საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბლაგოევგრადში მეორე მატჩიც მოუგო ბულგარელ თანატოლებს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბლაგოევგრადში მეორე მატჩიც მოუგო ბულგარელ თანატოლებს და შავი ზღვის გადაღმიდან თავაწეული მოემგზავრება.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 4 საკონტროლო მატჩიდან მე-3 მოიგო - წინ კი კიდევ 5 ამხანაგური მატჩი ელის.

16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 18-28 აგვისტოს ბოსნისს დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.

ქართველებმა საკონტროლო მატჩები 13 ივლისს ესტონეთიდან დაიწყეს, სადაც ერთი თამაში დათმეს, მეორე კი მოიგეს. ბალტიისპირეთიდან კაზანჯიანის გუნდმა საქართველოს გავლით ბულგარეთში გადაინაცვლა, სადაც მეორე საკონტროლო მატჩი მოუგო მასპინძელ თანატოლებს.

პირველი შეხვედრა ქართველებმა 17 ივლისს - 63:62 მოიგეს, ხოლო 18-ში მასპინძლებს დაახლოებით იგივე სცენარის მატჩში 69:67 სძლიეს.

ორივე მატჩში ქართველები გადამწყვეტი მეოთხედის წინ დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა მსაჯების მიკერძოების გამო ბულგარელებმა მიახლოება მოახერხეს. 18 ივლისის მატჩში კაზანჯიანის გუნდი სულაც 13 ქულით იგებდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვების მოპოვება სათუო გაუხდა.

შეხვედრას ბულგარელი არბიტრები მსაჯობდნენ და რა მარჩიელობა უნდა, რომ თანამემამულეების მიმართ მეტ ლოიალობას გამოიჩენდნენ, თუმცა ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ბულგარელებმა არა დიდი სხვაობით, არამედ ღირსეული ანგარიშით წააგეს.

საქართველოს ნაკრები 19 ივლისს საქართველოში დაბრუნდება და შეკრებას თბილისში განაგრძობს, ხოლო 28 ივლისს მორიგი საკონტროლო მატჩების გასამართად ჰოლანდიისკენ აიღებს გეზს.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ბულგარეთი, ბლაგოევგრადი. 17 ივლისი

ბულგარეთი 67:69 საქართველო

13:19, 13:23, 16:13, 25:14

საქართველო: გოგალაძე (4ქ, 5მ), გოგობერიშვილი (10ქ), ლომიძე (9ქ), ალიევი (4ქ, 8მ, 5დ), ისიანი (11ქ, 9მ, 3ქ); ცქიფურიშვილი (13ქ), ცირეკიძე (11ქ), კერესელიძე (5ქ), სანაია (2ქ), თვალაბეიშვილი, ქვარაია, ნუცუბიძე, აფხაზავა

gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე ითამაშებს
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება
"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა