17 ივლისს ქართველმა ცენტრმა ყოფილ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა
NBA-ში მოთამაშე ზაზა ფაჩულია 8 წელიწადი იცავდა "ატლანტას" სპორტულ ღირსებას.

წლეულს მას გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ქართველმა კალათბურთელმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დიდი მადლობა გადაუხადა ატლანტელ ფანებს და თბილი სიტყვებით დაემშვიდობა მათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს რამდენიმე კლუბი იწვევდა, - "ატლანტაც" ცდილობდა მის შენარჩუნებას, მაგრამ ჩვენებურმა "მილუოკი ბაქსი" არჩია, რომლის შემადგენლობაშიც 20 წლისა 2004-05 წლების სეზონში თამაშობდა.

მის გადაწყვეტილებაზე ერთგვარი ზეგავლენა ყოფილი მწვრთნელის - ლარი დრიუს ფაქტორმაც მოახდინა: ეს უკანასკნელი ამჟამად "მილუოკის" მთავარი მწვრთნელი გახლავთ.

17 ივლისს ზაზა ფაჩულიამ ყოფილ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

"მე დავბრუნდი იქ, საიდანაც, ფაქტობრივად, დიდი გზა დავიწყე, - აღნიშნა ქართველმა კალათბურთელმა ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში. - მაშინ ოცი წლის ვიყავი. მერე დიდ გუნდში დიდი გამოცდილება მივიღე.

ასე რომ, "მილუოკის" ქომაგები სხვა ზაზას იხილავენ".

ჩვენებურს არც ის დაუმალავს, რომ მოხარულია ხელახალი შეხვედრით იმ ყოფილ სამწვრთნელო შტაბთან, რომელიც ამჟამად "მილუოკიში" მუშაობს, რადგან მთავარ მწვრთნელ ლარი დრიუსთან რამდენიმე წელიწადი გაატარა "ატლანტაში" და მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

"მძიმე ტრავმის გამო აპრილში აქილევსის მყესზე ოპერაცია გავიკეთე. უსიამოვნო პერიოდმა განვლო, რეაბილიტაციის დრო დადგა. ყველაფერი კარგად მიდის, არასრული დატვირთვით ვვარჯიშობ კიდეც, მაგრამ ვწუხვარ, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც სექტემბერში სლოვენია უმასპინძლებს".

ისიც შევიტყვეთ, რომ ზაზა ფაჩულია სამშაბათს ატლანტაში დაბრუნდება და ზაფხულის ბოლომდე იქ განაგრძობს აღდგენით მკურნალობას და ვარჯიშს, სექტემბერში კი მილუოკის მიაშურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მიემხრო თუ არა მსაჯი "რეალს"? 2 სადავო ეპიზოდი [VIDEO]
თამაში დაცვის გარეშე, "ბრუკლინმა" "ატლანტას" გაჭირვებით სძლია [VIDEO]
კარის 37 ქულა და "ოქროსშტატელების" ზედიზედ მე-3 მარცხი [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კალენდარი
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მაგიური ნიკოლა - იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა