"...ხელფასები ყველას უმცირდებოდა და ასეთ პირობებში მუშაობას აზრი არ ჰქონდა, რადგან დიდი ამბიცია გვქონდა"
16 ივლისს რუსთავის "მეტალურგი" გუნდის უფროსმა ირაკლი (აკა) ქავთარაძემ დატოვა. ინფორმაცია თავად ქავთარაძემ დაგვიდასტურა.

"დიახ, "მეტალურგიდან" მართლაც წამოვედი, რადგან ბიუჯეტის შემცირება დაიწყეს, ხელფასები ყველას უმცირდებოდა და ასეთ პირობებში მუშაობას აზრი არ ჰქონდა, რადგან დიდი ამბიცია გვქონდა.

ახალ პირობებში კი არც ვიცი, გუნდი რა მიზნებს დაისახავს.

გული სწორედ ამაზე მწყდება, რადგან ეს გუნდი მართლაც წესიერებით მოვიტანეთ, ჩემი მეორე ოჯახივით იყო და ასეთ დროს იოლად ამ ნაბიჯს ვერ გადადგამ.

მადლობა მითხრეს გაწეული სამსახურისთვის, მაგრამ წამოსვლა ვამჯობინე - ასეთია ცხოვრება. თუმცა მინდა, ბიჭებს და "მეტალურგს" წარმატება გულწრფელად ვუსურვო", - ამბობს ქავთარაძე.

ქავთარაძე საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ და "მეტალურგს" კლუბების არაფორმალურ გაერთიანებაში, "12-თა საბჭოში" წარმოადგენდა.

საერთოდ, რუსთაველთა აწ უკვე ყოფილი გუნდის უფროსი საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს - მისი წესიერებისა და ადამიანებთან ურთიერთობის ამბავიც არახალია.

გასაოცარი და ძნელი ასახსნელია, "მეტალურგმა" ამით რა მოიგო - ქავთარაძე ხომ ბევრ პრობლემას სწორედ პიროვნული ავტორიტეტის ხარჯზე აგვარებდა. თუმცა ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ კლუბი სპორტულმა დირექტორმა კახა კოპალეიშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმაც დატოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

versia
ავტორი ვაზელინცხებულ კომენტარებს უნდა ერიდებოდეს - დაახლოებით ისეთს, ბოლოდან მეორე და მესამე აბზაცებში რომაა. ეს მის პროფესიულ მოღვაწეობას მხოლოდ ჩრდილს აყენებს :)
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო