სლოვენიის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ერთეულთა თანრიგში კარიერა დაასრულა
სლოვენიის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კატარინა სრებოტნიკმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქალთა რეიტინგის საუკეთესო ოცეულში შედიოდა, ერთეულთა თანრიგში კარიერა დაასრულა და აქცენტი წყვილებში გამოსვლაზე გადაიტანა. ამის შესახებ WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს. 29 წლის კატარინამ დუეტების კლასიფიკაციაში წლევანდელი სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა, ერთეულებში კი 316-ე იყო.

2008 წლის ბოლოს სრებოტნიკმა კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწია: ერთეულთა რეიტინგში მეოცე, წყვილებში კი მეოთხე იყო. მაგრამ აქილევსის მყესისა და მხარის ტრავმის გამო მას 2009 წლის სეზონის დიდი ნაწილის გამოტოვება მოუწია. სლოვენიელი 10-თვიანი პაუზის შემდეგ კორტზე მხოლოდ 2009 წლის აგვისტოში დაბრუნდა, მაგრამ წყვილებისგან განსხვავებით, ერთეულებში სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. დაბრუნების შემდეგ დუეტებში მან სამი ტიტული მოიგო, მათ შორის ორი - წლევანდელ სეზონში. სრებოტნიკმა ჩეხ კვეტა პეშკესთან წყვილში ინდიან უელსის სუპერტურნირი და ნიუ ჰევენის შეჯიბრი მოიგო.

მთელი კარიერის განმავლობაში კატარინამ ერთეულებში ოთხი, წყვილებში კი 23 ტიტული მოიგო. სულ ჰონორარის სახით მას 4 881 125 დოლარი აქვს გამომუშავებული.

კარიერის დასრულება გადაწყვიტა ჩეხმა მარტინ დამმა. როგორც ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, 38 წლის ჩოგბურთელმა სპორტიდან წასვლის მიზეზად ასაკი დაასახელა.

მარტინმა პროფესიული კარიერა 1990 წელს დაიწყო და ძირითადად წყვილებში თამაშით გაითქვა სახელი. კერძოდ, დამის ანგარიშზე დუეტებში 40 ტიტული მოდის, მათ შორისაა 2006 წელს აშშ-ის ღია პირველობაზე გამარჯვება. მაშინ მისი პარტნიორი ინდოელი ლეანდერ პაესი იყო.

2007 წლის აპრილში დამი წყვილთა რეიტინგის მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო ერთეულებში მისი საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციის 42-ე პოზიცია იყო. ჩეხს კორტზე ჯამში 5 721 417 დოლარი აქვს გამომუშავებული.

ESPN-ის ინფორმაციით, დამი ამერიკული ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავს, 18 წლის რაიან ჰარისონს გაწვრთნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა