საქართველოს ელჩმა ესპანეთში, რომელიც არ წყვეტს კავშირს საფეხბურთო და ბიზნესწრეებთან, უახლოესი პერიოდისთვის ერთობლივი მასშტაბური ქართულ-ესპანური საფეხბურთო პროექტი დააანონსა
"ლელოს" 18 ივლისის ნომერში ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნიკა ივანიშვილისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი სპორტული დირექტორის, ამირან ღიბრაძის ინტერვიუები შემოგთავაზეთ.

ისინი რომან ფიფიას მიერ "დინამოს" საწვრთნელი ბაზის შესყიდვის პროცესში წინა ხელისუფლების უხეშ ჩარევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფიფიამ ამის წყალობით, ბაზა არარეალურად მცირე თანხად შეიძინა.

ფიფიამ ამ პრეტენზიების შესახებ თავისი პოზიცია "ლელოსთან" ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა.

იხილეთ:

ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ

როგორ დაათმობინა წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "დინამო"

რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ

დღეს კი "დინამოს" ყოფილი სპორტული დირექტორის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კომენტარს შემოგთავაზებთ. იგი "დინამოს" ხელმძღვანელობაში სწორედ მაშინ მუშაობდა, როცა ბაზის შესყიდვა მოხდა.

პოლოლიკაშვილი ამჟამად ესპანეთშია, სადაც საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მოღვაწეობს და მას იქ დავუკავშირდით.

"დღეს "დინამოსთან" მხოლოდ დიდი სიყვარული და გულშემატკივრის სტატუსი მაკავშირებს და არც იმის საქმის კურსში ვარ, რა ხდება ბოლო დროს მის გარშემო. ივანიშვილის, ღიბრაძისა და მათი თანამოაზრეების პრეტენზიების შესახებ თქვენგან შევიტყვე და სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული დავრჩი.

ნიკას დიდი ხანია ვიცნობ და ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. როცა ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოსგან" დიღმის საწვრთნელ ბაზას ვყიდულობდით, იგი ყველაზე მეტად აქტიურობდა, ძალიან ხშირად მირეკავდა და პროცესის დაჩქარებას ითხოვდა. რაც მთავარია, მას არასდროს გამოუთქვამს ფასზე პრეტენზია.

თუ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას მართლა ჰქონდა ადგილი, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს, მე კი იმ ფაქტების შესახებ გიამბობთ, რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი. თუ არ ვცდები, ბაზის შესყიდვის დოკუმენტზე მეც მაქვს ხელი მოწერილი და ივანიშვილისა და მისი პარტნიორების მხრიდან უზომო კმაყოფილების გარდა, არაფერი მახსოვს.

ფაქტია ისიც, რომ რომან ფიფიამ "დინამოს" ბაზა, რომელიც გაუბედურებულ მდგომარეობაში იყიდა, თანამედროვე სტანდარტებით მოაწყო და სამაგალითო გახადა. მან კლუბში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო. ამხელა თანხა ქართულ ფეხბურთში კი არა, საქართველოში სხვა მნიშვნელოვან სფეროებშიც იშვიათად იხარჯება.

მოკლედ, ამ ადამიანის დამსახურებებზე ბევრი საუბარი არც არის საჭირო, ქართველი გულშემატკივარი ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს.

აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და "დინამოს", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის, მიზნის მიღწევას ვუსურვებ. ფარერული ბარიერი დამაჯერებლად გადავლახეთ, შემდეგ ეტაპებზე კი კარგ თამაშთან ერთად, იღბლიანი წილისყრაც გვჭირდება.

ჩემი აზრით, "დინამოს" არც შემადგენლობის გაძლიერება აწყენდა.

კარგი იქნებოდა, ეს აჟიოტაჟი მაინცდამაინც ახლა არ ამტყდარიყო. კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს ვითარება სახარბიელოდ არ მოქმედებს.

არაფერი დაშავდებოდა იმით, პრეტენზიები თუნდაც სექტემბერში გამოთქმულიყო".

ბოლოს პოლოლიკაშვილმა ისიც გაგვიმხილა, რომ დიპლომატიური კარიერის პარალელურად, არ წყვეტს კავშირს საფეხბურთო და ბიზნესწრეებთან და უახლოესი პერიოდისთვის ერთობლივი მასშტაბური ქართულ-ესპანური საფეხბურთო პროექტი დააანონსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს

სკ "დინამო თბილისის" განცხადება: ვიღაცებს ხელის მოთბობა უნდათ!

მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?

ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]

ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ

მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?

biqo
ზურაბ პოლოლიკაშვილი ძალიან წესიერი და განათლებული ადამიანია, ამიტომ ვერ მოერგო ნაცებს.
avi musaifi
ზურა წესიერი კაცია....ივანიშვილი და ღიბრაძე!....ჯობია თქვენს ტყავში დაეტიოთ,ხალხს ნუ აღიზიანებთ,თორემ თუ საქმე საქმეზე მიდგა 10 მილიონს არა,მაგრამ 10 კაი ჭიტლაყს გამოტყუებთ...
დათო
პოლოლიკაშვილი ძალიან პატიოსანი და კარგი ადამიანია. ეს ივანიშვილი ვინაა საერთოდ, რა გააკეთა დინამოსთვის, ბაზა დამპალი რო იყო და ინგრეოდა, ღიბრაძეს და მის მეგობრებს აგურ აგურ გაქონდათ და ახლა კიდე ფულს ითხოვენ? უნამუსობის მეტი არაფერი ქვია ამას, როცა ქართული საქმის გაკეთების მაგივრად ძირის გამოთხრას ცდილობ მხოლოდ შენს სასიკეთოდ!!!
marina
რისი გამკეთებლები იყვნენ ეს ღიბრაძე და ივანიშვილი... მათი ინტერვიუებიდან ის გავიგეთ, რომ პატარკაციშვილის ფულებს ხარჯავდნენ და როცა ის აღარ იყო აღარაფერსაც არ აკეთებდნენ. მართლაცდა 90-იან წლებში ხალხის ქონება ერთეულებმა ერთი კონა ოხრახუშის ფასად ჩაიგდეს ხელში და ახლა მილიონებს ითხოვენ იმაში რაც მათ არასდროს არ ეკუთვნოდათ!
akhali
მოკლედ 10 მლნ მოუნდათ?მეც მინდა 10მლნ!რა კარგი მადა ჰქონიათ!რაში უნდათ ფული?დინამოს პატრონი იყო საბჭოთა საქართველოს შსს,ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან,შესაბამისად საქართველოს მოსახლეობა აფინანსებდა და პატრონიც საქართველოა!დღეს კარგად უძღვება საქმეს ფიფია და არავის არაფერი არ უნდა მისცეს,სააკაშვილმა უყურა მანამდე 6-7წელი,ვერ უპატრონეთ დინამოს და მიიღო მშვენიერი გადაწყვეტილება-ჩააბარა ფიფიას!რომელიც კარგად პატრონობს,თუ გამოჩნდება უფრო მეტის გამკეთებელი,მაშინ ფიფიაც გადააბარებს....ასე ვხედავ მე...აბა ამათ თუ უნდა გადაუხადონ,მაშინ საქართველოს თითოეულ მოქალაქესაც,ვინახავდით 70წელი გუნდს!
gizog
ვისაც ფეხბურთ უყვარს, მას მთლიანად ფიზკულტურადა სპოტიც უყვარს, რადგან პროფესიული სპორტის ფესვების სწორედ მის მასობრობაშია. ამ კუთხით ჩემთვის ძალიან სასიხარულოა დინამოს საზოგადოების გამოცოცხლება, მაგრამ აქვე მიდა აღინიშნოს ალბათ საჭიროა დღეს სამართლიანობის აღდგენის პერიოდში 80-იანი წლების ბოლოდან გადაისინჯოს ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტები, რომლითაც ხდებოდა დინამოს საზოგადოების გარდაქმნები, ძალიან მაინტერესებს ხალხი, რომელიც დღეს დიდი გულმოდგინებით ითხოვენ ქონებას სინამდვილეში ვინ არიან. დღეს როცა გამოჩნდა გვირაბის ბოლოში სინათლე, რატომ დაიწყო მის ჩასაქრობად ამდენი ხმაური? საინტერესოა ის, რომ ეს ყველაფერი პირველად არ ხდება, როგორც კი გამოჩნდება სადმე პერსპექტივა იწყება ჩანასახშივე ჩახშობა. აუცილებლად ვთვლი სპორტული საზოგადოება გაერთინდეს ამ გაუგებარი გამოხდომების წინააღმდეგ.
BEKA
ნიკა ივანიშვილს და ამირან ღიბრაძეს რა თანხები აქვთ გაღებული დინამოს ბაზის დღევანდელ კონდიციამდე მიყვანისათვის?
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ამირან ღიბრაძე: მე "ზესტაფონის" პრეზიდენტად? სრულიად შესაძლებელია
როგორ დაათმობინა წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "დინამო"
ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ
"ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ესპანეთში ვისენტე დელ ბოსკეს შეხვდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
ლეო მესი ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის ელჩად დანიშნა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
გიორგი ტყავაძე: თბილისის "დინამო" უფასოდაც არავის უნდოდა
პროექტი: მადრიდის "რეალის" საფეხბურთო აკადემიის ანალოგი საქართველოში?
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ახლა მაინც ხომ არ იტყვიან, ნაკრებში ფეხბურთელები თავს ზოგავენო?"
შოთა არველაძე მადრიდის "რეალშია"!
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ლევან ზუხბაია: ხელშეკრულების პირობებს 2011 წელს ყველა დაეთანხმა
ᓡᕐᕛᓗᓐᓕ