"სხვათა შორის, ფრანჩესკო ტოტის დებიუტში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი"
გუშინ, სერია A-ს XI ტურის ეგიდით "რომა" "ფიორენტინას" დაუპირისპირდა. "ვიოლას" ამჟამინდელი თავკაცი სინიშა მიხაილოვიჩი თავის დროზე "ჯალოროსიში" ასპარეზობდა და ჟურნალისტებთან საუბრისას ფრანჩესკო ტოტის სადებიუტო მატჩი გაიხსენა. ეს ამბავი იმად გახლავთ საინტერესო, რომ რამდენიმე წლის წინ სერბი ფრანჩესკოს შემოსწყრა და მას შემდეგ, მათი გზები გაყოფილია. აი როგორ იხსენებს ამ ყველაფერს მიხაილოვიჩი:

"სხვათა შორის, ფრანჩესკო ტოტის დებიუტში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი და დარწმუნებული ვარ, ეს თვითონაც კარგად ახსოვს. ეს ისტორია დიდი ხნის წინ მოხდა, მაშინ როდესაც "რომაში" ვასპარეზობდი. "ჯალოროსის" ვუიადინ ბოჟკოვი წვრთნიდა, რომერლსაც საკადრო პრობლემები შეექმნა და ვურჩიე, რომ დუბლებში მოასპარეზე ტოტისთვის მიექცია ყურადღება. მახსოვს, "ბრეშასთან" გვიწევდა გასვლითი პაექრობა, მივედი მწვრთნელთან და პირდაპირ ვუთხარი, რომ წამოეყვანა ფრანჩესკო და მატჩის განაცხადში შეეყვანა. ცოტა ხანს დაფიქრდა და დამიჯერა. 2:0-ს ვიგებდით, როდესაც ტოტი მოედანზე შემოვიდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ მადლობაც გადამიხადა და დავმეგობრდით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გამიკვირდა, როდესაც ჩემს გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. რა დასამალია და მეწყინა კიდეც - მას შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, რაშიც არა მგონია მე ვიყო დამნაშავე".

სულ სხვა ამბავია, მაგრამ რადგან "ფიორენტინას" და სინიშა მიხაილოვიჩს ეხება, ბარემ აქვე ვთქვათ - ბოლო დროს, აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ ხუან მანუელ ვარგასის გადაბირებით "ბარსელონაა" დაინტერესებული. მეტიც, ჟურნალისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ სამხრეთამერიკელი შემტევი ზამთარში სწორედ კატალონიურ გრანდში გადაბარგდება. ამ საკითხზე კომენტარი მიხაილოვიჩმა გააკეთა: "ისედაც საკადრო პრობლემები გვაქვს და ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბუღთელთან განშორებას ნამდვილად არ ვაპირებთ. რა იქნება ზაფხულში, დღეს ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ ზამთარში რომ არ შეველევით ვარგასს, ამას წყალი არ გაუვა. პირიქით, ჩვენი მიზანია ახალი ფეხბურთელები დავიმატოთ, რათა გავძლიერდეთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ასე რომ, გავრცელებული ცნობა სრული აბსურდია".

ამ საკითხზე კომენტარი ფეხბურთელის პირადმა აგენტმა, გუსტავო გეციმაც გააკეთა: "ჩემი კლიენტით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მაგრამ სიმართლე გითხრათ, "ბარსელონას" შესახებ არაფერი მსმენია. კატალონიურ გრანდში ასპარეზობა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, მაგრამ გარწმუნებთ, მინიმუმ სეზონის ბოლომდე ვარგასი "ფიორენტინაში" ითამაშებს".

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს