ლიოვი შვედეთთან მატჩისთვის ჰოლტბის, შიურლეს, გიოტცეს, გროსკროიტცს და ჰუმელსს გამოიძახებს
გერმანიის ნაკრები 17 ნოემბერს შვედეთს ამხანაგურად ეთამაშება და ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა საშვედეთო შემადგენლობა დღეს უნდა დაასახელოს, მაგრამ გაზეთმა „ბილდმა“ იოგის გუშინვე გაამხელინა იმ ხუთი ახალგაზრდა ფეხბურთელის ვინაობა, რომელთა გერმანიის ნაკრებში გამოძახება ფაქტობრივად გარდაუვალი იყო. ლიოვმა „ბილდს“ განუცხადა, რომ მაინცელები ანდრე შიურლე და ლუის ჰოლტბი, ასევე დორტმუნდის „ბორუსიას“ სამი ახალგაზრდა ტალანტი, კევინ გროსკროიტცი, მარიო გიოტცე და მატს ჰუმელსი ბუნდესგუნდის საშვედეთო განაცხადში აუცილებლად მოხვდებიან.

იოგი ბოლო დროს განსაკუთრებით დორტმუნდელი ტალანტებითაა აღფრთოვანებული - არცაა გასაკვირი, „ბორუსია“ ხომ ბრწყინვალე ფორმაშია და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. „მიმდინარე სეზონში ხუთივე ფეხბურთელი შესანიშნავად თამაშობს. ვფიქრობ, ძალიან მალე ეს მოთამაშეები უმაღლესი კლასის ფეხბურთელებად ჩამოყალიბდებიან. ბოლო დროს ბევრი მაკრიტიკებს იმის გამო, რომ ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეებს პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში ვეპატიჟები. ყველა იმას იმეორებს, რომ ადრე გერმანიის პირველ ნაკრებში მოხვედრისთვის არაერთი ეტაპის გადალახვა იყო საჭირო. ჩემს შემთხვევაში კი ასე არ არის და არც იქნება. როდესაც ვგრძნობ, რომ ესა თუ ის ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე მზად არის იმისათვის, რომ ბუნდესგუნდში ითამაშოს, ასეთებს აუცილებლად გამოვიძახებ,“ - უთხრა ლიოვმა „ბილდს“.

ლიოვს ყველაზე მეტად 18 წლის გიოტცეს, 20 წლის შიურლესა და 20 წლის ჰოლტბის საქმეში ნახვა აინტერესებს. 22 წლის გროსკროიტცისა და 21 წლის ჰუმელსისგან განსხვავებით, ზემოთ ხსენებულ ტრიოს გერმანიის ნაკრებში აქამდე არასდროს უთამაშია. დიდი შანსია, რომ იოგიმ ეს ხუთი ფეხბურთელი შვედეთთან სულაც ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს. სამაგიეროდ, იოგი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა