25 წლის ფეხბურთელი გუნდში არ გამოჩენილა არც სამედიცინო შემოწმებისას და არც მას შემდეგ, რაც "ზესტაფონი" სერბმა სპეციალისტმა რატკო დოსტანიჩმა ჩაიბარა და გუნდმა ვარჯიში დაიწყო
ოფიციალურად, 25 წლის თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონის" ფეხბურთელია, მაგრამ გუნდში არ გამოჩენილა არც სამედიცინო შემოწმებისას და არც მას შემდეგ, რაც "ზესტაფონი" სერბმა სპეციალისტმა რატკო დოსტანიჩმა ჩაიბარა და გუნდმა ვარჯიში დაიწყო.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით "ზესტაფონის" პრესსამსახურს მივმართეთ და გვითხრეს, რომ გორგიაშვილის არგამოჩენის მიზეზი უცნობია და კლუბი არკვევს, თუ რაშია საქმე.

ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს არაორდინარულ შემთხვევასთან. დასამალი არავისთვის არის, რომ ბოლო პერიოდში თვითონ "ზესტაფონი" იყო გაურკვევლობაში, არ იყო გადაწყვეტილი, ვინ უპატრონებდა კლუბს, მაგრამ ამ დროისთვის თითქმის ყველაფერი გარკვეულია, "ზესტაფონმა" უცხოელი მწვრთნელიც მოიყვანა და მართლაც გაუგებარია, რატომ არ ჩანს "ზესტაფონის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი.

კლუბში ისიც გვითხრეს, რომ გორგიაშვილს "ზესტაფონთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

გორგიაშვილი 2005 წელს მივიდა "ზესტაფონში", ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ და გუნდის ძირითადი შემადგენლობის საკვანძო ფეხბურთელიც გახდა. ის მაშინ დაწინაურდა, როცა "ზესტაფონს" ჯერ კიდევ გია გეგუჩაძე თავკაცობდა. მისი პროგრესი არც ნაკრების ხელმძღვანელობას გამოეპარა და ზესტაფონელი არაერთხელ იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში. სამი კეპი - ასეთია თორნიკეს ნაკრებული მონაგარი.

ცხადია, სანამ ფეხბურთელის პოზიცია არ გახდება ცნობილი, დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა სადავო არ უნდა იყოს, რომ ფეხბურთელის გუნდში არგამოჩენა და კლუბისთვის მიზეზის არშეტყობინება ნამდვილად უცნაურია.

გორგიაშვილი ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ, ოდნავ აწოწილი, მოქნილი და აგრესიული. ასეთი საყრდენი შუახაზელი ბევრი გუნდისთვის არის სანატრელი და თქმა რად უნდა, რომ სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელია. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომელიმე გუნდს ცხოვლად სურდეს მისი აყვანა და ეს იყოს მისი გაუჩინარების მიზეზი, თუმცა კონტრაქტი ამოწურული არ აქვს "ზესტაფონთან" და ფეროელთა კლუბთან მოლაპარაკების გარეშე სხვაგან ვერ გადავა.

შესაძლოა, გორგიაშვილს ფინანსური პრეტენზიებიც ჰქონდეს "ზესტაფონთან".

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ზესტაფონი VS სპარტაკი - სხვადასხვა მიზანი
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
"ზესტაფონი": გია გეგუჩაძის მომავალი, თურქული შეკრება და ორი ტრანსფერი
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ახალი ესპანელი "დინამოში" - მანუელმა "ოსასუნასთან" კონტრაქტი გაწყვიტა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება