ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სასწაული ინდიანაპოლისში

სასწაული ინდიანაპოლისში

სხვა ახსნა არ მოეძებნება იმ რიცხვებს, რომელიც "პეისერსი"-"ნაგეტსის" შეხვედრაში დაფიქსირდა
სასწაული მოხდა გუშინ ინდიანაპოლისში. "დენვერზე" "ინდიანას" სენსაციური გამარჯვებაც კი უკანა პლანზე გადავიდა იმ ფანტატისკური შედეგიანობის ფონზე, რომელიც "პეისერსმა" ამ მატჩში აჩვენა. "ნაგეტსს" დაცვა უბრალოდ არ ჰყოლია. სხვანაირი ახსნა არ მოეძებნება იმ რიცხვებს, რომელიც შეხვედრის მეორე ტაიმში დაფიქსირდა.

მესამე მეოთხედში მასპინელთა გუნდმა 54 (!) ქულა დააგროვა და სამი მეოთხედის შემდეგ მის ანგარიშზე 113 (!) ქულა იყო. "პეისერსმა" მესამე 12-წუთეულის პირველი ოცი ტყორცნა ზუსტად შეასრულა და მეოთხედის დასრულებამდე 1.9 წამით ადრე ააცილა ერთადერთი სროლა. გარდა ამისა, "ინდიანამ" მატჩის მესამე ნაწილში 17 შედეგიანი პასი გააკეთა და ცხრიდან რვა სამქულიანი ჩააგდო. 12 წუთში მოპოვებული გუნდური 54 ქულიდან 24 ქულა მაიკ დანლივიმ მიითვალა. მის ანგარიშზე იყო ხუთიდან ხუთი სამქულიანი. აქედან ერთ-ერთმა შორეულმა ტყორცნამ მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთითა და 49 წამით ადრე მეასე ქულა მოუტანა "პეისერსს".

საბოლოოდ დანლივიმ 31 ქულა დააგროვა (13-დან 9 ზუსტი ტყორცნა), დარენ კოლისონმა - 29 ქულა (14-დან 12), ტაილერ ჰენსბრომ - 20 (12-დან 9) და დენი გრეინჯერმა - 19 (10-დან 8). მთელი მატჩის განმავლობაში "ინდიანა" თამაშიდან 64,4 პროცენტის სიზუსტით ისროდა.

ამასობაში, მეოთხე გამარჯვებას მიაღწია "კლივლენდ კავალიერზმა". მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდს აუთსაიდერის როლს ანიჭებდნენ, ბაირონ სკოტის შეგირდები იოლად არაფერს დათმობენ. ამჯერად "კავალიერსმა" თანაბარ მატჩში "ნიუ ჯერსის" მოუგო. "ნეტსი" აუთლოსა და ჰარისის იმედად იყო, "კლივლენდი" კი გუნდური თამაშით გადიოდა ფონს. "კავალერების" გუნდური მოქმედება ცოტათი უცნაური სანახავია, მაგრამ ლებრონის წასვლის შემდეგ მას სხვა გამოსავალი არ დარჩა.

ბოლო მეოთხედში სტუმრებმა მინიმალური უპირატესობა მოიპოვეს. მართალია, ექვსქულიანი ჰანდიკაპი უმნიშვნელოა, მაგრამ "კლივლენდისთვის" ეს საკმარისი აღმოჩნდა. მატჩის გადამწყვეტი მომენტი იყო საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ანტუან ჯეიმისონისა და ენტონი პარკერის ზედიზედ ორი სამქულიანი. "კავალიერზი" მოგება-წაგების 50-პროცენტიან ზღვარს გადაცდა, "ნიუ ჯერსი" კი ჩვეულ ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში.

გუშინდელი დღისა და მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის მშვენება აღმოჩნდა მატჩი "მაიამისა" და "იუტას" შორის. თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ აღნიშნულ შეხვედრას ინტრიგა დაკარგული ჰქონდა. ლოგიკური მსჯელობა იყო იმის გათვალისწინებით, რომ "ჰიტი" შინ თამაშობდა და დიდი შესვენებისთვის 19 ქულით დაწინაურდა. მაგრამ "იუტამ" მეორე ტაიმში სასწაული ჩაიდინა.

მეორე ნახევარი პოლ მილსეპის სოლოდ გადაიქცა, რომელმაც აზრი დააკარგვინა ლებრონის სამმაგ დუბლსა და უეიდის 39 ქულას. "იუტამ" მესამე მეოთხედში მხოლოდ 6 ქულის გაბათილება შეძლო და მეოთხეში საბოლოოდ იგდო ხელთ ინიციატივა. "ჯაზმენებმა" კარგად გამოიყენეს "მაიამის" ცუდი თამაში სამწამიან ზონაში და სწორედ სუსტ წერტილში დაარტყეს მეტოქეს.

მეოთხედის შუა ნაწილისთვის 19-ქულიანი უპირატესობისგან აღარაფერი იყო დარჩენილი, მაგრამ "იუტა" სწორედ ამ დროს მოეშვა და "დიდ ტრიოს" მორიგი გაქცევის საშუალება მისცა. საფინალო სირენამდე 37 წამით ადრე მასპინძელთა უპირატესობა რვა ქულას აღწევდა და "ჯაზი" კიდევ ერთხელ წინასწარ გამოაცხადეს დამარცხებულად. მაგრამ მილსეპის სამმა და დერონ უილიამსის ერთმა სამქულიანმა შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. სამი წამით ადრე დუეინ უეიდმა ერთი საჯარიმო ააცილა და "მაიამის" უპირატესობა მხოლოდ ორ ქულას შეადგენდა. გადამწყვეტი ტყორცნის უფლება სი ჯეი მაილზმა მიიღო. მისმა უზუსტო სროლამ თითქოს გადაწყვიტა მატჩის ბედი, მაგრამ მილსეპმა მოხსნაზე იყოჩაღა და პარკეტზე დაუშვებლად ზუსტად ისროლა.

"იუტას" არ ჰქონდა სასწაულებრივ გადარჩენილი მატჩის ოვერტაიმში წაგების უფლება, თუმცა აქაც ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. ნერვებმა უმტყუნეს უეიდს, რომელიც 0,4 წამით ადრე ფრანსისკო ელსონზე დაჯარიმდა. ჰოლანდიელი ცენტრი ზუსტი იყო, რასაც ვერ ვიტყვით ედი ჰაუსზე - მისი ბოლო ტყორცნა არაზუსტი იყო.

ინდიანა-დენვერი 144:113

27:25, 32:24, 54:27, 31:37

ი: დანლივი (31), კოლისონი (29+6 პასი), ჰენსბრო (20+9 მოხსნა), გრეინჯერი (19+5 პასი), ჰიბერტი (17+6 მოხსნა), რაში (16+7 მოხსნა), მაკრობერტსი (2+10 მოხსნა+5 პასი).

დ: ლოუსონი (19), აფლალო (17), ფორბსი (16), ნენე (13+6 მოხსნა), ენტონი (13+5 მოხსნა), სმიტი (11).

ნიუ ჯერსი-კლივლენდი 91:93

23:23, 19:22, 23:18, 26:30

ნ-ჯ: აუთლო (27+7 მოხსნა), ჰარისი (18+6 პასი), ლოპესი (16+8 მოხსნა), მოროუ (10).

კ: ჰიქსონი (18+10 მოხსნა), ჯეიმისონი (15+8 მოხსნა), სეშენსი (15+5 პასი), გიბსონი (14), ვარუჟაო (10+7 მოხსნა).

მაიამი-იუტა 114:116 (ო)

25:13, 26:19, 24:30, 29:42, 10:12

მ: უეიდი (39+6 მოხსნა), ჯეიმსი (20+14 პასი+10 მოხსნა), ბოში (17+9 მოხსნა), ჯონსი (11), აროიო (10).

ი: მილსეპი (46+9 მოხსნა), უილიამსი (21+14 პასი), კირილენკო (16+9 მოხსნა+ 7 პასი), მაილზი (12).

ნიუ ორლეანი-კლიპერსი 101:82

27:18, 21:23, 22:19, 31:22

ნ-ო: გრინი (19), ბეილესი (15+9 პასი), პოლი (13+8 პასი), ოკაფორი (12+7 მოხსნა), არიზა (12+6 მოხსნა+5 პასი).

კ: ამინუ (20+8 მოხსნა), გომესი (11), გრიფინი (10+6 მოხსნა), ბატლერი (10+5 მოხსნა).

მილუოკი-ნიუ იორკი 107:80

41:19, 23:24, 26:24, 17:13

მ: ჯენინგსი (19+6 პასი+5 მოხსნა), გუდენი (17+8 მოხსნა), მაგეტი (14), ილიასოვა (12+9 მოხსნა), მბა ა მუტე (10+8 მოხსნა), ბოგუტი (10), ბოიკინსი (10).

ნ-ი: სტაუდმაიერი (19), ჩენდლერი (11), ფელტონი (10+8 პასი).

პორტლენდი-დეტროიტი 100:78

36:25, 17:20, 21:18, 26:15

პ: ოლდრიჯი (19+17 მოხსნა), ბატუმი (17), ფერნანდესი (13), როი (11), კანინგემი (10).

დ: სტაკი (17), დეი (15+8 მოხსნა), პრინსი (10).

ლეიკერსი-მინესოტა 99:94

26:28, 32:24, 24:22, 17:20

ლ: ბრაიანტი (33+6 მოხსნა), გასოლი (18+10 მოხსნა), ოდომი (15+8 მოხსნა), არტესტი (13).

მ: ლავი (23+24 მოხსნა+5 პასი), ბიზლი (17), ტელფეირი (13+9 პასი), ბრიუერი (12), მილიჩიჩი (10+7 მოხსნა).

დეტროიტში გარდაქმნა იწყება

"დეტროიტ პისტონზმა" ძალიან ცუდად დაიწყო წლევანდელი სეზონი და კლუბის ხელმძღვანელობა უკვე შემადგენლობის გადახალისებაზე ფიქრობს. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ "დეტროიტი" გაცვლას ამზადებს "ატლანტა ჰოქსთან" და ამისთვის მზად არის ტრეიდში ჩართოს პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ტაიშონ პრინსი. როგორც NBA-ის ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტი სეკუ სმიტი წერს, "პისტონზს" ამ გარიგებით "ატლანტას" ორი კალათბურთელის - ჯამალ კროუფორდისა და ჯეფ ტიგის გადაბირება სურს.

"დეტროიტმა" სასწრაფოდ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, - უთხრა სმიტს ლიგის ერთ-ერთმა სკაუტმა. - დღევანდელი შემადგენლობით ისინი ვერაფერს მიაღწევენ და ეს თავადაც კარგად იციან. ასე რომ, ან ტაიშონ პრინსს უნდა შეელიონ ან რიჩარდ ჰემილტონს. შესაძლებელია ორივეს ერთად სხვა გუნდში გაშვება. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს გუნდის გარდაქმნა".

"დეტროიტის" მხრიდან გაცვლის კიდევ ერთ-ერთ კანდიდატად გამთამაშებელი უილ ბინუმი სახელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა