"რეალი" ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ჩამოდის
"მარკა" და სხვა ესპანური წყაროები სენსაციურ ამბავს იუწყებიან, რომლის თანახმადაც წლევანდელი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო ფორლანი 2011 წლის დასაწყისიდან "სამეფო კლუბის" მაისურას მოირგებს. "რეალი" ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ჩამოდის, "ატლეტიკო" კი დაინტერესებულია გამოცდილი ფეხბურთელის ტრანსფერით ხელი მოითბოს. დიეგომ მართლაც დიდებულად ითამაშა სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ დაიწყო ახალი სეზონი და მას ვეღარ იცნობთ - 12 თამაშია ფორლანს მეტოქეთა კარში ერთი გოლიც კი ვერ გაუტანია! მან თავი ვერც ბოლო მატჩში, მადრიდულ დერბიში გამოიჩინა.

"ატლეტიკოს" ხელმძღვანელობას ფორლანის გაყიდვის ხარჯზე სურს სხვა სათამაშო რგოლების რეორგანიზაცია, ახალი ფეხბურთელების მიწვევა. სხვათა შორის, ფორლანს კონტრაქტში ოფიციალურად უწერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მის შეძენას რომელიმე სხვა გუნდი მოინდომებს, ამ გუნდმა "ატლეტიკოს" 36 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. თუმცა მედია ამტკიცებს, რომ "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო მზადაა ამ თანხის ნახევარსაც დაყაბულდეს, რადგან მას ეშინია, დროის გასვლასთან ერთად დიეგო ფორლანის რეალური საბაზრო ფასი დაიკლებს. ბოლო რამდენიმე კვირაა ფორლანს პრობლემები შეექმნა კიკე ფლორესთან ურთიერთობაში. ვერ ვიტყოდით, რომ მწვრთნელი 31 წლის ფეხბურთელს გადაეკიდა, მაგრამ მათ შორის მართლაც შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა.

"ოქროს ბუცის" ორგზის მფლობელის შეძენა სხვა კლუბებსაც სურთ. ინგლისში მისით "ტოტენჰემია" დაინტერესებული, ხოლო იტალიაში - "იუვენტუსი". "რეალის" ინტერესს კი ყველა ჟოზე მოურინიოს ფაქტორს უკავშირებს - როგორც ჩანს, "განსაკუთრებულმა" თავის სამომავლო სქემებში ფორლანის ადგილი აღმოაჩინა. პრინციპში, ჟოზეს არც დაუმალია, რომ ის "რეალში" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებითაა დაინტერესებულია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ პორტუგალიელ თავკაცს ფლორენტინო პერესმა ახალი ფორვარდის შეძენაზე უარი უთხრა და არსებული რესურსის გამოყენება ურჩია.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა