საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები სექტემბერში გაიმართება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ როგემ აზრი გამოთქვა თავის პოსტზე მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.

"როგორც ხვდებით, მე არ გავამხელ პირად აზრს ექვსივე კანდიდატის შესახებ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საინტერესო იყო. ყურადღებით მოვისმინე ექვსივე პრეზენტაცია. ყველას ერთი იდეა გააჩნია - ხარისხიანი ოლიმპიური თამაშების აუცილებლობა, ოლიმპიური ღირსებების დაცვა, უკანონო ფსონებისა და დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა, სტაბილური ფინანსირება... რა თქმა უნდა, კანდიდატთა პროგრამებს შორის განსხვავებაც არსებობდა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ პრეზენტაციებმა გვიჩვენეს - კანდიდატებს სურთ ევოლუცია და არა რევოლუცია.

სერგეი ბუბკას განაცხადში იგრძნობა არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის, არამედ მოგების ამბიცია. მას ძლიერი განაცხადი აქვს, ის მუშაობს, როგორც სერიოზული კანდიდატი. არ მგონია, რომ სერგეი ამზადებს მეორე განაცხადს მომავლისთვის, ეს კი უბრალოდ პლაცდარმია ამისთვის. მეეჭვება ასე იყოს. მართალია, ის მხოლოდ 49 წლისაა, მაგრამ ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ პიერ დე კუბერტენი მხოლოდ 30 წლის იყო, როცა 1894 წელს, პარიზში ოლიმპიური თამაშების აღორძინებას მიაღწია.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი კარგი მენეჯერი უნდა იყოს. ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია - მხარი დავუჭიროთ სპორტს, განვავითაროთ ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამა, დავეხმაროთ საერთაშორისო ფედერაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს. ლაპარაკია დაახლოებით 5-მილიარდიან ბიუჯეტზე ოთხი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საჭიროა გამოცდილება ფინანსურ საკითხებში", - განაცხადა როგემ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2013 წლის სექტემბერში გაიმართება.

გარდა ამისა, ჟაკ როგემ თავისი აზრი გამოთქვა ოლიმპიური თამაშების ოპტიმალურ ღირებულებაზე.

"პირველ რიგში, თამაშები არ შეიძლება ძალიან ძვირფასი იყოს, რათა კანდიდატი ქალაქების მაქსიმალურმა რაოდენობამ განაცხადოს პრეტენზია ოლიმპიადის ორგანიზებაზე", - განაცხადა როგემ.

მისი სიტყვებით, მონაწილე სპორტსმენთა რიცხვი 10 500 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

"სპორტსმენებს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეთ ცხოვრება, ტრანსპორტი, კვება, უსაფრთხოება... ეს ყველაფერი ემატება სხვა ხარჯებს და ამიტომაც, საჭიროა ვიცოდეთ საზღვრები", - მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები სააგენტო AP-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუბკას რეკორდი გადარჩა

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ვინ არის ტომას ბახი?
ჟაკ როგე მილიარდამდე ავიდა
ᓭᓝᓙᓘᓗ ᓮᓢᓝᓛᓐ ᓔᓘᓤᓔᓚᓘᓡ ᓙᓝᓨᓙᓘᓡ ᓤᓝᓜᓖᓔ
ძალიან ახლოს ბუბკას რეკორდთან
სოკ-ის პრეზიდენტად ჟაკ როგეს ნაცვლად ტომას ბახი აირჩიეს
ბუბკაც გასვრილია? ლეგენდარული მხტომელის გადარიცხვებმა ეჭვი წარმოშვა
ამომავალი მზის ოლიმპიადა
ფელიპე მასა თავისუფალია: ის ფერნანდო ალონსოს აღარ დაეხმარება
სენსაცია დონეცკში: სერგეი ბუბკას რეკორდი წაართვეს!
მძლეოსნობა: პრეზიდენტის მემკვიდრეები
სოჭი 2014: უკრაინა ოლიმპიადაზე რჩება