუთეულში ითამაშეს გიგი გოგობერიშვილმა, ლევან გოგალაძემ და ვილი ისიანმა.

ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად გამოირჩეოდა და ორივე მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა. პირველ ჯერზე ისიანმა 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, 14 ივლისს კი ქართველების გამარჯვებაშიც ორმაგდუბლიანი წილი დაიდო - 15 ქულა და 10 მოხსნა.

საქართველოს ნაკრები 15 ივლისს გეზს ბულგარეთისკენ აიღებს, სადაც - 17 და 18 ივლისს მასპინძელთა ნაკრებთან 2 საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

თბილისში დაბრუნებული ნაკრების შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელი ცვლილებებს მოახდენს, 2 კანდიდატის ნაცვლად გუნდში 3 სხვას ჩასვამს და ბულგარეთში 13 მოთამაშით გაემგზავრება.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ტალინი. 13 ივლისი

ესტონეთი 76:56 საქართველო

19:29, 25:7, 15:12, 17:17

საქართველო: გოგალაძე (4), გოგობერიშვილი (11), ლომიძე (4), ალიევი (6ქ, 4მ), ისიანი (15ქ, 15მ, 3ჩ); კერესელიძე (2), ქვარაია, ცქიფურიშვილი (8), თვალაბეიშვილი (2), გიორგაძე (2), სხირტლაძე (2), აფხაზავა

საქართველო 61:43 ესტონეთი

24:12, 9:7, 14:10, 14:14

საქართველო: გოგალაძე (8ქ, 4მ), გოგობერიშვილი (6ქ, 5 მ, 3პ), სხირტლაძე, გიორგაძე (2ქ, 5მ), ისიანი (15ქ, 10მ, 3ჩ), ალიევი (4ქ, 4მ, 5 დაფარება), კერესელიძე (2), ქვარაია, ცქიფურიშვილი (5ქ, 5მ), ლომიძე (15), თვალაბეიშვილი, აფხაზავა (4ქ, 4მ, 2ჩ)

gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა