სპორტის მინისტრი ზუგდიდს ეწვია და კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებსა და 200-მდე გულშემატკივარს შეხვდა
"ლელო" წერდა, ზუგდიდელმა გულშემატკივრებმა ხელმოწერების შეგროვება რომ დაიწყეს მოთხოვნით, "ზუგდიდი" დროულად დააფინანსონ, რათა ახალ სეზონს მომზადებული დახვდეს და აუშენონ ორი წლის წინათ დანაპირები თანამედროვე სტადიონი.

მოგეხსენებათ, გუნდს დღემდე არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი და უცნობია, რა ოდენობის ბიუჯეტი ექნება, ან ექნება თუ არა საერთოდ.

16 ივლისს კი ზუგდიდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ეწვია და კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებსა და 200-მდე გულშემატკივარს კინოთეატრ "ატრიუმში" შეხვდა.

დასაწყისში მინისტრმა ილაპარაკა რაგბის, წყალბურთის, კალათბურთის, ფეხბურთისა და ზოგადად, სპორტის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სპორტისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე.

შემდეგ ყიფიანი კლუბში შექმნილ ვითარებასაც შეეხო, თუ როგორ უნდა გამოვიდეს "ზუგდიდი" კრიზისული მდგომარეობიდან. ბოლოს კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა...

"მინდა გითხრათ, რომ "ზუგდიდი" აქამდე არ უნდა მოსულიყო, იმდენად დიდი ბიუჯეტი ჰქონდა. ეს თანხა სავსებით საკმარისი იყო, რომ არათუ ნორმალური, არამედ ძალიან ძლიერი კლუბი ჩამოყალიბებულიყო.

ჩემთვის გაუგებარია, ეს თანხა სად წავიდა და რას მოხმარდა. მეტიც - "ზუგდიდის" ბიუჯეტი ლამის საჩხერის "ჩიხურას" მაჩვენებელს უტოლდებოდა.

აქვე ვიტყვი, რომ ფეხბურთის ფედერაციასაც სოლიდური წლიური ბიუჯეტი ჰქონდა - 55 მილიონ ლარზე მეტი.

წინა სეზონში ასევე გამოირჩეოდა გორის "დილა", რომელსაც სახელმწიფო, დაახლოებით, 10 მილიონი ლარით დაეხმარა", - განაცხადა ყიფიანმა.

მან "ზუგდიდის" მომავალზეც ილაპარაკა, რადგან გულშემატკივრებმა მინისტრს სთხოვეს, ყველა ღონე ეხმარა, გუნდი არ დაშლილიყო.

"ერთი კვირაა, რაც გუნდი შეიკრიბა, მაგრამ ჯერ არაფერი გარკვეულა. თუ ასე უმოქმედოდ ვიქნებით, ზუგდიდს გუნდი აღარ ეყოლება, ეს კი ზოგადად, ქართულ ფეხბურთზეც ცუდად აისახება", - განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

"ზუგდიდი ისეთი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქია, რომ აქ გუნდი აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, ზუგდიდი უგუნდოდ არ დარჩეს", - თქვა მინისტრმა.

მან სტადიონის პრობლემაზეც ილაპარაკა და თემა განავრცო:

"არა მარტო ზუგდიდის, არამედ ბათუმის სტადიონის მშენებლობების საკითხსაც შევეხები. მომავალი წლიდან სტადიონის მშენებლობა ორივე ქალაქში დაიწყება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზუგდიდელი ქომაგები: დაგვიბრუნეთ სტადიონი!

"ზუგდიდში" კატასტროფული ვითარებაა - გულშემატკივრები აქციებზე ფიქრობენ

bedo
ლევან კიპიანო დაგუპე სპორტი აზრზე არ ხარ არაპრის.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა