საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-13-მე-20 ადგილებისთვის ბრძოლა მასპინძლებთან წაგებით დაიწყო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-13-მე-20 ადგილებისთვის ბრძოლა მასპინძლებთან წაგებით დაიწყო.

დავით უსტიაშვილის გუნდი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: ევროპის ჩემპიონატამდე გუნდის ლიდერი ბექა ბურჯანაძე გამოაკლდა, ხოლო ჩემპიონატის მსვლელობისას კიდევ ერთმა ლიდერმა, გიორგი ცირეკიძემ ტვინის შერყევა მიიღო.

ლიდერების გარეშე დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან 52:74 წააგო. მასპინძლები, რომლებიც ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, A დივიზიონში დასარჩენად იბრძვიან და საქართველოსთან მოგებით ხელსაყრელ სიტუაციაში არიან.

ესტონელები თავიდანვე დაწინაურდნენ და მატჩიც ისე გაილია, საქართველოს წარმატების შანსი არ მისცემია.

პირველ პერიოდში ქართველებმა ლერი კვანტალიანის აქტიურობით მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს და მეოთხედი 16:20 დათმეს. მეორე და მესამე პერიოდები საქართველომ 10-10 ქულით წააგო და მატჩის ბედიც მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა.

ქართველთაგან 13 ქულით საუკეთესო ოთარ ფხაკაძე იყო, 10 ქულა დააგროვა რევაზ როგავამ, ხოლო შოთა გელაზონიამ - 6 ქულა და 14 მოხსნა.

ქართველებმა ფარზე ტოლი არ დაუდეს მეტოქეს. საბოლოოდ ორივე გუნდს 46-46 მოხსნა დაუგროვდა, თუმცა ესტონელებმა მეტი სიზუსტით ისროლეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

ჩვენი საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორე მატჩში ბულგარეთმა დაძაბულ ბრძოლაში - 61:57 დაამარცხა შვედეთი. საქართველოს ნაკრები 16 ივლისს ბულგარეთს, თბილისის დროით 12:15 საათზე ეთამაშება.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 15 ივნისი

საქართველო 52:74 ესტონეთი

16-20, 12-22, 7-17, 17-15

gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა
U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]
16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!