"კორდობა" და მისი 29 წლის ნახევარმცველი ხორხე ლუკე ნამდვილი გმირები არიან

"კორდობა" და მისი 29 წლის ნახევარმცველი ხორხე ლუკე ნამდვილი გმირები არიან - "სევილიას" გაზრდილმა ფეხბურთელმა, რომლის კარიერა სეგუნდა დივიზიონს (და უფრო ქვედა ლიგებს) არ გასცილებია, ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო მატჩის მეორე დამატებითი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გადამწყვეტი გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა სანტანდერის "რასინგის" კარში. ამ გოლმა "რასინგი" პრიმერადივიზიონის პირველ უიღბლო კლუბად აქცია, რომელიც თასის გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი თამაში, გეხსომებათ, "კორდობამ" 2:0 მოიგო. ბევრი ფიქრობდა, რომ სეგუნდა დივიზიონის გუნდი ამ უპირატესობის შენარჩუნებას შეძლებდა, მაგრამ დაიწყო საპასუხო შეხვედრა და "რასინგი" ჯერ ივან ბოლადოს გოლით დაწინაურდა, შემდეგ კი კენედი ბაკირჩიოგლუმ იყოჩაღა. დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის პირველ ტაიმშიც ედუ ბედიამ მასპინძლები 3:0 დააწინაურა. ის იყო კანტაბრიელებმა ირწმუნეს, რომ თავი ქუდში ჰქონდათ, როცა ერთ-ერთმა მასპინძელმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტის ნიშნულთან კი ლუკე მივიდა...

აი, "ესპანიოლს" კი სულაც არ გასჭირვებია პრიმერას ყოფილი ბინადარის, "ვალიადოლიდის" გაგდება. პირველი თამაში ბარსელონელებს 2:0 ჰქონდათ მოგებული. ამის მიუხედავად, მაურისო პოჩეტინიომ თითქმის ძირითადი შემადგენლობა გამოიყვანა საპასუხო დაპირისპირებაშიც. მე-10 წუთზე "ვალიადოლიდმა" დაწინაურების ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან, საჯარიმოში ხელით ფორლინმა ითამაშა, მაგრამ ანტონიო კალემ პენალტი ვერ გაიტანა. ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა ეს პენალტი. მე-2 ტაიმში კი "ვალიადოლიდის" ბედი ხოფრეს გაძევებამ გადაწყვიტა. ფეხბურთელს დამრიგებელი ანტონიო გომესიც მიაყოლეს, რომელმაც ენერგიულად გააპროტესტა წითელი ბარათი. 68-ე წუთზე პაბლო ოსვალდო ორ მცველს გასცდა და ისე გაიტანა, თუმცა "ვალიადოლიდმა" ღირსების გოლი მაინც გაიტანა, რომელიც ანტონიო ბარაგანმა შეაგდო - 1:1.

რასინგი-კორდობა 2:0 (1:1 დ.დ.) (0:2 პირველი მატჩი)

გოლები: 1:0 ბოლადო (25), 2:0 კენედი (72), 3:0 ედუ ბედია (102), 3:1 ლუკე (120-პენ)

ესპანიოლი-ვალიადოლიდი 1:1 (2:0)

გოლები: 1:0 ოსვალდო (68), 1:1 ბარაგანი (77-პენ)

გაძევება: ხოფრე (51. ვალიადოლიდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა