ჩემპიონთა ლიგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
ვერაფერს ვიტყვით, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგას და საერთოდ, ევროტურნირებს მართლაც შთამბეჭდავი ანგარიშით დაუბრუნდა! ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ 16 ივლისს გამართულმა შეხვედრამ ამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობა გამოავლინა და ერთი კვირის მერე გასამართავი საპასუხო მატჩი ფორმალობაღა იქნება.

ჰო, ვერავინ დარჩებოდა გულგრილი "დინამოს" შედეგიანი თამაშის შემხედვარე (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში): რაც უნდა სუსტი მეტოქის კარის მიმართულებით გუნდი 26-ჯერ რომ დაარტყამს, დადებით ემოციებს აღძრავს! კი ბატონო, "დინამოს" მეტოქე ფარერების წარმომადგენელი იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველაფრის გარკვევა რატომ არ უნდა გვიხაროდეს?

არც იმის უთქმელობა იქნება, რომ ჩვენი ჩემპიონის თამაშში ყველაფერი იდეალურად არ იყო: ცოტა არ იყოს, უსიამოვნოზე მეტად გამოიყურებოდა სტუმართა ერთი-ორი მწვავე შეტევაც და ის ფაქტ(ებ)იც, როცა ზოგიერთი დინამოელი სათამაშო დისციპლინას არად დაგიდევდა და ზედმეტი ინდივიდუალიზმით ერთობოდა.

არც ის მართლაც უაზრო გაფრთხილებები მოგვეწონა: "სტრეიმურის" დონის გუნდთან (თანაც, მოედნის ცენტრში) ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი არ უნდა მიიღოს!

კიდევ იყო "დინამოს" თამაშში რამდენიმე ისეთი დეტალი, სამწვრთნელო შტაბსაც რომ ჩააფიქრებდა და უფრო მეტსაც ვიტყვით: "სტრეიმურზე" ძლიერი გუნდი (მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი სწორედ ასეთი კატეგორიის მეტოქე გვეყოლება) ამდენ პოზიციურ შეცდომას არ გვაპატიებს. თანაც, ამ შემთხვევაში მხოლოდ უკანახაზელთა თუ მეკარის შეცდომას კი არა, იმასაც ვგულისხმობთ, როცა პირველ ტაიმშიც და მეორის დასაწყისში რამდენიმე მშვენიერი მომენტი გავანიავეთ;

ისიც არ მოგვეწონა, ტრავმირებული ირაკლი ძარიას მოედნიდან გასვლის შემდეგ მოედნის ცენტრალურ რგოლში ბურთს რომ ვერ ვინარჩუნებდით, თუმცა, მერე და მერე ყველაფერი დალაგდა და, რაც მთავარია, მეტოქესთან შედარებით, კლასში უპირატესობაც გამოჩნდა!

ჰო, მართლაც ასე იყო: ფარერელები, ვიდრე შეეძლოთ, მეტ-ნაკლებად უძალიანდებოდნენ მასპინძლებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა "დინამომ" მეორე ტაიმი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა და ერთიმეორეზე უკეთესი გოლებითაც გვასიამოვნა!

რეკორდს რაღა უკლდა?..

...ერთი გოლიც და "დინამო" ევროტურნირებზე საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებდა - ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს ხომ აქამდე საუკეთესო შედეგი 2011 წელს ჰქონდა, როცა უელსურ "ლანელის" 5:0 მოუგო;

სხვათა შორის, "დინამოს" მშვენიერი შანსი ჰქონდა, ქართულ კლუბებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენიც გამხდარიყო - მეტოქის კარში 7 გოლი დღემდე არც ერთ ჩვენს გუნდს არ გაუტანია!

თუმცა, "დინამომ" კლუბის ისტორიაში 16 ივლისს ერთი კი არა, ორი რეკორდი მაინც დაამყარა: ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვა და, საერთოდ, ევროტურნირებზე პირველად შეძლო მეტოქის კარში ექვსი გოლის გატანა!

იხილეთ ვიდეო

უცნაური ტაიმი

მატჩის წინაც ვწერდით, რომ აქამდე ფარერელებს ხუთჯერ ვუმასპინძლეთ და წინა ხუთივე დაპირისპირებაში ქართულმა გუნდებმა გაიმარჯვეს; თანაფარდობა არც "სტრეიმურთან" მატჩის მერე შეცვლილა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პირველ ტაიმში, ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოვიდგენდით მატჩის საბოლოო ანგარიშს.

წინა სეზონის განმავლობაში "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი ძირითად შემადგენლობაში როტაციას მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას თუ ახდენდა. ახლაც, ფაქტობრივად, ადვილი გამოსაცნობი იყო "დინამოს" სასტარტო შემადგენლობა, ერთადერთი პოზიციის გარდა: ტრავმირებული პეტერ გრაიციარის ადგილი რომელ ფეხბურთელს უნდა დაეკავებინა.

საბოლოოდ ჩეხმა სპეციალისტმა სწორი გათვლა გააკეთა: მარცხენა ნახევარმცველად დავით კვირკველია გაამწესა, ამის გამო კი საპირისპირო ფრთაზე გადასვლა გიორგი მერებაშვილს მოუწია. მატჩის პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვირკველიას კუთხურს მოჰყვა, როცა ლევან ხმალაძის თავური დარტყმა სტუმართა მეკარემ დიდი გაჭირვებით მოიგერია. ასეთი დასაწყისის მერე ყველა სწრაფ გოლს ველოდით, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრებმა ერთი-ორჯერ მარჯვნიდან შემოგვიტიეს და ლეიფ ნიკლასენს ცოტა მეტი კლასი რომ ჰქონოდა, შესაძლოა, დავესაჯეთ კიდეც.

იხილეთ ფოტოგალერეა

ამასობაში "დინამოს" შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა, თუმცა დუშან უჰრინს გადაადგილებები არ მოუხდენია: გუნდის ახალწვეულმა ელგუჯა გრიგალაშვილმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა და მატჩის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელადაც იქცა!

ერთადერთი, რაც თვალში მოგვხვდა, გარკვეული დროის განმავლობაში კვირკველიასა და მერებაშვილის მიერ ფლანგების გაცვლა იყო;

მერე იყო ის ორწუთიანი მონაკვეთი, როცა ყურადღების ცენტრში გიორგი ლორია მოექცა: საქართველოს ნაკრების მეკარემ ჯერ არნბიორნ ჰანსენის დარტყმა მოიგერია, მომდევნო ეპიზოდში კი... შეტევა წამოიწყო, რომელიც გივი კვარაცხელიამ ეფექტურად გააგრძელა, მაგრამ ჩისკოს არანაკლებ მოხდენილ დარტყმას სტუმართა მეკარის უშეცდომო თამაში მოჰყვა.

"დინამოს" ამის მერეც ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ვერც მერებაშვილმა და ვერც ჯაბა დვალმა ეს მომენტები ვერ გამოიყენეს.

ამას კი მართლაც უცნაური ხუთწუთიანი მონაკვეთი მოჰყვა, ერთდრულად სამი გოლი რომ ვიხილეთ! გრიგალაშვილის წამოწყებული კომბინაცია ჩისკომ შორეულ ძელთან ზუსტი გადაცემით გააგრძელა, სადაც ყველას უსტარიცმა დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

ვინ წარმოიდგენდა, რომ გოლის მერე სტუმრები "დინამოს" საჯარიმოსთან მიახლოებას "გაბედავდნენ", მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ასეც მოხდა: "სტრეიმურმა" მარცხენა ფლანგიდან შემოგვიტია, გამოსვლაზე ლორია შეცდა და გლიშიჩისგან რიკოშეტით ბურთი ჩვენს კარში აღმოჩნდა!

თუმცა პირველი ტაიმი ამით არ დამთავრებულა: ჩისკომ მეორე საგოლე პასი მიითვალა და დვალმაც ახლო მანძილიდან, ერთი შეხებით, ზუსტად გადაგზავნა ბურთი სტუმართა კარში!

გოლთაცვენა და მშვენიერი შენაძენი

...მეორე ტაიმის საწყის 25 წუთში "დინამომ" რაც მომენტები გაანიავა, ერთდროულად რამდენიმე მატჩს "ეყოფოდა": განსაკუთრებით კი, დვალსა და მერებაშვილს არ უმართლებდათ. ამათ გარდა, გოლის გატანა შეეძლოთ ხმალაძეს, კვირკველიას, კვარაცხელიას.

და აი, ამ დროს, როცა, ფაქტობრივად, "ცალკარა" წავიდა, სტუმრებს 100-პროცენტიანი შანსი მიეცათ: ზემოთ ნახსენები არნბიორნ ჰანსენი გიორგი ლორიასთან პირისპირ გავიდა, ერთი შეხედვით, ჭკვიანურადაც გაგზავნა ბურთი შორეულ დაუცველ კუთხეში, თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, სულ ოდნავ არაზუსტად დაარტყა...

...71-ე წუთზე "დინამოს" შემადგენლობაში კიდევ ერთი ახალწვეული, კოტდივუარელი პატრიკ ვუო გამოჩნდა და ამ ათლეტურმა ცენტრფორვარდმაც უნდა თქვას, დებიუტი მქონდაო!

შეგახსენებთ, რომ ვუო სულ რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხა "დინამოში" და პირველსავე მატჩში "დუბლი" შეასრულა!

რა თქმა უნდა, ერთი მატჩით ძნელია ფეხბურთელის შესაძლებლობების განსაზღვრა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ასეთი ტიპის ცენტრფორვარდი "დინამოს" ჰაერივით სჭირდებოდა.

ისე, ვუოს გარდა, გრიგალაშვილის ჩინებულ ბურთაობასაც ვერ ავუვლით გვერდს - 23 წლის ნახევარმცველის გოლი და საგოლე პასი აღმოჩნდა გარდამტეხი ამ შეხვედრაში, რასაც ვუოს "დუბლი" და ჩისკოს ზუსტი დარტყმაც უნდა "მივათვალოთ". ისე, თუ ფეხბურთში კანონზომიერება არსებობს, 16 ივლისს ჩისკოს მოედანი უგოლოდ არ უნდა დაეტოვებინა და ასეც მოხდა!

...მატჩის ბოლოს კი დუშან უჰრინის უკვე "ტრადიციად ქცეული" სვლაც ვიხილეთ: მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჩისკო იმიტომაც შეცვალა, რომ ესპანელი ფორვარდი გულშემატკივრების ტაშს ნამდვილად იმსახურებდა;

ისე, როგორც მთელი გუნდი...

მატჩის შემდგომი კომენტარები:

დუშან უჰრინი: გრიგალაშვილი ძალიან კარგად შემოვიდა

ჩისკო: "სტრეიმურთან" კარგი მატჩი ჩავატარეთ

უსტარიცი: არ გვინდოდა "სტრეიმურისთვის" შანსების მიცემა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემური
კარგად შემოვიდა ვოუ,რაღაც იმედები გააჩინა ,ისე თამაშის ხარისხი დაბალი იყო,აშკარად გვაკლია მაღალი კლასის ფეხბურთელები.
irakli
როგორც კი მოუმატეს ჩვენებმა მაშინვე შექმნეს მომენტები და გამოიყენეს ასე რომ კმაყოფილები უნდა ვიყოთ მათი თამაშით
Toko
მიხო, პირველი ტაიმის მერე მეხც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თუმცა ბოლო 20-25 წუთი ძალიან გავდა მოსკოვის დინამოსთან ჩატარებულ შეხვედრას (რომელიც პრაქტიკულად აღმაფრენა იყო). ეს იმედს მიტოვებს, რომ ბიჭები თანდათან მოუმატებენ და მართლაც უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებენ.
zveli baleshiki
მიხო, გუნდი როცა იგებს, კაცმა ერთი სიტყვა მაინც უნდა თქვას დადებითი. ბუნებრივია კრიტიკაც მისაღებია, მაგრამ შენ ისე გაღელვებს დინამოს ბედი, როგორც მე მისი გუშინდელი მეტოქისა.
giorgi
მიხო-მართალი ხარ, 26 ჯერ კი არა შეიძლება 2-3 დარტყმის საშუალებაც არ მოგვცეს შემდეგმა მეტოქემ და რა ყველას გავიტანთ? მე მგონი კარში დარტყმაზე რო ივარჯიშონ ბიჭებმა არ აწყენთ. და მთავარი მეტოქეს 1-1 ზეც კი ქონდა რამდენიმე მომენტი, ძელსაც გაარტყეს,უფრო სერიოზული გუნდი ამას არ გვაპატიებს,საცოდავი საყურებელი იყო ჩვენი მცველი როცა მეტოქემ უბრალოდ სირბილში დაჯაბნა და პირისპირ გავიდა.
მიხო
ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს, სომართლე უნდა ითქვას - ჩვენებმა უსუსურად ითამაშეს, საცოდაობა იყო მათი ყურება. ეს ანგარიში თავიდან ბოლომდე მეტოქის დამსახურებაა. ლიგაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, შემდგომ ეტაპზე შეგვხვდება რომელიღაც საშუალო ევროპული გუნდი და დამთავრდება ჩვენი ზღაპარი.
მამარდაშვილის და კვარაცხელიას გუნდი მთავარ პრეტედენტებში - Optas სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა
ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით
პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓧᓐᓖᓐᓮᓣᓠ "ᓐᓥᓢᓝᓑᓔᓡᓗᓐᓜ" ᓨᓘᓜ ᓓᓐᓛᓐᓠᓪᓮᓓᓐ
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓑᓔᓚᓒᓘᓣᓠ "ᓒᓔᓜᓢᓗᓐᓜ" ᓓᓐᓛᓐᓠᓪᓮᓓᓐ - 1:3 [VIDEO]
ᓓᓘᓜᓐᓛᓝ-ᓐᓥᓢᓝᓑᓔ 0:1 - ᓨᓔᓛᓖᓐᓠᓐᓕᓘ ᓠᓔᓐᓚᓝᓑᓐ [VIDEO+PHOTO]
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
თბილისის "დინამო" სეზონის განახლებისთვის სრულფასოვან მზადებას იწყებს
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ" ᓩᓔᓮᓣᓠᓘ ᓓᓘᓐᓡᓞᓝᓠᓐ ᓘᓖᓠᓓᓔᓑᓐ
ᓑᓔᓚᓒᓘᓣᓠᓘ ᓡᓘᓜᓓᓠᓝᓛᓘ ᓓᓐ ᓙᓘᓓᓔᓕ ᓔᓠᓗᓘ ᓔᓡᓞᓐᓜᓔᓚᓘ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ"
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა