ბობო სამწვრთნელო ამპლუაში
ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ექსტრა-კლასის ცენტრფორვარდების მკვეთრი დეფიციტია და ეს მართლაც ასეა... ედინსონ კავანი, რადამელ ფალკაო და ალბათ კიდევ ორი-სამი მოთამაშე, რომლებსაც სეზონში 40 და მეტი გოლის გატანა შეუძლიათ - გოლების ამ რაოდენობით ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდოც დაიკვეხნიან, მაგრამ არც ერთი და არც მეორე კლასიკური ცენტრფორვარდის ტიპს არ მიეკუთვნება.

ასეთი იყო კრისტიან ვიერი, გოლების მანქანა, რომელსაც ყველგან გაჰქონდა, სადაც კი უთამაშია - გუნდები კი, იცოცხლეთ, ბევრი მოიარა. ბობო ვიერიმ 40 წლის ასაკში სამწვრთნელო ლიცენზია აიღო და იტალიელ ჟურნალისტთა ყურადღებაც მიიპყრო. მოვუსმინოთ ახლად გამომცხვარ მწვრთნელს, რომელსაც პრესის ფურცლებზე იშვიათად შეხვდებით...

სამწვრთნელო ლიცენზია

ლიცენზიის აღება დიდი ხანია, მინდოდა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სურვილის ასრულება გამიჭიანურდა. ვერ ვიტყვი, რომ მომდევნო სეზონიდან რომელიმე გუნდის გაწვრთნას ვაპირებ, მაგრამ რადგან ლიცენზია ავიღე, სამომავლოდ მწვრთნელის ამპლუაში აუცილებლად მიხილავთ. სიმართლე გითხრათ, ბავშვებთან მუშაობის დიდი სურვილი არ მაქვს და მსურს, პირდაპირ პროფესიონალურ გუნდს მოვკიდო ხელი. თანამედროვე ფეხბურთში ახალგაზრდა მწვრთნელებს ენდობიან და მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

როგორია ჩემი სამწვრთნელო ფილოსოფია? - თავდამსხმელი ვიყავი და ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ვანიჭებდი უპირატესობას. რაც უფრო მეტ დროს გაატარებ მეტოქის ნახევარზე, მით უფრო უსაფრთხოდ იგრძნობ თავს და გოლის გატანის მეტი შანსიც გექნება. მოკლედ, ტიპურ იტალიელ მწვრთნელთა რიცხვში არ მოვიაზრები.

საოცნებო გუნდი

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ხშირად უკითხავთ, თუ რომელ გუნდს ეკუთვნის ჩემი გული... ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი და მქონდა კიდეც ამის საბაბი. სწორედ ასეთი უბრალო და თითქოს უმნიშვნელო თემების გამო იტალიაში ყველაზე იოლია, თავი რაღაც უბედურებაში გაყო და ათასობით ადამიანი გადაიმტერო. დღეს, როცა ფეხბურთელის კარიერა დავასრულე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გული "იუვენტუსს" ეკუთვნის. ბავშვობიდან ტურინული გრანდის გულშემატკივარი ვარ და ეს განცდა დღემდე არ გამნელებია.

ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შვება ვიგრძენი, თითქოს უდიდესი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან და თითქოს რაღაც საოცარ საიდუმლოს ავხსენი ფარდა. როგორც იქნა, მე ეს ვთქვი: "იუვენტუსის" გულშემატკივარი ვარ.

დღეს

ფეხბურთელის კარიერა დიდ მსხვერპლს მოითხოვს, რადგან საუკეთესო წლებში თავისუფალი დრო, პრაქტიკულად, არ გაქვს. დროის დიდ ნაწილს თვითმფრინავში ატარებ, რაც ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად დამღლელი იყო. ამიტომ ვცდილობ, ერთ ადგილზე რაც შეიძლება დიდხანს გავჩერდე და ახლობლებს მეტი დრო დავუთმო.

პერიოდულად ვეტერანთა მატჩებში ვმონაწილეობ, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ამას წინათ, იტალიის ვეტერანთა ნაკრებში ვიასპარეზე ძველ მეგობრებთან ერთად და როდესაც ლურჯი მაისური მოვირგე, საოცარი განცდა დამეუფლა. ფეხბურთი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ალბათ, ასე იქნება ყოველთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვეტერანთა მეორე სუნთქვა

sono io
ბობო, ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო! Forza Italia! ნწ ნწ ნწ
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
"თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ..." - კრისტიან ვიერი შესაძლო სცენარზე საუბრობს
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
ვიერი: ვიცი, რომ ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს
"ნაპოლიდან" ყველაზე დიდ რეგრესს ეს ფეხბურთელი განიცდის, იტანჯება..." - ვიერიმ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ვიერი: განმაცვიფრა "კვარამ" - მისგან იტალიაში ამას არავინ ელოდა
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ვიერი: "ინტერი" სერია A-ს საუკეთესო გუნდია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?